ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50135

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 20 მაისს მოსკოვის საქალაქო უნივერსიტეტის მსმენელმა, ექვთიმე დავითის ძე კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

ნიკო ადამია 1915 წლის 20 მაისს ტუაფსეში გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 20 მაისს ჰაჯიყაბულის თეატრში წარმოადგინეს ვალერიან გუნიას „ხორველობა“. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ივ. გაჩეჩილაძე, ივ. ჩხიკვაძე, ელიოზაშვილისა, კ. კორძაია, სულაბერიძე, ღვინიაშვილი და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 მაისს წარმოდგენების მმართველმა წრემ სახალხო სახლში კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით იოსებ გედევანიშვილის „მსხვერპლი“ და ვალერიან გუნიას „დედისერთა“ წარმოადგინა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ შიუკაშვილის წერილი „თეატრის აშენება“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო სიხარულიძის მოთხრობის „გამხდარი ვარ?“ III ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საყვარელიძის სტატია „კომპ. კ. ფოცხვერაშვილი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას პიესის „მწირი სარდალი“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ გორგაძის წერილი „კოტე მესხი როგორც მჭერმეტყველი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ბატკუაშვილის ლექსი „ტანჯვა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „დავიწყებული დღესასწაული (თბ. ქართველ ქალთა საზოგადოების მიმართ)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის სტატიის „ვაჟა-ფშაველას ბახტრიონი“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის თხზულება „ჩიქორთული“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ პავლეს ძე კინწურაშვილის ლექსი „ძველი რვეული“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 13 მაისს სახალხო სახლში წარმოდგენილი „ოტელოს“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ჭიჭინაძის, გიორგი თუმანიშვილის, აღალო თუთაევისა და ვასილ ბალანჩივაძის კოტე მესხისადმი მიძღვნილი სიტყვები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „სახალხო თეატრის ისტორია“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 11 მაისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით გამართული მეჯლისის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 10 მაისს სახალხო სახლში გამართული ლიტერატურულ-მუსიკალური წარმოდგენის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში ალიოზ შიხინოვის ხელმძღვანელობით კოტე მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილი წარმოდგენა გაიმართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ საღამოზე წარმოადგინეს კოტე მესხის „ბაგრატ IV” ვასილ აბაშიძის, ანეტა ქიქოძის, იუზა ზარდალიშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ კოტე მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი ძმა დავით მესხი სიტყვით გამოვიდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ საღამოზე წარმოადგინეს კოტე მესხის „რუსთაველი“ ნინო ჩხეიძის, ვალერიან გუნიას და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 16 მაისს ქაშვეთის ეკლესიაში კოტე მესხის გარდაცვალების წლისთავზე მისთვის პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 16 მაისს სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა „ტაინი სოვეტნიკის სიზმარი“ ნიკოლოზ გოცირიძის, მიხეილ ჭიაურელის, კოტე ხახანაშვილის და სხვ. მონაწილეობით.