რეგისტრირებული ფაქტები47990
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე დრამატული კომიტეტის მოგებიდან მსახიობების, მოლარისა და მოკარნახის ჰონორარისთვის 682.50 მანეთი გამოყვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე მოწვეულ მსახიობთა ჰონორარისთვის დრამატული კომიტეტის მოგებიდან 459.10 მანეთი გამოყვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ნიკო მასხარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, პ. თავართქილაძემ სასკოლო ფონდს 1.50 მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს გრიგოლ ქებაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს აპოლონ ჩაჩავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე შალვა გოგოლაშვილს დახმარების სახით 20 მანეთი გადასცეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს სიო ჭანტურიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს გრიგოლ ქებაძემ და ალექსი ალხაზიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიში განიხილეს და გამგეობის წევრებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს გერვასი ელეფთერის ძე ბარათაშვილი შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის ანგარიშის თანახმად, 1914 წელს იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი სასწავლო წიგნების საწყობის გამგედ აირჩიეს (გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი; ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, იაკობ მენთეშაშვილი).
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი საქველმოქმედო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915-1917 წლებში აბიბო გიორგის ძე ბოჭორიშვილი ზედა შავრას იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები იყვნენ ქვემო მაჩხაანელები: ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილი, მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი, სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალია, ივლიტა მიხეილის ასული მენთეშაშვილი, ოლღა მალხაზის ასული ნატროშვილი, ზაქარია მიხეილის ძე გურამიშვილი, ალექსანდრა მიხეილის ასული მჭედლიშვილი, გიგო ნასყიდას ძე ბერძნიშვილი და სხვ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები ჯუგაანიდან იყვნენ: ელენე ილიას ასული შანშიაშვილი, ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი, აბრამ ილიას ძე მატიაშვილი, ხარიტონ მიხეილის ძე კიკალაშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკალაშვილი და ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები ქვემო მაჩხაანიდან იყვნენ: ვასილ მიხეილის ძე ნადირაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მიხეილ წყალობას ძე ჯანყარაშვილი, მოსე ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, ვასილ ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი, რაჟდენ ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, ზაქარია ილიას ძე ფაშალიშვილი, ნიკო ნოდარის ძე კორაშვილი და სხვ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს რეჟისორი იუზა ზარდალიშვილი ბაქოს დრამატული საზოგადოების დასში მიიწვიეს.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წელს ბაქოს დრამატულ წრეში რამდენიმე წარმოდგენის გამართვის შემდეგ ვალერიან შალიკაშვილი ჭლექით დაავადდა და დასს ჩამოშორდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ბაქოს დრამატულმა წრემ რეჟისორი ვალერიან შალიკაშვილი მიიწვია და მისი მონაწილეობით რამდენიმე წარმოდგენა გამართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა რამდენიმე საერო-სასულიერო კონცერტი გამართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ სილოვან ხუნდაძის თაოსნობით წიგნების გასავრცელებლად რაჭა-ლეჩხუმისა და შორაპნის მაზრებში დააარსა 20-მდე აგენტურა, ასეთივე აგენტურებს აწყობდა გურიასა და ოდიშში.