ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46856

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „უდროო მსხვერპლი (მსახიობი ალექსი ალექსიძე (ქურდოვანიძე)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სილიბისტრო რემონიძის მოთხრობა „ნუ გჯერა!“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის წერილი „ქართველ მაჰმადიანთა კაცთმოყვარეობა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ სიხარულიძის წერილი „თეატრი პროვინციაში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 28 ივნისს მარტყოფში გამართული წარმოდგენის „პატარა კახი“ შესახებ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 12 ივლისს საბურთალოს თეატრის საზოგადო კრებაზე საპატიო წევრებად აირჩიეს მუშა-მხატვარი ივანე ალექსის ძე ვეფხვაძე და ქველმოქმედი იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 11 აპრილს ბაქოში, სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში, ქართული სამხატვრო-სალიტერატურო წრის თაოსნობით გამართულ აკაკის საღამოში მონაწილეობდნენ ვარლამ რუხაძე, ალფეს ცისკარიძე, ალექსანდრე ლანდია და სხვ.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 7 ივლისს ალექსი ალექსიძის დაკრძალვას ესწრებოდნენ ეფემია მესხი და ვასილ აბაშიძე.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის 6 ივლისს ვაჟა-ფშაველა ექიმებმა ივანე გომართელმა, სპირიდონ ვირსალაძემ, ვლადიმერ მახვილაძემ, შალვა მიქელაძემ და გრიგოლ მუხაძემ გასინჯეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის სტატიის „ქართველი ხელოვანი“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას ხუთმოქმედებიანი დრამის „მწირი-სარდალი“ IV ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძის მოთხრობა „აკაკის სული“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „მუმლი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვუკოლ ბერიძის „ორი მონადირე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „აღმოსავლეთის მუსიკა (ალ. ოგანეზაშვილი)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის ლექსი „დედა-შვილნი“, მიძღვანილი აჭარელი მაჰმადიანებისადმი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 30 ივნისს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის „თამარ ბატონიშვილი“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 28 ივნისს სახალხო სახლში ზაქარია გომელაურისა და ალექსანდრე შანშიაშვილის მიერ გამართული საღამოს შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ სიხარულიძის წერილი 13 ივნისს ხაშურის თეატრში გამართული წარმოდგენის „სიმახინჯე“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ თბილსის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს საზოგადოების თელავის განყოფილების თავადაზნაურობასთან შუამდგომლობის საბუთი გადაუგზავნია საადგილმამულო კომისიისთვის. შუამდგომლობა ეხებოდა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოსაწესრიგებლად თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემას. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გ. ქურდიანი და მდივანი ა. ყიფშიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ თბილსის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს საზოგადოების თელავის განყოფილების თავადაზნაურობასთან შუამდგომლობის საბუთი გადაუგზავნია საადგილმამულო კომისიისთვის. შუამდგომლობა ეხებოდა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოსაწესრიგებლად თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემას. საადგილმამულო კომისიის მიერ შედგენილი საქმიდან ირკვევა შემდეგი: თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობას ილია ჭავჭავაძის მამული შეუძენია 53499 მანეთად და 39 კაპიკად. ინჟინრების ქიქოძისა და ოგანეზოვის დასკვნის თანახმად, ილია ჭავჭავაძის მამულის მოსაწესრიგებლად საკმარისი იყო 300-დან 500 მანეთამდე. კონსტანტინე აფხაზსა და ელენე საგინაშვილს მამულის მოწესრიგების მიზნით შეუტანიათ თელავის განყოფილების სალაროში 400 მანეთი, „ახალ კლუბს“ კი ამავე მიზნით 400 მანეთი გადმოურიცხავს. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გ. ქურდიანი და მდივანი ა. ყიფშიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 4 ივლისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ იმ წლის 22 ივნისის სხდომაზე საადგილმამულო კომისიამ დაასკვნა შემდეგი: დაწესებულებების სუბსიდირება სკოლის შენობების ასაშენებლად და გასამართავად არ შედიოდა მის კომპეტენციაში, ამიტომ საზოგადოების თელავის განყოფილების თხოვნა, რომელიც ეხებოდა თელაველებისთვის თანხის გადაცემას ილია ჭავჭავაძის მამულში სკოლის ასაშენებლად, არ დაკმაყოფილდებოდა. რაც შეეხებოდა მამულისა და მის ტერიტორიაზე მდებარე წისქვილის მოწესრიგებას, ამისათვის შეიძლებოდა გარკვეული თანხის გამოყოფა, მხოლოდ იმის შემდგომ, რაც საადგილმამულო კომისიას გაეგზავნებოდა ცნობა, თუ რაში დაიხარჯა საზოგადოების სალაროში ადრე გადარიცხული 800 მანეთი. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გ. ქურდიანი და მდივანი ა. ყიფშიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ 1911 წლის 11 აპრილს საზოგადოების თელავის განყოფილებამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოსაწესრიგებლად თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემის თაობაზე. თელავის განყოფილების აზრით, 1800 მანეთი იყო საჭირო მამულის ტერიტორიაზე ქვის ღობის ასაგებად, 300 მანეთი − მამულში მდებარე სახლის შესაკეთებლად, ხოლო 3500 მანეთი − სკოლის შენობის ასაშენებლად და გასამართავად. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გ. ქურდიანი და მდივანი ა. ყიფშიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ აცნობა, რომ ილიას ყვარლის მამულისა და მის ტერიტორიაზე მდებარე წისქვილის მოსაწესრიგებლად თელავის განყოფილებას კომისია გარკვეულ თანხას მაშინ გამოუყოფდა, როცა გაეგზავნებოდა ცნობა, რაში დაიხარჯა საზოგადოების სალაროში ადრე გადარიცხული 800 მანეთი. წერილს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ქურდიანი და მდივანი ანეტა ყიფშიძე.