ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50191

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ხაშურის დრამატული დასის გამგეობამ დაადგინა, აკაკი წერეთლის დასაფლავების შემდეგ გაემართათ მისი ლიტერატურული საღამო და შემოსავალი აკაკის სახელობის ფონდისთვის გადაეცათ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ხაშურის დრამატული დასის გამგეობამ აკაკი წერეთლის დასაფლავებაზე დასის წარმომადგენლად ინჟინერი კონსტანტინე ძნელაძე და ნიკო სიხარულიძე აირჩია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ბეგლარ ახოსპირელმა და იოსებ ჟივიძემ დაბეჭდეს სურათი „საქართველოს მნათობნი“, რომელზეც შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი იყვნენ გამოსახული.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში სინემატოგრაფით გადაიღეს აკაკი წერეთლის ცხედრის საჩხერიდან გადმოსვენება და დაკრძალვის ცერემონია.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის თებერვალში ვაჟა-ფშაველა გაციებული იყო, ამიტომ აკაკი წერეთლის დაკრძალვას ვერ დაესწრო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ქუთაისის ბანკმა აკაკი წერეთლის ფონდს პოეტის ძეგლისთვის 1000 მანეთი შესწირა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში კულტურის მოყვარულთა საზოგადოებას აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი სხდომა უნდა გაემართა, რომელზეც მოხსენებებს წაიკითხავდნენ კიტა აბაშიძე, ევგენი გეგეჭკორი, ივანე გომართელი, ალექსანდრე ჭიჭინაძე და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ანასტასია კაპანაძისამ ქუთაისის ეთნოგრაფიული საზოგადოებისთვის მოაგროვა ძველი ხელნაწერები, ფული, სამკაულები, მოქარგული სამოსი, საცერული, ჭურჭელი და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ერთაწმინდაში ანეტა კაპანაძისამ მიაკვლია „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერს და ქუთაისის ეთნოგრაფიული საზოგადოებისთვის შეიძინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ანასტასია კაპანაძისამ აკაკი წერეთლის სახელობის ფონდისთვის გადასაცემად შეაგროვა 20-ზე მეტი ხალხური ზღაპარი, „ეთერიანი“, „ვეფხისტყაოსანი“, ლექსთა კრებულები და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში ვარდენ გიორგის ძე ყიფიანმა აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი „ცრემლს ვერ გკადრებ“ ცალკე ფურცელზე გამოსცა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში სომხურ ჟურნალებში „ტარაზი“ და „აგბიური“ აკაკი წერეთლის ფოტოები და წერილები დაიბეჭდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში იუზა ზარდალიშვილმა და ანა შოთაძემ ხაშურში გასტროლები დაიწყეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ალექსანდრე შანშიაშვილმა გაზეთ „საქართველოს“ გამოცემის უფლება მიიღო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ისაკ გიორგის ძე ალხანაშვილმა ნუკრიანის პირველ დაწყებით სკოლას თავისი ხარჯით მთელი წლით, გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში კაპიტონ გოგოლაძისა და შალვა შარაშიძის ხელმძღვანელობით გამოვიდა იუმორისტული ჟურნალი „ახალი მათრახი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას რომანი „მოლიპულ გზაზე“ ვახტანგ ვაჩნაძემ პიესად გადააკეთა და რეჟისორ მიხეილ ქორელს გადასცა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლიდან ქუთაისში გამოვიდა გაზეთი „სამშობლო“, რომლის რედაქტორი იყო იაკობ ცინცაძე.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის თებერვალში ევგენი დავითის ძე ქობულაშვილი სახადით დაავადდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში დაიბეჭდა გალუსტ შიხიანის მიერ შედგენილი კრებული „აკაკის დასაფლავება, აკაკი დამესიზმრა და აკაკის ლექსები“.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებამ საქველმოქმედო საღამოს მოწყობა გადაწყვიტა. საღამოს შემოსავლის ნაწილი წითელ ჯვარს, ნაწილი კი განყოფილების მიზნებს მოხმარდებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებამ აკაკის დაკრძალვაზე სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბლისა და მიხეილ ივანეს ძე ფარცვანიძის გაგზავნა გადაწყვიტა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 იანვარს სახალხო სახლში გიორგი ჯაბაურის სალიტერატურო დილა გაიმართა, რომელზეც ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ წაიკითხეს როლებში.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 იანვარს ხაშურის საზოგადოებამ ახლომახლო სოფლების მოსახლეობასთან ერთად აკაკი წერეთლის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. ლოცვის დაწყებამდე მღვდელმა პეტრე კაპანაძემ სიტყვა წარმოთქვა, შემდეგ აკაკის ფონდის სასარგებლოდ თანხა შეაგროვეს.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 28 იანვარს ანა (ოლღა) ილიას ასულმა სოლოღაშვილმა თბილისის ქალთა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა.