ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე გაზეთ „იურიდიჩესკოე ობოზრენიეში“ კანონებს ბეჭდავდა რუსულად და შენიშვნებს ურთავდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ქადაგიძე, რომელმაც განაცხადა, რომ თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამამდე სკოლაში ნორმალურად არასდროს ტარდება მეცადინეობა, ამ მხარეში არ არსებობს თანამედროვე კულტურის ნასახიც და საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს მასო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქადაგიძე მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს, 12 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო თათბირში მონაწილეობდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ფატალი ხან ხოისკი და სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის ბრძანებით 1920 წლის 20 იანვრიდან დახურეს გაზეთი „გოლოს რაბოჩაგო“ მის N 2-ში მოთავსებული წერილის გამო „ქართული დამოუკიდებლობის აღიარების გამო“, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უარყოფითი აზრი იყო გამოთქმული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კასრაძემ შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო უცხოელთათვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კასრაძის „ქართული ენის სახელმძღვანელო უცხოელთათვის“ განათლების სამინისტროს გადაეცა განსახილველად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის თავმჯდომარეობით გაიხსნა საქართველოს რესპუბლიკის საერობო გამგეობათა საადგილმამულო განყოფილებების გამგეობის ყრილობა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრის (ყოფილი იუსტიციის მინისტრის), ევგენი გეგეჭკორის პატივსაცემად სასამართლო უწყების მოხელეები ბანკეტს მართავდნენ ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს იუსტიციის მოქმედი მინისტრი რაჟდენ არსენიძე მიიწვიეს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი გეგეჭკორის პატივსაცემად სასამართლო უწყების მოხელეთა მიერ გამართულ სადილზე ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს თბილისის კონსერვატორიის დარბაზში იმართებოდა ი. ფიშბერგის კონცერტი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ი. ფიშბერგი იყო მუსიკოსი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომაზე მოწვეულ მწერლებსა და კრიტიკოსებს დაევალათ 15 თებერვლისთვის იუბილარის შესახებ მოხსენებებისა და წერილების მომზადება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, იუბილე გამართულიყო 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 თებერვალს გამართულ დავით კლდიაშვილის საიუბილეო დღისთვის გამოვიდოდა საიუბილეო წიგნი, რომელშიც ავტობიოგრაფიასთან ერთად თავმოყრილი იქნებოდა წერილები მის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში დავით კლდიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს ქართულ კლუბში გაიმართა დრამატული საზოგადოების წევრთა კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს პავლე დავითის ძე საყვარელიძე, ხოლო მდივნად – არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე მაჭავარიანი დრამატული საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს დრამატული საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ივანე მაჭავარიანმა წევრთა კრებას აუწყა, რომ სარევიზიო კომისია იძულებული იყო მოეწვია საზოგადო კრება, რადგან გამგეობას სამი წლის განმავლობაში არ მოუწვევია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს დრამატული საზოგადოების წევრთა კრებამ მოქმედი წესდების შესაცვლელად აირჩია საგანგებო კომისია, რომლის წევრები იყვნენ: გიორგი ლასხიშვილი, შალვა დადიანი და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ფელეტონი „სალამი“.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ მესტიაშვილმა ალექსანდროვის სამოსწავლო ინსტიტუტი დაამთავრა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მემედ-ბეგ აბაშიძე მაჰმადიან და ქრისტიან ქართველთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე დავითის ძე თაქთაქიშვილი კარპოს და სოლომონ თაქთაქიშვილების მამა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანა ნიკოლოზის ასული თაქთაქიშვილისა კარპოს და სოლომონ თაქთაქიშვილების დედა იყო.