რეგისტრირებული ფაქტები51860
სორტირება თარიღი კლებადობით
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის ნოემბერში დაპატიმრებულმა ვლასა ბოხოხაძემ თბილისის ჩეკაში 32 დღის შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა და მოითხოვა კონკრეტული ბრალდების წაყენება და საცვლების მიღების ნებართვა. 4 დღის შემდეგ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. ხუთი კვირის შემდეგ კი ნება დართეს ამანათები მიეღო და ბნელი სარდაფიდან ნათელში გადაიყვანეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 15 ოქტომბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველოს თხოვნა მასწავლებლის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კავკავის სკოლაში სამუშაოდ წასვლა ელიოზ ხუციშვილისთვის ეთხოვა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 15 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველოს წარმომადგენლის, გიორგობიანის თხოვნა საზოგადოების ყველა გამოცემის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კავკავის სკოლისთვის 100 მანეთის წიგნები გაეგზავნა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 15 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.
1924
ტიპი: ავტორობა
1924 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურეს, გრიგოლ ბურჭულაძეს მისწერა, რომ რადგან საცხოვრებლად თბილისში გადმოდიოდა, თელავში კი მისი შემცვლელი არ ჰყავდათ, წიგნები ან უნდა გაეყიდა, ან თბილისში გაეგზავნა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 3 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს გორის მაზრის მცხოვრები, 22 წლის შალიკო მიხეილის ძე მუტაშვილი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 25 სექტემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 25 სექტემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის წინადადება, საზოგადოების წიგნის მაღაზიის საპატენტო გადასახადისაგან გასათავისუფლებლად აღეძრათ შუამდგომლობა ფინსახკომის რწმუნებულთან. გამგეობამ შუამდგომლობის აღძვრა პრეზიდიუმს დაავალა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 25 სექტემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გააკეთა მოხსენება საზოგადოების გასაყიდ ნივთებზე ფასის დაკლების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, ეს საქმე პრეზიდიუმისთვის მიენდო.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წლის 3 სექტემბერს დაკავებულ ივანე ბეგლარის ძე ღლონტს ჰყავდა: მეუღლე, ლეო – 30 წლის, დიასახლისი, შვილები: ტატიანა – 8 წლის, ბუბუნა – 6 წლის; სოსიკო – 4 წლის, მცხოვრებნი ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წლის 3 სექტემბერს დაკავებული ივანე ბეგლარის ძე ღლონტი იყო მენშევიკი, ცენტრალური კომიტეტის წევრი.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 3 სექტემბერს ივანე ბეგლარის ძე ღლონტი დააპატიმრეს ქალაქის (რომელი ქალაქის მითითებული არ არის) ბაზარში. პირადი საქმის მიხედვით, ის დახასიათებულია, როგორც მომზადებული პროპაგანდისტი და ბოლშევიზმის უკიდურესი მტერი. მას ბრალად დასდეს მენშევიკების გამოსვლებში მონაწილეობა.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლის 3 სექტემბერს დაკავებული ივანე ბეგლარის ძე ღლონტი მუშაობდა საფონდო მიწების გამგედ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 3 ოქტომბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჭიათურის საბჭოთა წიგნის მაღაზიის გამგის, გედევან ღამბაშიძის თხოვნა „Русское слово“-ს I ნაწილის, „აკიდოსა“ და ბოტანიკის სახელმძღვანელოს ნისიად დათმობის შესახებ. ღამბაშიძეს თავდებად უდგებოდა ადგილობრივი შრომის სკოლის დირექტორი იპოლიტე ვართაგავა. გამგეობამ დაადგინა, ღამბაშიძისთვის 180 მანეთის წიგნები მიეცა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს გორის მაზრის მცხოვრები, 46 წლის ალექსანდრე პარმენის ძე ბიბილური.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში ვანში ქედის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გერონტი ლუკას ძე ავალიანი გარდაიცვალა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს დუშეთის მაზრის მცხოვრები, 28 წლის გიორგი იოსების ძე კლიმიაშვილი.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით სიღნაღის მაზრაში დახვრიტეს 60 კაცი, მათ შორის 36 წლის ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს სიღნაღის მაზრის მცხოვრები, 40 წლის იოსებ ივანეს ძე ბოლღაშვილი.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს სიღნაღის მაზრის მცხოვრები, 35 წლის კოტე დავითის ძე ვაჩნაძე.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს სიღნაღის მაზრის მცხოვრები, 48 წლის ვლადიმერ ვახტანგის ძე თულაშვილი.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს სიღნაღის მაზრის მცხოვრები, 30 წლის ალექსანდრე იოსების ძე აბაშიძე.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს სიღნაღის მაზრის მცხოვრები, 24 წლის კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ვაჩნაძე.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს სიღნაღის მაზრის მცხოვრები, 60 წლის იასე კონსტანტინეს ძე ვაჩნაძე.