ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სახელმწიფო მზრუნველობის კომისრის ა. ი. ოგაჯანიანის პეტერბურგში გამგზავრების გამო მოვალეობის შემსრულებლად კომისრის ამხანაგი კორიუნ ალექსანდრეს ძე გაზაზიანი დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის კომისარმა ევგენი გეგეჭკორმა და სახელმწიფო მზრუნველობის კომისარმა ოგაჯანიანმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამხედრო ინჟინერი გენერალ-მაიორი სავიცკი გზათა სამინისტროს კომისრის ამხანაგის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარის ნაცვლად ხელი მოაწერეს აკაკი ჩხენკელმა და გზათა კომისარმა მელიქ ასლანოვმა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ეკატერინე გაბაშვილის „ალის“ ცალკე წიგნად გამოშვება გადაწყვიტა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს IV კლასის განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკი არტიომ კონსტანტინეს ძე ბოლდირევი. განცხადებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორმა და შინაგან საქმეთა კომისარმა აკაკი ჩხენკელმა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ავადმყოფობის გამო საგურამოს სკოლის მასწავლებლის, არისტოკლე რამინიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება გადაწყვიტა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით მუსტაფა ვექილოვი ბაქოს გუბერნიის კომისრის დამხმარედ დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერა შინაგან საქმეთა კომისარმა აკაკი ჩხენკელმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის კომისარიატის კანცელარიის საქმისმწარმოებელი ვიქტორ ვიქტორის ძე კლენევსკი გათავისუფლდა თანამდებობიდან თბილისის სამხარეო სასამართლოს წევრად დანიშვნის გამო. ბრძანებას ხელი მოაწერა შინაგან საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვაჭრობისა და წარმოების სამინისტროს კომისრის, მ. ჯაფაროვის ბრძანებით, თექის ქარხნის მესაკუთრე ალექსანდრე ზარგარიანცს უფლება მიეცა კავკასიაში შეეძინა 3000 ფუთი შალი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ყოველთვიურ ჟურნალ „ცისარტყელას“ N2-ში დაიბეჭდა შიო არაგვისპირელის მოთხრობა „გაბზარული გული“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქ. თბილისის სასკოლო კომისიამ ალექსანდრე ჟორჟოლიანი დანიშნა თავის რწმუნებულად ვაჟთა N4 გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მიხეილ თაქთაქიშვილის წერილი „სპეციალური სკოლა“, ნაწილი III.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა კრებას ურჩია, გამოეყენებინათ იგივე მეთოდები, რომლებითაც ბოლშევიკები რუსეთში ხელმძღვანელობდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა განაცხადა, რომ სოციალ-დემოკრატია გზას აცდა და მიწის საკითხი ეროვნულ-დემოკრატებისგან ისესხა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა აღნიშნა, რომ ეს კანონი გლეხკაცობას გააპროლეტარებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მიწის დეკრეტის შესახებ ნიკო ნიკოლაძემ ჰკითხა სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტს, თუ სად იყო აკრძალული მიწების ყიდვა-გაყიდვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ ნიკო ნიკოლაძემ სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტს ჰკითხა, წაკითხული ჰქონდა თუ არა გერმანიის მიწის კანონი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა კრებას ურჩია არ მიეღოთ ეს კანონი, რათა ვინმეს საშუალება არ მისცემოდა, ბოლშევიკური დროშის ქვეშ შებრძოლებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის შესახებ დეკრეტს, სოციალ-დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ უპასუხა სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტს და სოციალ-რევოლუციონერ ლეო შენგელაიას, რომ მთავრობის პოლიტიკა მიწის საკითხზე სწორი იყო და თუ ამას არ იზიარებდნენ მემარცხენე ოპოზიციონერები (ს.-ფ. და ს.-რ.), მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გზა იყო ბოლშევიზმისა და ანარქიისკენ, რასაც მთავრობა არ გაიზიარებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის შესახებ დეკრეტს, სოციალ-დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ საბჭოთა რუსეთში ბოლშევიკების მიერ გამოცემული მიწის სოციალური კანონი ქაღალდზე დაწერილი დარჩა და ვერ განხორციელდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 მარტს დაგეგმილი იყო ვლადიმერ აღნიაშვილის ქართული ხოროს კონცერტი იოსებ რატილის ლოტბარობით.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდო“, მე - 10 და მე - 11 თავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იონა მეუნარგია გრიგოლ ორბელიანის შესახებ ლექციებს ვეღარ წაიკითხავდა, თუმცა დიდი სურვილი ჰქონდა ცალკე წიგნად დაებეჭდა ორბელიანის ბიოგრაფიის შინაარსი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ყიფიანმა ფრანგულიდან ქართულად თარგმნა ენიდგარ ლანდრეს თხზულება „ღვინის კეთების ხელობა“, რომელიც ნაწილ-ნაწილ დაიბეჭდებოდა გაზეთ „მეურნეში“, შემდეგ კი ცალკე წიგნად გამოსცემდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა ყოველთვიური ჟურნალ „ცისარტყელას“ მეორე ნომერი, რომელშიც ს. აბაშელის, ვ. რუხაძის, იასამანის, გ. ქუჩიშვილის და ხ. ვარდოშვილის ლექსები გამოქვეყნდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მიწის დეკრეტის შესახებ სოციალ-დემოკრატმა კირილე ნინიძემ აღნიშნა, რომ ეთანხმებოდა ნიკო ნიკოლაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას მიწების ყიდვა-გაყიდვის აღდგენის თაობაზე.