ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს იოსებ დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ვასილ ხუჭუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის ხაზინადარი იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს გრიგოლ ქებაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ვასილ ხუჭუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის ხაზინადარი იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს კლემენტი თოფურიძე და ივანე თურქია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ლეონტი გოცირიძე და დავით თედეშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ამბერკი ელიავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ჩხაიძემ ზემო აკეთში სკოლა და სამკითხველო დააარსა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 22 ოქტომბერს არისტო კალანდარიშვილმა ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანის პანაშვიდი გადაიხადა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 თებერვალს მეთოდე კაკაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობისა და სკოლის წლიური ანგარიში მთავარ გამგეობას გაუგზავნა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში 154 წევრი იყო. იმ წელს 55 ახალი წევრი მიიღეს. ფაქტი ხელმოწერით მეთოდე კაკაბაძემ დაადასტურა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 22 ოქტომბერს ტრიფონ კალანდარიშვილმა ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანის დაკრძალვაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 18 აგვისტოს ზაქარია ჩხიკვაძემ პეტრე კარბელაშვილის მიერ შესრულებული „ღმერთო, ღმერთო“ ნოტებზე ჩაწერა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში 209 წევრი იყო. საწევრო გადასახადი სულ 499 მანეთს შეადგენდა. ფაქტი ხელმოწერით მეთოდე კაკაბაძემ დაადასტურა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 მარტს მეთოდე კაკაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ბაქოს განყოფილების გამგეობის 1916 წლის ანგარიში, წევრთა სია და კრების ოქმი გაუგზავნა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში 66 წევრი მიიღეს, 27 წევრი კი გამოაკლდა. ფაქტი ხელმოწერით მეთოდე კაკაბაძემ დაადასტურა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში 248 წევრი იყო. საწევრო გადასახადი მთლიანად 280 მანეთს შეადგენდა. ფაქტი ხელმოწერით მეთოდე კაკაბაძემ დაადასტურა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 2 მარტს მეთოდე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის საქმისმწარმოებელი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 27 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა, ბაქოს, თელავის, სიღნაღის, კავკავისა და სოხუმის განყოფილებათა სკოლებიდან ომში გაწვეული მასწავლებლებისთვის სამუშაო შეენარჩუნებინათ. მასწავლებლები ჯამაგირის 50 პროცენტს უწყვეტად მიიღებდნენ. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 22 ოქტომბერს რუსეთიდან ჩამოასვენეს ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანი ახალ სენაკში დაკრძალეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 სექტემბერს გიორგი ლასხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ მოხსენება გააკეთა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს გრიგოლ ქებაძემ და ალექსი ალხაზიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიში განიხილეს და გამგეობის წევრებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ზაქარია ჩხიკვაძის წერილი დაიბეჭდა.