ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50483

1915

ტიპი: სტატუსი

1915 წლის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობა იძულებული შეიქნა საგანგებო საპატიო პირები აერჩია, რომლებიც საწევროების ასაკრეფად ივლიდნენ სოფლებში, სახელდობრ: ტიბაანში – ალექსანდრე თათარაშვილი და ზურაბ ნაცვლიშვილი; ჯუგაანში – ილია შანშიაშვილი, რაჟდენ კიკილაშვილი, ფიფო ალადაშვილი, ილიკო მენთეშაშვილი; ქვემო მაჩხაანში – ვასილ ნადირაშვილი, სოლომონ კურცხალია, ეგნატე მენთეშაშვილი, ბოქაული შაქრო გურამიშვილი; ზემო მაჩხაანში – ბლაღოჩინი კირილე ღვთისავრიშვილი, ელენე ბოსტაშვილი, გიო ბოსტაშვილი, გიორგი ბერიაშვილი; მირზაანში – გიგო ლაპიაშვილი, ილია ალადაშვილი, შაქრო პოპიაშვილი, შაქრო სარალიძე. აღნიშნულ პირთაგან მხოლოდ ზ. ნაცვლიშვილმა და ალ. თათარაშვილმა შეძლეს დავალების შესრულება.

პირები
ზაქარია (შაქრო) გლახას ძე სარალიძე (სალარიძე) შაქრო პოპიაშვილი ილია სტეფანეს ძე ალადაშვილი გრიგოლ (გიგო) მალხაზის ძე ლაპიაშვილი გიორგი ბერიაშვილი გიო ბოსტაშვილი ელენე ალექსანდრეს ასული ბოსტაშვილი კირილე სვიმონის ძე ღვთისავრიშვილი (ღვთისავარიშვილი) ზაქარია (შაქრო) მიხეილის ძე გურამიშვილი ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილი სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალია ვასილ მიხეილის ძე ნადირაშვილი ილია იოსების ძე მენთეშაშვილი ფიფო გიორგის ძე ალადაშვილი რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი (კიკალაშვილი, კიკალეიშვილი) ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი ზურაბ ზაქარიას ძე ნაცვლიშვილი ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი
წყარო

1915

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის 1915 წლის გასავლის ნაწილში აღნიშნულია ეთნოგრაფიული საზოგადოებისთვის აკაკის ფონდში გადარიცხული 17 მან.,86 კაპ.(გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალში ისე გაჭირდა საწევროების გადახდის საქმე, რომ თავმჯდომარემ – მღვდელმა კონდრატე ნინიკაშვილმა და ხაზინადარმა სოლომონ კურცხალიამ თავად დაიარეს კარდაკარ ქვემო მაჩხაანი და ასე შეძლეს განყოფილების კუთვნილი ფულის შეგროვება.

1915

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის წარმოდგენა-სეირნობათა გასამართავად შექმნილმა კომისიამ მხოლოდ ერთი სალიტერატურო საღამო მოაწყო 1915 წლის 9 ივნისს აკაკი წერეთლის დაბადების დღის აღსანიშნავად (შემოსავალი – 17 მანეთი და 86 კაპიკი). განყოფილების ანგარიშის თანახმად, საომარი მდგომარეობით გამოწვეულ საზოგადო უხალისობას კომისიის მოთავეთა შორის უთანხმოებაც დაერთო და მეტი აღარც შეკრებილან (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ბოლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებას შესაძლებლობა მიეცა გახსნილი ყულაბებიდან ამოღებული თანხით ფილიალის სამივე ბიბლიოთეკა მოემარაგებინა საჭირო გაზეთებით (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების 62 ნამდვილი წევრის საწევრო შემოსავალმა 129 მანეთი შეადგინა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების შემოსავალ-გასავალი 320 მანეთს შეადგენდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილებამ 7 სხდომა გამართა, განიხილეს 20 საქმე. (საზოგადოებას ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე ხელმძღვანელობდა).

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილებას 42 წევრი ჰყავდა. ინახავდა ერთ ბიბლიოთეკას, შემოსავალი შეადგენდა 128 მანეთსა და 46 კაპიკს, გასავალი – 142 მანეთსა და 57 კაპიკს. (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე)

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) მიერ გამართულ ალილოზე 114 მანეთი და 45 კაპიკი შეგროვდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებამ (თავმჯდომარე ევსევი ლუკას ძე ავალიანი) 6 სხდომა ჩაატარა, გაირჩა 13 საქმე.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებას (თავმჯდომარე ევსევი ლუკას ძე ავალიანი) მფლობელობაში ერთი სამკითხველო და ერთი წიგნის მაღაზია ჰქონდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების (ხაზინადარი – ბიქტორ სპირიდონის ძე აბრამიძე) შემოსავალი 343 მანეთსა და 87 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 80 მანეთსა და 10 კაპიკს.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების შემოსავალი 1510 მანეთსა და 73 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 89 მანეთსა და 36 კაპიკს. განყოფილებამ წლის განმავლობაში ჩაატარა 21 სხდომა, გაირჩა 9 საქმე.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებას 100 წევრი ჰყავდა. განყოფილებასთან არსებობდა ბიბლიოთეკა, სადაც 30 ისტორიული, 80 ბელეტრისტულ-პუბლიცისტური, 10 ბიბლიოგრაფიული, 20 საბავშვო, 7 ხალხური ზეპირსიტყვიერების, 9 სამეცნიერო, 14 დრამატული ხასიათის და 8 სასკოლო სახელმძღვანელო წიგნი ინახებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 დეკემბერს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ წარმოადგინა ვალერიან გუნიას 4-მოქმედებიანი პიესა „და-ძმა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „კაი გრაკხი“ 481 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 234.17 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 დეკემბერს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ წარმოდგენა „ღალატი“ და ვალერიან გუნიას „დედის ერთა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 დეკემბერს ქართველ კულტურისმოყვარეთა საზოგადოების კრებაზე მიხეილ ხერხეულიძემ წაიკითხა მოხსენება „ქართველი ქალი და აკაკი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 დეკემბერს ფატი ხუნდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტროგრადის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლემ, ტერეზა მაჭავარიანმა მისწერა, რომ ფატი ხუნდაძემ 1916 წლის იანვარში დაგეგმილი სალიტერატურო დილისთვის თამარ იოსელიანს „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ თემის დაწერა დაავალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 დეკემბერს ფოთის თეატრში ნიკოლოზ შიუკაშვილის დრამა „მეგობრობა“ დადგეს.

1915

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1915 წლის 21 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ მოსკოვიდან წერილი მისწერა იაკობ ფხაკაძეს და ფულის გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა.