რეგისტრირებული ფაქტები47984
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გიორგი, რაფაელ, ივანე ნიკოლოზის ძე ყაზბეგს, ელენე ნიკოლოზის ასულ ყაზბეგს და ოლგა ნიკოლოზის ასულ ალექსეევ-მესხიევს დავალიანება ჰქონდათ 10 147 მანეთი და 30 კაპიკი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 6 აგვისტოს ჟურნალ „ივერიის“ ცნობით ლევან მელიქიშვილმა გახსნა მეხუთე არქეოლოგიური კრება.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წელს შემუშავდა წესდება თბილისის საზოგადო სამმართველოს შესახებ. ამ წესდების სისრულეში მოსაყვანად დაარსდა განსაკუთრებული კომისია. ამ კომისიის წევრი იყო ნიკოლოზ ჭავჭავაძე.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის გიმნაზიის უფროსმა მასწავლებელმა შოლკოვიჩმა გააგრძელა მუშაობა რუსეთის სასწავლებელში იგივე თანამდებობაზე.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ ქართული თეატრის მსახიობი კოტე მესხი, განსხვავებით სხვა მსახიობებისგან, ახალ როლებს განსხვავებულად და საინტერესოდ თამაშობდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით ქართული თეატრის მსახიობი ბაბო ხერხეულიძე იმდენად არაენერგიულად და სუსტად თამაშობდა სცენაზე, რომ ის ძლიერი დრამატული როლების თამაშს ვერ შეძლებდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 1-ელ სექტემბერს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა განხილვა ყრმათათვის საკითხავი წიგნის „გაზაფხული“, რომელიც ანთიმოზ ჯუღელმა გამოსცა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით ქართული თეატრის მსახიობმა ვლადიმერ მესხიშვილმა მის მიერ შესრულებული როლებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პუბლიკაზე.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ბორჩალოს მაზრაში, სოფელ სარაჩალოში მდებარე სახნავი, საძოვარი, საცხოვრებელი ადგილები, 2092 ოთხკუთხი საჟენი და 793 დესეტინა ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის დავალიანება ჰქონდა 15 472 მანეთი და 91 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რაფიელ დავითის ძე ერისთავს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თელავის მაზრაში, სოფელ ქისტაურში მდებარე სახნავი, საძოვარი, საბაღე ადგილები, ტყე, 180 ოთხკუთხი საჟენი და 1205 დესეტინა მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში რაფიელ დავითის ძე ერისთავს დავალიანება ჰქონდა 12 428 მანეთი და 7 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თონეთის მაზრაში, ჭავჭავაძეების მამულში მდებარე სახნავი ადგილები, 669 დესეტინა და 1912 ოთხკუთხი საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ილია, ნიკო და ლუარსაბ მერაბის ძე გედევანოვებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, ქვემო ნიჩბისსა და სასხორში მდებარე სახნავი, საბოსტნე ადგილები, 53 დესეტინა და 1555 ოთხკუთხი საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ილია, ნიკო და ლუარსაბ მერაბის ძე გედევანოვებს დავალიანება ჰქონდათ 3120 მანეთი და 17 კაპიკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოების გამგეობამ კრებაზე დაადგინა, რომ თელავის განყოფილების დირექტორ ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძეს გადასცემოდა 25 000 მანეთი, ორი როიალი და საჭირო ნოტები.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძე ქართული სამუსიკო საზოგადოების თელავის განყოფილების დირექტორი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 იანვარს, 18 საათზე, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომა იყო დანიშნული.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბარბარე გიორგის ასულ ბარათოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და თიანეთის მაზრაში, ახმეტის აგარაკის მახლობლად მდებარე სახნავი, საძოვარი ადგილები და 1400 დესეტინა ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ბარბარე გიორგის ასულ ბარათაშვილს (ბარათოვს) დავალიანება ჰქონდა 5169 მანეთი და 71 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბიძინა ოთარის ძე ჩოლოყაშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში, აგარაკ უჯარმის მახლობლად მდებარე სახნავი, საძოვარი ადგილები და 569 დესეტინა ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ბიძინა ოთარის ძე ჩოლოყაშვილს დავალიანება ჰქონდა 5169 მანეთი და 71 კაპიკი.