ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა ალექსანდრე ნიჯარაძემ მოიწვია თავადაზნაურობის წარმომადგენლები, რათა ერთად გადაეწყვიტათ თუ როგორ დახმარებოდნენ გიმნაზიას პარალელური კლასების გაუქმების შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში გაეგრძელებინა სწავლება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 9 თებერვალს დანიშნულია ნატო გაბუნია-ცაგარლის ბენეფისი. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები „ქარაფშუტა“ და „ბაიყუში“.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლეჩხუმის ერთკლასიან სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა ვლადიმერ ჩაგანავა, რომელიც დიდი გულმოდგინებით ასრულებდა თავის მოვალეობას.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი ხევსურული სიმღერები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ბერსეციოს მოთხრობის „დიაბოლინა“ მეოთხე ნაწილის გაგრძელება.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის მეთერთმეტე წერილი „ქართული პალეოგრაფია“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ასათიანი და ნიკოლოზ ლაზარეს ძე ყაითმაზოვი იყვნენ კანდიდატები ქუთაისის ქალაქისთავის თანამდებობაზე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 9 თებერვალს გაიმართება სპექტაკლები „ქარაფშუტა“ და „ბაიყუში“. მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, კ. მაქსიმიძე, ხუციშვილი და სხვა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მომრიგებელ-მოსამართლე სიმონ როსტომის ძე წერეთელმა გადაწყვიტა ქართულ ენაზე გამოეცა ჟურნალი „საუბარი“. ნებართვის თხოვნით წერილი გაუგზავნა პეტერბურგში ბეჭდვის საქმეთა მთავარ სამმართველოს. ჟურნალის ღირებულება წელიწადში 5 მანეთი იქნებოდა და არ დაიბეჭდებოდა მხოლოდ პოლიტიკური სიახლეები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ივანე მაჩაბელმა თარგმნა შექსპირის ტრაგედია „ოტელო“, რომელიც ცალკე წიგნად გამოვიდოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით გენერალ-ადიუტანტ ლევან ივანეს ძე მელიქოვის სახელზე დააარსეს სტიპენდია.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სამთავისის სობორის მღვდელმა ესტატე მცხვეტაძემ გაზეთის მეშვეობით მადლობა გადაუხადა მორჩილ ექვთიმე ბაკურაძეს, რომელიც დაეხმარა ტაძრისთვის შემოწირულობის შეგროვებაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ აღნიაშვილისა და ლოტბარ იოსებ რატილის აზრით, ხოროში ერთ მომღერალს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, რის გამოც აღნიაშვილმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაში დახმარებოდა მას.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 7 თებერვალს თბილისის სამეურნეო საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ოცდაათი თუმნიდან, რომელიც ბაღოსნობის სკოლის ხარჯს გადარჩა 20 თუმანი მიეცათ მასწავლებელ ჯაფარიძესთვის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვალს გორში წარმოადგინეს ალექსანდრე ცაგარლის სამმოქმედებიანი კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და აკაკის ვოდევილი „ბუტიაობა“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზი“-ს ცნობით ეგზარქოსმა პალადიმ სამღვდელოებას მოუწოდა, რომ გასათვალისწინებელი მიზეზის გარეშე ნუ მოითხოვდნენ ერთი სამრევლოდან მეორე სამრევლოში გადაყვანას, რადგან მღვდელს სულ მცირე 5 წელი უნდა ემსახურა ერთ მრევლში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარქოს პალადის მიხეილ საბინინმა გაუგზავნა თანხა და სთხოვა დაეარსებინათ სასწავლებელი წმინდა ნინოს მონასტერთან, ქიზიყში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გენერალ-ლეიტენანტის ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკის განცხადებით თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრება გაიმართებოდა 20 მაისს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფრენკელის სტამბაში დაიბეჭდებოდა სოლომონ მესტიაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „ბუნების მოვლენანი“, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა წერილები ბუნებისმეტყველების შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ბერსეციოს მოთხრობა „დიაბოლინა“, მეხუთე ნაწილი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის მეთერთმეტე წერილის „ქართული პალეოგრაფია“, დასასრული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ კონფედერაციის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელი ვალერიან ჯუღელი ადრე საოლქო ცენტრების კრებებზე ნოე რამიშვილს მოღალატედ მიიჩნევდა საქართველოს ეროვნული საბჭოს პოპულარიზაციის გამო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ბერსეციოს მოთხრობის „დიაბოლინა“ მეექვსე ნაწილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 თებერვალს „ქართული დრამატული საზოგადოების“ დასი წარმოადგენდა დრამას „თამარ ბატონიშვილი“ ხუთ მოქმედებად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ კონსტანტინე ყიფიანი და ბარბარე ავალოვი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარმოედგინდა რაფიელ ერისთავის ერთმოქმედებიანი ოპერეტა „ბიძიასთან გამოხუმრება“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ბარბარე ავალოვი, მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ლეონიძისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ცაგარელი და სხვანი.