ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ანტონ ნიკოლოზის ძე ჭუმბურიძე სწავლობდა ბაქოს სკოლაში და მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა. მას შუამდგომლობდნენ კონსტანტინე ფოცხვერაშვილი და ივანე სარაჯიშვილი.

1915

ტიპი: განათლება

მიხეილ ზურაბის ძე ხერხეულიძემ დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოწმობა.

1915

ტიპი: განათლება

გიორგი პავლეს ძე ჯაკობიამ დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

ვლადიმერ დავითის ძე გუდიაშვილმა დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი და სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

ელენე ასლანიშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის ქალთა პირველი გიმნაზია და უმაღლეს საინჟინრო ხუროთმოძღვრების სასწავლებელში სწავლის დასაწყებად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დავით იასონის ძე ელიოზიშვილი იყო ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: ღონისძიება

პავლე იესეს ძე ინგოროყვამ გერმანიის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარი სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილების მეოთხე კურსზე.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე იყო მოსკოვის უნივერსიტეტის საისტორიო ნაწილის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ნიკოლოზ სერგეის ძე მესხი პეტერბურგის პოლიტექნიკური სასწავლებლის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე დავითის ძე მამულაშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო ნაწილის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

ალექსანდრე დიმიტრის ძე სოლოღაშვილმა დაამთავრა სიღნაღის სამკლასიანი სასწავლებელი და რომელიმე სასწავლებელში მეურნეობის შესასწავლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

მიხეილ დიმიტრის ძე საყვარელიძემ დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

ხატვის მასწავლებელმა ბარბარე იაგორის ასულმა ბაისოგოლოვამ თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ მან 1915 წელს გიმნაზიას სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც პეტროგრადში წავიდა ხელოვნების აკადემიაში გამოცდების ჩასაბარებლად და მოწმობის ასაღებად. იქ კი შეტყობინება მიიღო, რომ გიმნაზიამ სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება არ დაუკმაყოფილა, რის გამოც გამოცდების ჩაბარება შეწყვიტა. ბარბარე ბაისოგოლოვას გამოცდები 20 აგვისტოდან 20 დეკემბრამდე გრძელდებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ხუციშვილმა ელექტროტექნიკურ სასწავლებელში შესასვლელად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.