ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში თედო კიკვაძის სწავლის პერიოდში ახალგაზრდების მცირე ჯგუფი მისი რედაქტორობით ფარულად უშვებდა ხელნაწერ ჟურნალს „ლამპარი“. ამ ახალგაზრდებს შორის იყვნენ ფილიპე მახარაძე და ნოე ჟორდანია.

1887

ტიპი: სახელი

1887 წელს ფილიპე მახარძე წერილებს ფ. ჯვარელის ფსევდონიმით აქვეყნებდა.

1887

ტიპი: სახელი

1887 წელს ნოე ჟორდანია წერილებს წითე ფერაძის ფსევდონიმით აქვეყნებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს მესამე რაიონის ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობდა 52 კაცი, მათ შორის: ალექსანდრე პეტრეს ძე ანდრეევი, ა. მ. არღუთნსკი-დოლგორუკოვი, არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი, არშაკ სერგის ძე ბაბოვი, იგორ სერგის ძე ბაბოვი.

1878

ტიპი: განათლება

1878 წელს თევდორე კიკვაძე ოზურგეთის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში შევიდა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თევდორე კიკვაძემ წარჩინებით დაამთავრა ოზურგეთის ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებელი.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თევდორე კიკვაძე თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა.

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს თევდორე კიკვაძემ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868 წელს სოფელ მაკვანეთში დაიბადა თევდორე კიკვაძე.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს თევდორე კიკვაძე თბილისის სასულიერო სემინარიის მესამე კლასში სწავლობდა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წელს თედო კიკვაძის რედაქტორობით ფარულად გამოდიოდა მეტად კონსპირაციული ხელნაწერი ჟურნალი „ლამპარი“.

1887

ტიპი: სახელი

1887 წელს თედო კიკვაძეს ჰქონდა ფსევდონიმი „ხლაფორთაძე“.

1933

ტიპი: ავტორობა

1933-38 წლებში თევდორე კიკვაძემ დაწერა მოკლე ავტობიოგრაფია.

1877

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკია მარტვილის სასწავლებელში ქართულის მასწავლებელ პოლიევქტო კვიცარიძეს, რომელიც მას 1877-1884 წლებში ასწავლიდა, ახასიათებდა, როგორც უებრო პედაგოგს, ვინც მოსწავლეებს შეაყვარა სწავლის საგანიც და თავისი თავიც.

1939

ტიპი: ღონისძიება

1939-1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, სიმონ ქვარიანი არ იმყოფებოდა გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს სიმონ ქვარიანს ჰყავდა მამა, ალექსი ქვარიანი.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868 წელს სიმონ ქვარიანი დაიბადა ქუთაისში, ღარიბ ოჯახში.

1946

ტიპი: ღონისძიება

1946 წლამდე სიმონ ქვარიანი პენსიის სახით 400 მანეთს იღებდა ყოველთვიურად.

1930

ტიპი: ორგანიზაცია

1930-იან წლებში სიმონ ქვარიანი რაღაც დროით მწერალთა კავშირიდან იყო გარიცხული.

1940

ტიპი: ავტორობა

1940-იან წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში სიმონ ქვარიანი სინანულით აღნიშნავდა, რომ იგი მწერალთა კავშირიდან ისე გარიცხეს, თითქოს გასაბჭოების დროიდან არაფერი გაეკეთებინოს მხატვრულ ლიტერატურაში.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არ ჰქონდა სამეცნიერო ხარისხი თუ წოდება.

1956

ტიპი: ნასამართლეობა

1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არასდროს მოუხდია პარტიული სასჯელი.

1956

ტიპი: ორგანიზაცია

1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი იყო უპარტიო.

1938

ტიპი: ორგანიზაცია

სიმონ ქვარიანი 1938 წელს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირში შესვლამდე ირიცხებოდა ქართველ მწერალთა კავშირში.

1890

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს დაბადებული სიმონ ქვარიანი წერდა და აქვეყნებდა ნაწარმოებებს ქართულად.