ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50758

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატ ქრისტეფორე ამილახვარს საზოგადოების სასტიპენდიო ვალი 775 მანეთი ჰქონდა დარჩენილი, გრიგოლ ოქროპირიძეს – 650, ნინო ციციშვილს – 250, ალექსანდრე ციციშვილს – 600 მანეთი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიატ ილია ტოროშელიძეს საზოგადოების სასტიპენდიო ვალი 525 მანეთი ჰქონდა დარჩენილი, დავით ჩიქოვანს – 850.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აჯანყების შემდეგ პოლკოვნიკი დიმიტრი მუსხელიშვილი ბოლშევიკებმა დახვრიტეს.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1927 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე სსრკ უზენაესი სასამართლოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე იყო.

1924

ტიპი: ავტორობა

სარგის კაკაბაძე 1924 წელს დაბეჭდილ ნარკვევში „ეგრეთ წოდებული ბაგრატ კურაპალატის სამართლის შესახებ“ ნიკორწმინდის საეპისკოპოსოს დაარსების თარიღად 1548 წელს მიიჩნევს.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის პირველი იანვრიდან იაკობ ფანცხავა იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის წევრი.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1929 წლებში იაკობ ფანცხავა ასრულებდა თბილისის ფინსახკომის მოადგილის მოვალეობას.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს იაკობ ფანცხავა ხელახლა აირჩიეს ქუთაისის ქალაქისა და მაზრის საბჭოების წევრად.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს იაკობ ფანცხავა ხელახლა აირჩიეს ქუთაისის აღმასკომის წევრად.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლიდან იაკობ ფანცხავა მუშაობდა ქუთაისის აღმასკომის სხვადასხვა კომისიაში სააღმშენებლო, კომუნალურ მეურნეობათა და საფინანსო მიმართულებით.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს იაკობ ფანცხავა მუშაობდა კომისიაში, რომელმაც შეიმუშავა საადგილმამულო რეფორმის გატარების წესები ქალაქის ფარგლებში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლიდან იაკობ ფანცხავა ესწრებოდა ქუთაისის ქალაქისა და მაზრის საბჭოების პრეზიდიუმის სხდომებს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ავადმყოფობამ შეაფერხა ალექსი მირიანაშვილის ყოველგვარი საქმიანობა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 25 წლის გიორგი ბოჭორიშვილი დააპატიმრა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს გიორგი ბოჭორიშვილი სოფელ ალისუბანში ცხოვრობდა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს გიორგი ბოჭორიშვილი მასწავლებლად მუშაობდა სოფელ ალისუბანში.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 40 წლის სიმონ კაციტაძე დააპატიმრა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს შორაპნის მაზრაში დაპატიმრებული სიმონ კაციტაძე საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში გაგზავნა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს სიმონ კაციტაძე ცხოვრობდა ჭიათურაში.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, სიმონ კაციტაძე იყო სასულიერო წოდებიდან.