ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46911

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „კაცია-ადამიანი?!“, მეორე გამოცემა. კარგ ქაღალდზე დაიბეჭდა 300 ეგზემპლარი, რომლის ფასი 60 კაპიკი იყო, ხოლო უბრალო ქაღალდზე 900 ეგზემპლარი, ფასი 40 კაპიკი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ განიხილეს მღვდელ სვიმონ ბეგიევის თხზულება „პოლემიკური საუბარი მღვდლისა ინგილო ეფენდისთან“, რომლის მთავარი გზავნილი მაჰმადიანებში ქრისტიანობის გავრცელებას წარმოადგენს, თუმცა რედაქციის აზრით ეს წიგნი ეკუთვნის იმ წიგნთა სიას, რომელიც ვერასდროს ვერ მიაღწევს თავის მიზანს და პირიქით ავნებენ მას.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილი“, რომელიც ილია წინამძღვრიშვილსა და ივანე პოლტორაცკს მიუძღვნა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გამოსალმება“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „სასოწარკვეთილება“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გამოფხიზლება“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის მოთხრობა „დედა მაია“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს პართენ გოთუა მუშაობდა სამეურნეო ბანკში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს იასონ ლორთქიფანიძე მუშაობდა ამიერკავკასიის ბანკში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კალანდაძე მუშაობდა სესიაშვილების ქარხანაში.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საჩხერის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გუჯეჯიანს საჩხერის რაიონის საველე შტაბმა 6 წელი კატორღა მიუსაჯა პარტიული პროპაგანდისათვის.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენციამ გამოიკვლია საჩხერეში საველე შტაბის მიერ ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის დაპატიმრებისა და გასამართლების საქმე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენციამ დეპეშა გაუგზავნა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას საჩხერეში საველე შტაბის მიერ ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის დაპატიმრების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენცია მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სთხოვდა, საჩხერის რაიონში საველე შტაბის მიერ უსაფუძვლოდ დაპატიმრებული ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის საქმის გამოკვლევა და დამნაშავეთა ვინაობის გამოძიება დავალებოდა სენატის საგანგებო რევიზიას.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი პავლეს ძე ერაძე იყო საქართველოს მომარაგების მინისტრი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს, 13 საათზე, აკაკი ჩხენკელი ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კოტე ყიფიანის პუბლიკაცია „თეატრი და მსახიობი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ია ეკალაძის პუბლიკაცია „წერილები გურიიდან“, რომელშიც ავტორი განიხილავს სკოლებისა და მასწავლებელთა პრობლემებს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ია ეკალაძე იყო მასწავლებელი ჩოხატაურში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კასრაძის პუბლიკაცია „ცისფერი მეკობრეები“, რომელიც ეძღვნება ცისფერყანწელთა მოღვაწეობას.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საჩხერეში დაპატიმრებულ ეროვნული-დემოკრატიული პარტიის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გუჯეჯიანთან ერთად დაპატიმრებული იყო მისი ორი თანაგუნდელი. უმიზეზოდ დააპატიმრეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ათი წევრი, მაგრამ დანარჩენები გაათავისუფლეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსი მაჩაბლიშვილი იყო თბილისის სასამართლო პალატის წევრი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ 7 იანვარს გაიმართებოდა ორმოქმედებიანი დრამა „პარიჟელი ბიჭები“ მარიამ საფაროვის პატივსაცემად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ საქართველო მზადაა ჩრდილოეთთან ჰუმანურ პრინციპებზე დაამყაროს ურთიერთობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ სურს საომარი კავშირი, რომელიც გამოიწვევს ხალხის მოსპობას, მატერიალური კეთილდღეობის განადგურებას, გაღატაკებას და გაამწვავებს ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი დენიკინთან დაკავშირებით ამბობს, რომ ბოლშევიკების წინააღმდეგ დენიკინთან შეკავშირებას ეწინააღმდეგება. საქართველო არ უნდა ჩაერიოს რუსეთის საკითხში; ასევე უარყოფითადაა განწყობილი ბოლშევიკთა წინადადებაზე, შეკავშირდნენ დენიკინის წინააღმდეგ, რადგან ეს იქნება ნეიტრალიტეტის დარღვევა და რუსეთის სამოქალაქო ომში ჩარევა, საქართველოს კი არ სურს არავისთან კონფლიქტები.