ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფაინერი იყო კლარნეტის მასწავლებელი ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ჩასაბერი ინსტრუმენტების კლასში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ა. ი. გროშევი იყო ჰობოის მასწავლებელი ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ჩასაბერი ინსტრუმენტების კლასში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის საოპერო სტუდიის კლასში მასწავლებლები იყვნენ: სამუელ ალექსანდრეს ძე სტოლერმანი; თეორიისა და კომპოზიციის კლასში – ილია (ილიკო) სოლომონის ძე აბაშიძე (ქართული განყოფილება), დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი (რუსული განყოფილება).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს, 23 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით ქართული კლუბის დარბაზში მივიდნენ დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი და დიდი ბრიტანეთის სამხედრო რწმუნებული მაიორი დეილისი და შეხვდნენ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრებს, კლუბის მამასახლისსა და მთელ შემადგენლობას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით ქართულ კლუბში დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპის შესახვედრად მივიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძე, იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე, მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეები, ექვთიმე თაყაიშვილი და ალექსანდრე ლომთათიძე, სახალხო გვარდიის სარდალი ვალერიან ჯუღელი, ქალაქის მოურავი ბენიამინ ჩხიკვიშვილი და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჭაში მდებარე სკოლების ხელმძღვანელები ქუთაისში მდებარე წიგნის მაღაზიის მეპატრონეებს ვარლამ ჭილაძესა და იოსებ მურადოვს სასწავლო ნივთებითა და წიგნებით დახმარებას სთხოვდნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ლი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გაზეთი „კავკაზი“ იუწყება, რომ ეკატერინე გაბაშვილს უარი მოუვიდა პეტერბურგიდან საყმაწვილო სურათებიანი ჟურნალის ქართულად ბეჭდვის თაობაზე, როგორც ვასილ რცხილაძესა და მ. ქართველიშვილს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში ბენიამინ ჩხიკვიშვილი ქალაქ თბილისის მოურავი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო სამუსულმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტისა და მეჯლისის თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძისგან.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მემედ-ბეგ აბაშიძე იყო სამუსულმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მეჯლისის თავმჯდომარე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო ბათუმის ქართველ მუსულმანთა და ქართველ ქრისტიანთა ეროვნული საბჭოსგან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს მთავრობის სასახლეში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა სომხეთის საზოგადო მოღვაწე და მწერალი ოვანეს თუმანიანი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ დაადგინა, რომ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მიერ განსაზღვრულ ზომამდე გაზრდილიყო დაწესებული სასინჯო გადასახადი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ დაადგინა, რომ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისთვის დაევალებინათ შემდეგი საკითხები: იმ მოხელეებს, რომლებიც 9 დეკემბრის დეკრეტის თანახმად შტატგარეშე დარჩებოდნენ, ნოემბერ-დეკემბრის ხელფასები მიეცათ ნოემბრამდე არსებული ნორმით; მოხელეთა სრული ლიკვიდაცია მომხდარიყო არაუგვიანეს 1920 წლის იანვრისა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ ბარნოვის ფელეტონი „თამარ მეფის სურათი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა უგო ოიეტის ნოველა „ქაჯი“, რომელიც იტალიურიდან თარგმნა ივანე ზურაბიშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ კომისიაში სასულიერო პირთაგან დაასახელა დეკანოზი, პროფესორი კორნელი კეკელიძე, დეკანოზი იასონ კაპანაძე და კალისტრატე ცინცაძე, რომლებიც კრებამ აირჩია.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 თებერვალს ბათუმში მაკრინე იოსების ასული ღლონტის დახმარებით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის სასარგებლოდ დაგეგმილი საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა და ელენე ანდრონიკაშვილისამ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ბათუმის სამოქალაქო სასწავლებლის პედაგოგი ევსევი ბაბილუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მოსწავლეებს სიმღერას უსასყიდლოდ ასწავლიდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 13 იანვარს თბილისში შავი ქვის მრეწველი ილარიონ დავითის ძე ბერიძე ხანმოკლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ დავითის ძე ბერიძის ძმა იყო გერასიმე ბერიძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ დავითის ძე ბერიძის ძმა იყო არისტო ბერიძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ დავითის ძე ბერიძის ძმა იყო სოლომონ ბერიძე.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 1-ლი მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის სტატია თუ როგორი იყო „ჩვენი საეკლესიოს სჯულმდებლობა-ძეგლის წერა“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე ნიკოლოზ ხუდადოვმა განაცხადა, რომ ავჭალის წყალი ბევრ მინერალს შეიცავდა, ამასთან არ არსებობდა საბუთი, რომლითაც ავჭალის წყლის უპირატესობას დაადასტურებდნენ.