ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 ნოემბერს ქართულ თეატრში სამმოქმედებიან კომედიას „დავიდარაბასა“ და ერთმოქმედებიან ვოდევილს „ბარაქალა მასწავლებელს“ წარმოადგენდნენ მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელმა, ი. ა. ნაკაშიძემ და კ. აბაშიძე–გორლენკომ წმინდა სინოდს წარუდგინეს სიგელები და გუჯრები, რომლებიც მოწმობდნენ, რომ ათონის მთაზე მდებარე მონასტერი IX საუკუნის იყო, ქართველებს ეკუთვნოდა და ბერძნები ცდილობდნენ მისაკუთრებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილის ფელეტონის „ბიბლიოგრაფიული შენიშვნის“ III და IV ნაწილები.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობ ალექსანდრეს ძე მანვეტაშვილის ფსევდონიმი იყო ი. ალექსანდრიძე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „ბაჩანას საპასუხოდ“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე ბახტაძის (ხონელის) ფელეტონის „დოფინის სიკვდილი“ I ნაწილი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ოქტომბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ შვიდი წლის შემდეგ პირველად წარმოადგინა ბარბარე დავითის ასულის ჯორჯაძის კომედია „რას ვეძებდი და რა ვიპოვე!“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომ 16 ოქტომბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ თეატრში წარმოადგინა „შეშლილი“, რომელიც პირველად ოთხი წლის წინ დაიდგა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომ ბერძნები ყიდდნენ იერუსალიმში ქართველების მონასტრების მამულებს და შემოსავალსაც თავად იტოვებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომ იერუსალიმში ქართველების მონასტრების მამულებისთვის არა ბერძენ ბერ-მონაზვნებს, არამედ რუსეთის ქონების სამინისტროს უნდა ეხელმძღვანელა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელშიც აღნიშნავს, რომ ქართველების იერუსალიმში მდებარე მონასტრების მამულების გაყიდვიდან შემოსული თანხა რუსეთის სახელმწიფო ხაზინას უნდა ჩაებარებინა და მონასტრებისთვის მათი წილი შემოსავალი მიეცა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 მარტს ქართული დრამატული დასის არტისტ დავით მერაბის ძე გამყრელიძეს (აწყურელს) უნდა გაემართა კონცერტი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი პეტერბურგიდან საქართველოში წამოვიდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სხვადასხვა სასწავლებელში ბავშვების ადგილების რაოდენობა მცირე იყო, რის გამოც მოსწალეებმა სწავლა ვერ გააგრძელეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ თავად-აზნაურთა საზოგადოებამ დიდი ხნის წინ გამოყო თანხა სასწავლებლის გასახსნელად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, თავად-აზნაურთა საზოგადოების მინდობილობა გულისხმობდა, რომ ყველა მაზრას შეედგინა სახელდობრივი სია, ვის რამდენი თანხა ჰქონდა გამოყოფილი სასწავლებლების მოსაწყობად. მაზრებმა შეასრულეს მინდობილობის პირობები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ არ უნდა დაყოვნებულიყო სკოლების მოსაწყობად საჭირო თანხის შეგროვების საკითხი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ გუბერნიის მარშალთან წარდგენილი იყო მაზრების მიერ შედგენილი სია, თუ ვის რამდენი თანხა ჰქონდა გამოყოფილი სკოლების მოსაწყობად, თუმცა არავინ იცოდა რა ეტაპზე იყო სკოლებისთვის ფულის შეგროვების საქმე, რაზეც თავად ძალიან წუხდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, კერძო სკოლას უნდა შეესრულებინა განათლების სამინისტროს მოთხოვნა, მასწავლებლებისა და მოსწავლეების რაოდენობა სწავლა-განათლების მზრუნველს უნდა დაემტკიცებინა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, კერძო სკოლა ვალდებული იყო შეესრულებინა განათლების სამინისტროს მოთხოვნა, რომ სასწავლო წლის დასაწყისში გამოცდებს დასწრებოდნენ განათლების მზრუნველის მიერ დანიშნული დეპუტატები, მათ აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, კერძო სკოლა ვალდებული იყო შეესრულებინა განათლების სამინისტროს მოთხოვნა – ან ხუთი ათასი თუმანი, ან ნაღდი ფული, ან სახელმწიფოს თავდების ბილეთები წინასწარ შეეტანათ სახელმწიფო ბანკში იმის გარანტად, რომ სასწავლებელი საჭირო ხარჯების დაფარვას შეძლებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სკოლების გასახსნელად თანხის შეგროვების საკითხი ყველაზე აუცილებელი და საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. თავად-აზნაურთა გუბერნიის სამმართველოს სხვა საქმეები უნდა გადაედო და მხოლოდ ამ საკითხზე მიექცია ყურადღება, რათა მოსწავლეეები არ დარჩენილიყვნენ განათლების გარეშე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძის თარგმანი პოლ ბურჟეს რომანისა „ცოდვა სიყვარულისას“ ნაწილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროფესორმა დავით იესეს ძე ჩუბინაშვილმა ვენაში გამართულ ორიენტალისტების კრებაზე განაცხადა, რომ მცირე აზიაში ქართველების ცხოვრებას მოწმობდა ადგილობრივი წყლების, მთებისა და ადგილების ქართული სახელწოდებები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროფესორმა დავით იესეს ძე ჩუბინოვმა ვენაში გამართულ ორიენტალისტების კრებაზე განსახილველად წარადგინა თავისი ორი წერილი: I. „პონტის ერაზე, ანუ საიდამ იწყობა ქართულის ქორონიკონის წელთაღრიცხვა“ და II. „მცირე აზიაში რა ადგილებამდე სახლობდნენ ძველად ქართველები“.