ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წლიდან სიმონ ქვარიანი იყო პროზაიკოსი.

1868

ტიპი: სტატუსი

1868 წელს დაბადებული სიმონ ქვარიანი სოციალური მდგომარეობით იყო მომსახურე.

1868

ტიპი: სტატუსი

1868 წელს დაბადებული სიმონ ქვარიანი იყო აზნაური.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868 წელს დაბადებული სიმონ ქვარიანი ეროვნებით იყო ქართველი.

1890

ტიპი: სახელი

1890 წლიდან სალიტერატურო მოღვაწეობის დასრულებამდე სიმონ ქვარიანს არ გააჩნდა ლიტერატურული ფსევდონიმი.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წლიდან სიმონ ქვარიანი იყო მწერალი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-23 წლებში სიმონ ქვარიანი აქტიურად თანამშრომლობდა ბათუმის ქართულ-რუსულ გაზეთებთან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სიმონ ქვარიანი სოხუმში გადასახლდა, სადაც ორნახევარი წელიწადი დაჰყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს სიმონ ქვარიანი ფინანასთა სამინისტროში მდივნად მუშაობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს დაიბეჭდა სიმონ ქვარიანის ნაშრომის „ქართული ერის ისტორია“ პირველი ტომი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915-16 წლებში სიმონ ქვარიანმა გამოაქვეყნა ნაშრომი „ქართველი ერის ისტორია“.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს დაიბეჭდა სიმონ ქვარიანის მონოგრაფია „ქართული ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში“.

1910

ტიპი: ავტორობა

სიმონ ქვარიანის მიერ 1910 წელს დაწერილი მონოგრაფია „ქართული ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში“ გიორგი სააკაძის ეპოქას აღწერდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის მარტში სიმონ ქვარიანი ქუთაისის ქალაქის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს სიმონ ქვარიანმა დაწერა ისტორიული მონოგრაფია „ქართული ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში“.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს იოსებ ოცხელი იყო ქუთაისის გინმაზიის დირექტორი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს იოსებ ოცხელმა სიმონ ქვარიანი ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებლად მიიწვია.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს სიმონ ქვარიანი ქუთაისის გიმნაზიიის მასწავლებელი გახდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში სიმონ ქვარიანი უხვად აქვეყნებდა პუბლიცისტური და პოლიტიკური ხასიათის წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდიკაში.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანმა ჭიათურაში შექმნა წვრილ მრეწველთა ინტერესების დამცველი ძლიერი ოპოზიცია, რომელიც მსხვილ მრეწველთა მხრიდან ძარცვას დაუპირისპირდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ჭიათურის შავი ქვის სამრეწველოში მუშაობის დაწყებიდან ხამოკლე პერიოდში სიმონ ქვარიანი გაეცნო მარგანეცის მოპოვების ყველა ნიუანსს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანი ერთ-ერთმა მსხვილმა მრეწველმა ჭიათურის შავი ქვის სამრეწველოში სამუშაოდ მიიწვია.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანი ჭიათურაში შავი ქვის მრეწველობაში დასაქმდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანმა ამერიკულ ვაზთა დამყნობა უფასოდ შეასწავლა იმერელ გლეხებსა და საშუალო სკოლების მოსწავლეებს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანმა მონპელიედან გამოიწერა ამერიკულ ვაზთა ლერწები.