ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკს შემოსავლის 1,5%-ით ყოველწლიურად უნდა დაეფარა ბანკის მართვა-გამგეობის ხარჯი, რაც შეადგენდა 35 000 მანეთს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის შემოსავალი – 1,5% იყო უმთავრესი წყარო ბანკის წმინდა მოგებისა, რომლის გარეშეც იგი თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის შემოსავალს – 1,5%-ს უნდა დაეფარა ყველანაირი ზარალი და ხარჯი, რაც კი არსებობდა საბანკო საქმეში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნვდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკს ჯამში გაცემული ჰქონდა 5 159 779 მანეთი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკში კრედიტის გასაიაფებლად შეეძლოთ შემოსავალისთვის – 1,5%-თვის მხოლოდ 0,5% დაეკლოთ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ყოველწლიური შემოსავალი შეადგენდა 77 396 მანეთს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ყოველწლიური შემოსავლიდან – 77 396 მანეთიდან 30 996 მანეთი შემოდიოდა სოფლის მამულების სესხებიდან, ხოლო 46 400 მანეთი – ქალაქის სესხებიდან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ყოველწლიური შემოსავალი 77 396 მანეთი არ იყო საკმარისი 35 000 მანეთის ხარჯი დაეფარა, სათავადაზნაურო სკოლა შეენახა, რისთვისაც 22 000 მანეთი იყო საჭირო და თან ყოველწლიური ზარალისთვისაც გადაენახათ თანხა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი ილია ჭავჭავაძეს მიმართავდა, საკუთრების საქმეების მოსაგვარებლად გაეთვალისწინებინა საკუთარი გამოცდილება და ბანკის მეპატრონეების რჩევა-მოსაზრებები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თუკი ვინმეს სურდა ამავე გაზეთის შეკვეთა უნდა მიემართათ: თბილისში – რედაქციისთვის, ახალი ბებუთოვის ქუჩაზე და შავერდოვის სააგენტოში გოლოვინის გამზირზე, ქუთაისში – ვარლამ ივანეს ძე ჭილაძისთვის, ხონში – ნესტორ წერეთლისთვის, ბათუმში – მ. ნათაძისთვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ მეათე თავი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით ნიკოლოზ გოგოლის პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე აკაკი წერეთელმა წაიკითხა ლექსი, რომელმაც დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა სამმოქმედებიან კომედიას „ბედნიერ დღეს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ პოლკოვნიკ ივანე (იაშა) სოლომონის ძე ყანჩელის ოჯახი: შვილები მარიამ ყანჩელი-ციციშვილისა, დარია ყანჩელი-გამყრელიძისა, მისი მეუღლე დავით გამყრელიძე, ნათესავები, ივანე დავითის ძე თაქთაქიშვილი, ანა ნიკოლოზის ასული თაქთაქიშვილისა და მათი შვილები, კარპოს და სოლომონ იუწყებოდნენ, რომ პანაშვიდები გაიმართებოდა 18 იანვარს, 12.30 საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა ხელთუბნის სკოლას დროებით თავისი სახლი დაუთმო. სოფლის საზოგადოება სკოლისთვის შენობის მშენებლობას მალე დაიწყებდა, მათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვეს დახმარება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა ხელთუბნის სკოლას შესწირა 25 სხვადასხვა საკითხავი წიგნი, რისთვისაც მას მადლობას უხდიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 20 მარტს იონა მეუნარგია გამართავდა საჯარო ლექციას პოეტ გრიგოლ ორბელიანის ცხოვრებისა და ნაწარმოებების შესახებ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს შუშის ბოთლში ჩადებული ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მიერ დაბეჭდილი წესდება ნიკო ცხვედაძის თაოსნობით თბილისის გიმნაზიის საძირკველში ჩააყოლეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თბილისის პროგიმნაზიის პედაგოგ ჯვარიშეიშვილს კოლეგიის მდივნის წოდება უბოძეს.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სახადით გარდაიცვალა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ზესტაფონის კომიტეტის წევრი, დამსახურებული სახალხო მასწავლებელი სიმონ ორჯონიკიძე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „საყურადღებო“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა გარდაცვლილი სახალხო მასწავლებლის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, სიმონ ორჯონიკიძის სახელი ეწოდებინათ იმ სასწავლებლისთვის, სადაც 15 წელი ასწავლიდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 სექტემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასი წარმოადგენდა ივანე გიორგის ძე მაჩაბლის მიერ იტალიურიდან ნათარგმნ პიესას „როგორც ჰქუხს, ისე არა წვიმსს“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების დასს შეუერთდა მსახიობი კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვახტანგ გორგასლის კანონების ხელნაწერი, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირეს, სასურველი იყო განეხილა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს, რათა აღმოეჩინა რით განსხვავდებოდა იგი სხვა მსგავსი ხელნაწერებისაგან.