ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილი იყო პეტერბურგის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ახლად გადმოკეთებული რუსულ-ქართული ლექსიკონის ავტორი იყო დავით იესეს ძე ჩუბინოვი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის რეპერტუარში შედიოდა ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილის მიერ გადმოკეთებული ოსტოროვსკის კომედია „ღარიბი სარძლო“.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გარდაიცვალა ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვარი, რომელსაც დაკრძალავდნენ სოფელ კასპში 16 ნოემბერს, დილის 11 საათზე. პანაშვიდი გაიმართებოდა ყოველდღე, თერთმეტ და შვიდ საათზე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის რეპერტუარში შედიოდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის მიერ გადმოკეთებული ტურგენევის კომედია „სადილი მარშლისას“.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვრის მეუღლე იყო მარიამ დავითის ასული ამილახვარი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვარი იყო თავადი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი იყო ქართული ხოროს ხელმძღვანელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა ქართული ხოროს პირველი კონცერტი ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის ხელმძღვანელობითა და იოსებ ი. რატილის ლოტბარობით. კონცერტი 8-ის ნახევარზე დაიწყებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 ნოემბერს ბანკის (არწუნისეულ) თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარედგინა სამმოქმედებიანი დრამა-კომედია „შეშლილია“, რომელშიც მონაწილეობდა ბარბარე ანდრიას ასული ხერხეულიძე-ავალიშვილისა (ავალოვი).

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მსჯავრდებულის ნ. დიასამიძის ადვოკატი იყო კონსტანტინე ნიკოლოზის ძე რეიტერი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ნოემბერს დაბა ყვირილაში თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის, კალენიკე მესხისა და ქრისტინე დარახველიძის ორგანიზებით სტუდენტ ჯინორიძის დასახმარებლად გამართულ ჭიდაობაზე გამარჯვებულს 18 მანეთი გადასცეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ორმოქმედებიანი კომედია „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“ რაფიელ დავითის ძე ერისთავმა გადმოაკეთა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ნოემბერს დაბა ყვირილაში გაიმართა ჭიდაობა თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის, კალენიკე მესხისა და ქრისტინე დარახველიძის ორგანიზებით ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტის ჯინორიძის დასახმარებლად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძემ უმცროსი კლასებისთვის შეადგინა „ქართული ქრისტომატია“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ნოემბერს დაბა ყვირილაში თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის, კალენიკე მესხისა და ქრისტინე დარახველიძის ორგანიზებით სტუდენტ ჯინორიძის დასახმარებლად გამართული ჭიდაობიდან შემოსული თანხიდან 18 მანეთი გაუგზავნეს სტუდენტს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანმა და იოსებ რომანოზის ძე მრევლიშვილმა ყმაწვილების მოსამზადებლად პანსიონი და სასწავლებელი დააარსეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა წიგნი „ქართული ქრისტომატია“, რომლის ფასი 70 კაპიკი იყო. ვინც არანაკლებ ათ ეგზემპლარს პირდაპირ გამომცემლისაგან ნაღდი ფულით შეიძენდა, იგი 20%-იანი შეღავათით ისარგებლებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, უმაღლესი ბრძანების თანახმად ჯარისკაცები ჯარში უნდა გაეწვიათ ყოველ წელს 15 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე. ვადების შეცვლა მხოლოდ მთავარმართებელს შეეძლო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, უმაღლესი ბრძანების თანახმად ჯარში ყოფნის დროს სახელმწიფოს გადასახადისაგან თავისუფლდებოდა მხოლოდ ის მოქალაქე, რომელიც საკუთარი ნებით იყო წასული ჯარში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, უმაღლესი ბრძანების თანახმად სახელმწიფოს გადასახადისაგან თავისი ოჯახითურთ თავისუფალი იყო ის მოქალაქე, რომელიც ხელმეორედ იყო გაწვეული ჯარში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „თფილისის ფურცლის“ ცნობა, რომ ლორთქიფანიძემ ჩითახოვისაგან შეიძინა მიწა მუშტაიდის ბაღის გვერდით და სურდა დიდი ქვის შენობის აგება საერო თეატრისთვის.