ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთი „Rheinischer Kurier“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი ვისბადენსა და ჰამბურგში დიდხანს ცხოვრობდა თავის დედასთან, დასთან, უმცროს ძმასთან და აღმზრდელთან ერთად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთი „Rheinischer Kurier“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს ვისბადენსა და ჰამბურგში აღმზრდელად ფრანგი ქალი ჰყავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონის მოსწავლეების რიცხვი სულ 51-ს შეადგენდა, საიდანაც 20-ს სათავადაზნაურო საზოგადოება სრულად აფინანსებდა, 13-ს – ნაწილობრივ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონის 51 მოსწავლიდან 18 მოსწავლე საკუთარი ხარჯით სწავლობდა და იხდიდა სწავლის საფასურს ოც-ოც თუმანს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონის მოსწავლეები, რომლებიც თავადაზნაურობის საზოგადოების ხარჯზე სწავლობდნენ იხდიდნენ მხოლოდ 10-10 თუმანს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს მაისის დასასრულსა და სექტემბრის დასაწყისში მეოთხე განყოფილებიდან საზოგადოების სრულ ხარჯზე მყოფი 8 მოსწავლე და ნახევარ-ხარჯზე მყოფი – 5 გავიდა გამოცდაზე პირველ კლასში გადასასვლელად. მათ გამოცდა ვერ ჩააბარეს და წესისამებრ შეუწყდათ დაფინანსება, რის შემდეგაც პანსიონში 13 მოსწავლის ადგილი გათავისუფლდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, სათავადაზნაურო საზოგადოების ზოგიერთი წევრი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ პანსიონში უმეტესად იზრდებოდნენ იმ მაზრის თავადაზნაურთა შვილები, რომლებიც რკინიგზასთან ახლოს ცხოვრობდნენ და უფრო მცირერიცხოვანი იყო ქალაქიდან მოშორებით მცხოვრები მოსწავლეები, მაგალითად სიღნაღის ან თელავის თავადაზნაურების შვილები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გამგე-კომიტეტის გადაწყვეტილებით პანსიონში მოსწავლეების ვაკანსია განაწილდა იმ მაზრების მიხედვით, რომლებსაც ბანკის დაარსებაში ჰქონდა წვლილი შეტანილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გამგე-კომიტეტმა სიღნაღის მაზრას უფლება მისცა 5 მოსწავლე შემოეყვანათ პანსიონში სასწავლებლად. აქედან, 3 თავადაზნაურთა საზოგადოების სრულ ხარჯზე, 2 კი – ნახევარ ხარჯზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გამგე-კომიტეტმა თელავის მაზრას უფლება მისცა 3 მოსწავლე შემოეყვანათ პანსიონში სასწავლებლად. აქედან, 2 თავადაზნაურთა საზოგადოების სრულ ხარჯზე, 1 კი – ნახევარ ხარჯზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გამგე-კომიტეტმა გორის მაზრას უფლება მისცა 3 მოსწავლე შემოეყვანათ პანსიონში სასწავლებლად. აქედან, 2 თავადაზნაურთა საზოგადოების სრულ ხარჯზე, 1 კი – ნახევარ ხარჯზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გამგე-კომიტეტმა დუშეთის მაზრას უფლება მისცა 2 მოსწავლე შემოეყვანათ პანსიონში სასწავლებლად. აქედან, 1 თავადაზნაურთა საზოგადოების სრულ ხარჯზე, 1 კი – ნახევარ ხარჯზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გამგე-კომიტეტმა თბილისის მაზრას უფლება მისცა 2 მოსწავლე შემოეყვანათ პანსიონში სასწავლებლად. აქედან, 1 თავადაზნაურთა საზოგადოების სრულ ხარჯზე, 1 კი – ნახევარ ხარჯზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ ამავე სკოლის არსებობის უმთავრესი წყარო იყო სათავადაზნაურო ბანკი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასული წლის 1-ლ სექტემბრამდე სკოლაში სწავლების მსურველი 149 მოსწავლის განცხადება შევიდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს სკოლის კომიტეტის მიერ შერჩეული 75 მოსწავლიდან, რომლებსაც კენჭისყრის გავლის შემდეგ უნდა ესწავლათ სათავადაზნაურო საზოგადოების სრულ ხარჯზე, 7 იყო სიღნაღის მაზრიდან, 8 – თელავის, 16 – თბილისისა და დუშეთის, 4 – გორის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ კომიტეტმა გასულ წლის 3 სექტემბერს შერჩეულ 95 მოსწავლეს კენჭი უყარა და პანსიონში სასწავლებლად მხოლოდ ისინი მიიღო, ვინც კენჭისყრის შედეგად შეირჩა. თელავის მაზრიდან ერთმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა გამოცდა შესაფერის კლასში მოსახვედრად და მის ნაცვლად პანსიონში ღარიბი მოსწავლე მიიღეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს სკოლაში სწავლების 149 მსურველიდან 20 ითხოვდა სათავადაზნაურო საზოგადოების ნახევარ ხარჯზე სწავლას, ხოლო 129 კი – სრულ ხარჯზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს სკოლაში სათავადაზნაურო საზოგადოების სრულ ხარჯზე სწავლების 129 მსურველიდან 13 მოსწავლე იყო სიღნაღის მაზრიდან, თელავიდან – 13, დუშეთიდან და თბილისიდან ერთად – 27, გორიდან კი – 76.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს სკოლის კომიტეტის მიერ მიღებული 95 მოსწავლიდან 20 ისწავლიდა სათავადაზნაურო საზოგადოების ნახევარ ხარჯზე, ხოლო 75 – სრულ ხარჯზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს სკოლაში სწავლების 149 მსურველიდან კომიტეტმა მშობლების მდგომარეობის გამორკვევისა და მოსწავლეების დოკუმენტების განხილვის საფუძველზე გადაწყვიტა 95 მოსწავლის მიღება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი ახსოვდათ არამხოლოდ ჰაიდელბერგის მცხოვრებლებს, არამედ ვისბადენისა და ჰამბურგის მკვიდრებსაც.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ პანსიონში სასწავლებლად 10-10 თუმანს გადაიხდიდა 20 კენჭისყრის გარეშე შერჩეული მოსწავლე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ კომიტეტის მიერ შერჩეულ ყველა მოსწავლეს თავადაზნაურობის წოდება ჰქონდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ პანსიონში საკუთარი ხარჯებით სწავლა მოითხოვა 6-მა მოსწავლემ და ყველანი კენჭისყრის გარეშე მიიღეს.