ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50135

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, აჭარასა და ყარსის ოლქში მცხოვრები ომის დროს დაზარალებული მაჰმადიანი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გამართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 21 აპრილს განჯაში უნდა წარმოედგინათ „ხანუმა“ ვასილ აბაშიძის, ვალერიან გუნიას, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ნიკოლოზ გოცირიძისა და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 21 აპრილს სახალხო სახლში თბილისის ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ბარის ოთხმოქმედებიანი პიესა „ნაპოლეონ და ჟოზეფინა“ ალექსანდრე იმედაშვილის, ტასო აბაშიძის, მიხეილ ჭიაურელის, მიხეილ სარაულის, პლატონ კორიშელის, ანა შოთაძის, ანა ქიქოძის, სუზანა ბეჟანიშვილის და ა. შ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 21 აპრილს თელავის საკრებულო დარბაზში მსახიობ ალექსანდრე შანშიაშვილის მონაწილეობით ლიტერატურული საღამო გაიმართა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 19 აპრილს ქაშვეთის ეკლესიაში ნიკოლოზ ლომოურის საზელზე პანაშვიდი გადაიხადეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატიის „როგორ ცხოვრობდა აკაკი“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 15 აპრილს გამართული წარმოდგენის „ოიდიპოს მეფე“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სვიმონ ფაშალიშვილის ლექსები: „ალისფერი ვარდი“, „მესაუბრები“, „წვიმს“ და „რასა მპირდება?..“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 აპრილს საბურთალოს თეატრში წარმოადგინეს „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ ნიკოლოზ გოცირიძისა და გიორგი იორდანიშვილის მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძის მოთხრობის „მხატვარი ვანო“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილი „შავი წიგნი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 12 აპრილს ავლაბრის სახალხო თეატრში გამართული წარმოდგენის „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის წერილი 11 აპრილს ნაძალადევის თეატრში გამართული წარმოდგენის „შურისძიება“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 12 აპრილს ბარბარე ხოსიტაშვილის ხელმძღვანელობით გამართული ღონისძიების შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნებულ წერილში ზაქარია ჭიჭინაძემ წიგნებით მოვაჭრე იასონ კერესელიძეს ვალის დაბრუნება სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 აპრილს ახალ კლუბში იოსებ მჭედლიშვილის პოემის,„ანგელოზთა აჯანყების“ შესახებ ლექციები წაიკითხეს დავით კასრაძემ, სერგი დადიანმა და სამსონ გორგაძემ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 აპრილს ბაქოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დრამატულმა სექციამ წარმოადგინა ოთხმოქმედებიანი დრამა „მამულ-დედული“, რომელშიც მონაწილეობდნენ ნინო ჩხეიძე, ელო ანდრონიკაშვილი, შალვა დადიანი, შალვა ხონელი, მ. მატარაძე, ანტონ ჭუმბურიძე, ე. მ. წულუკიძისა, მარიამ ნაკაშიძე, ჭრელაშვილი და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 აპრილს სურამში გამართულ აკაკის საღამოზე კონსტანტინე გაგუამ წაიკითხა ლექცია აკაკის პოეზიის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 აპრილს პედსაბჭომ მონაწილეობა მიიღო თბილისის გიმნაზიის ყოფილი გამგის, ნინო ლომოურის დაკრძალვაში, პეტრე მირიანაშვილი და სეით იაშვილი გორში გაგზავნეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური 1915 წლის 17 აპრილს გორში გარდაიცვალა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ბარბარე ზაზანაშვილი ნავთლუღში ასწავლიდა ხელსაქმეს და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს იღებდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე თავმჯდომარის, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის ინიციატივით პატივი მიაგეს საზოგადოების საპატიო წევრის, აკაკი როსტომის ძე წერეთლის, ნამდვილი წევრების – ნიკოლოზ ერისთავისა და ევგენი ქობულაშვილის, დეპუტატ ვარლამ გელოვანის ხსოვნას.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს მარიამ ჯარიაშვილი ნავთლუღში მუშაობდა მასწავლებლად და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს იღებდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1915 წლის 4 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, იაკობ გოგებაშვილის ნაანდერძევის (17 009 მან. და 78 კაპიკი) 90% მიმდინარე წლის ხარჯებისათვის გამოეყენებინა, ხოლო 10% გადაედო სათადარიგოდ. თანხების გახარჯვას, ანდერძის თანახმად, მას შემდეგ დაიწყებდნენ, როცა დაიდგმებოდა ძეგლი იაკობის საფლავზე და გამოიცემოდა მისი წიგნები ქართულ და რუსულ ენებზე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 აპრილს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება გახსნა საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.