ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს ემელიანე ივანეს ძე ცაგარეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრობა დატოვა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ გველესიანმა ახალი საკოოპერაციო ორგანოს, შრომის კავშირის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 11 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის სტატია „არა ღირს, მაგრამ მაინც...“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ლ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის სალაროში 55.78 მანეთი იყო. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, პ. თავართქილაძემ სასკოლო ფონდს 1.50 მანეთი შესწირა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ნიკო მასხარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში გამართულ წარმოდგენაზე ქუთაისის ბავშვთა მზრუნველი საზოგადოების სასარგებლოდ ს. ე. ტერტეროვმა 3 მანეთი შესწირა, ს. ე. მაჩაბლისამ – 2 მან.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „კაი გრაკხი“ 481 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 234.17 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე მოწვეულ მსახიობთა ჰონორარისთვის დრამატული კომიტეტის მოგებიდან 459.10 მანეთი გამოყვეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს სტეფანე ძიმისტარაშვილი წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 10 ნოემბერს წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელში გაკვეთილის მსვლელობისად ქართული ენის მასწავლებელი სტეფანე ძიმისტარაშვილი გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე დრამატული კომიტეტის მოგებიდან მსახიობების, მოლარისა და მოკარნახის ჰონორარისთვის 682.50 მანეთი გამოყვეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ეკატერინე ბესარიონის ასული მოსიძისა ქუთაისის ბავშვთა სამზრუნველო საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ დრამატული კომიტეტის ბიუჯეტიდან 56.01 მანეთი ისესხა. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა კომიტეტმა გამართა სპექტაკლები „ზღვასთან“ და „ვაი, ყობოს“, რომელთაც 368 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 465.64 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „პატარა კახი“ 365 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 155.26 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ჯაჯუ ჯორჯიკიას პიესის „ახალი ღმერთის“ ნაწილი გამოქვეყნდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ნესტორ ეგნატეს ძე კიკალიშვილმა ივანე სიმონის ძე შარაშიძის ხსოვნის პატივსაცემად სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს ლუბა სანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრობა დატოვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 14 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „ხანუმა“ 151 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 93.39 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ვალერიან შალიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების მხრიდან ავანსად მიღებული 100 მანეთი უკან დააბრუნა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ვალერიან შალიკაშვილის სასარგებლოდ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას 8.95 მანეთი შესწირეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 2 ნოემბერს თბილისის კლუბში არმენ ტიგრანის ძე ტიგრანიანის კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობას ივანე სარაჯიშვილი და ვიქტორ ვილშაუც იღებდნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ქუთაისში გაზეთ „Каспий“-ის გამოწერა ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში შეიძლებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „ძალა აღმართსა ხნავს“ 341 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 152.45 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.