ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45939

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლიდან მოსე ჯანაშვილი დიმიტრი ბაქრაძის ასისტენტი იყო სიონთან არსებულ სიძველეთ-საცავში.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ არაერთ სტუდენტს ასწავლა ეტრატზე ნაწერ წიგნთა წაკითხვა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში არაერთი სტუდენტისთვის მიწოდებული სადისერტაციო მასალის შესახებ წერდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ მოსკოვის არქეოლგიური საზოგადოების დაკვეთით გადაწერა და წინასიტყვაობა დაურთო „ურბნისის სახარებას“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ მოსკოვის არქეოლოგიურმა საზოგადოებამ საიუბილეო გამოცემაში მოათავსა ჯანაშვილის ნაწერების მოკლე სია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე დიმიტრი ანუჩინმა მისწერა მოსე ჯანაშვილს წერილი საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად არჩევის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ვანის (თურქეთი) ურარტული ლურსმული წარწერების შესასწავლად თბილისში ჩამოსული კარლ ლემან-ჰაუპტი ექვსი თვის განმავლობაში მოსე ჯანაშვილთან ეცნობოდა ქართული გრამატიკის ფორმებს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ვანის (თურქეთი) ურარტული ლურსმული წარწერების შესახებ გამოცემულ პირველ ტომში პროფესორმა კარლ ლემან-ჰაუპტმა დიდი მადლობა გადაუხადა მოსე ჯანაშვილს ქართული ენის დასაბამი კანონების შესწავლის საქმეში გაწეული თავაზიანი დახმარებისათვის.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ კოლეგებთან ერთად შეადგინა ლექსიკონი „Полный Российско-Грузинский словарь“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ კოლეგებთან ერთად დაწერა ნაშრომი „О родстве грузинского языка индоевропейским“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 4 ივნისს სამეცნიერო აკადემიამ მოსე ჯანაშვილსა და მის კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომელიც ეხებოდა მათ ნაშრომს „Картвельский язык и его сравнительная грамматика“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ კოლეგებთან ერთად დაწერა გამოკვლევა „ვინ იყვნენ წანარნი“.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში არაერთ მეცნიერსა თუ მოღვაწესთან აქტიური კორესპონდენციის შესახებ წერდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ მეურნეობის, ისტორიის, მწერლობის, ენათმეცნიერების, ნუმიზმატიკის, ბიბლიოლოგიის, კრიტიკის, ბიბლიოგრაფიისა და ეთნოგრაფიის შესახებ წერს.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ სიონსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელნაწერთსაცავში არსებული წიგნების შესწავლასთან ერთად მას ევალებოდა მათი კაბადონ-ფურცლების რაოდენობის აღნიშვნა და შესწავლა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში მისი წიგნაკის „შოთა რუსთაველი“ გამოცემის შესახებ წერდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ სიონსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელნაწერთსაცავში არსებული წიგნების შესწავლასთან ერთად მას ევალებოდა სიგელ-გურჯებისა და სხვა ნივთების დანომვრა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში მისი ნაშრომის „Описание рукописей“ დაბეჭდვის შესახებ წერდა, რომელშიც შევიდა აღწერილობა სიონსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელნაწერთსაცავში არსებული ხელნაწერებისა №800-1400.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ მან აღწერა სიონსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელნაწერთსაცავში არსებული ხელნაწერები №1041-1600.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში „სიგელ-გუჯართა მოკლე აღწერის“ გამოქვეყნების შესახებ წერდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ ორჯერ გამოცემულ „აბდულმესიანს“ დართული აქვს მისი წინასიტყვაობა და განმარტებები.

1926

ტიპი: ავტორობა

მოსე ჯანაშვილმა აღწერა 1926 წელს სიონ-უნივერსიტეტის განყოფილებაში შემოსული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ხელნაწერები №1-4530.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მან დაწერა ნაშრომები: „მონგოლები საქართველოში“ და „ჰოთამა ბუდა და ეფთვიმე მთაწმინდელი“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ მისი „ნაშრომის“ ერთ-ერთ წიგნში დაბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის შეწირული „ქართლის ცხოვრების“ ნუსხის უცნობი მასალა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მან დაწერა ნაშრომი „მესხეთი“.