რეგისტრირებული ფაქტები47990
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის კრებაზე განიხილეს 1916 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც შემოსავალი – 14620.28 მანეთი იქნებოდა, გასავალი — 14620.28 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ნოემბერს აკაკი წერეთელი ხონში აპირებდა წასვლას ივანე შარაშიძის დასაფლავებაზე დასასწრებად.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის ნოემბერში ჟურნალისტ ლევან ივანეს ძე ყიფიანს თბილისის საოლქო სასამართლომ 25 მანეთი ჯარიმა ან 5 დღით დატუსაღება მიუსაჯა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ვალერიან შალიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტს ავანსის სახით მიღებული 100 მანეთი უკან დაუბრუნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს კუხის მეაბრეშუმეთა პირველი ამხანაგობის მეთაური ნესტორ წერეთელი იოსებ კაკაბაძის დახმარებით თავიანთი წარმოებული აბრეშუმის ექსპორტირებას ცდილობდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ერმალოზ კიწმარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრობა დატოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჭიათურაში ნესტორ კიკალეიშვილის თაოსნობით ივანე შარაშიძის პანაშვიდი გადაიხადეს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ოფთალმოლოგი და თერაპევტი ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანი ნავასარდიანის კერძო კლინიკაში მუშაობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 1916 წელს ბაქოს განყოფილება ომისაგან გამოწვეული სიძვირის გამო სკოლის მასწავლებელთა დასახმარებლად 400 მანეთს გამოყოფდა, სკოლის მსახურთათვის კი — 120 მანეთს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 1916 წელს ბაქოს განყოფილება მთავარი გამგეობისთვის 954.68 მანეთს გამოყოფდა, ქართული წარმოდგენების მოსაწყობად კი — 1000 მანეთს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 1916 წელს ბაქოს განყოფილება მასწავლებელთა ჯამაგირისთვის 3420 მანეთს გაიღებდა, სკოლისთვის საჭირო ავეჯის შეძესაძენად კი — 1000 მანეთს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 1916 წელს ბაქოს განყოფილება ქონების დაზღვევისა და სატელეფონო ხარჯისთვისაც ას-ას მანეთს გაიღებდა, მოულოდნელი ხარჯისთვის კი — 500 მანეთს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს სერგო ღოღაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებას ქონების დაზღვევისთვის გაღებული ჰქონდა 97.84 მანეთი, ქართული წარმოდგენების მოსაწყობად — 740, მოულოდნელი ხარჯისთვის კი — 1182.44 მანეთი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ლეონტი გოცირიძე და დავით თედეშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს კლემენტი თოფურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებას გამგეობის შენობის შესანახად გაცემული ჰქონდა 870.75 მანეთი, ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების დასაკაზმად — 122.45 მან., საკანცელარიო ნივთების შესაძენად — 201.53, სასკოლო თვალსაჩინოებათა შესაძენად კი — 9.31 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ სამტრედიის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ეკატერინე გაბაშვილს ილია ჭავჭავაძის საღამოში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1916 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაში საწევრო გადასახადის სახით 300 მანეთი შეიტანეს, სასკოლო ფონდში — 500, ქართული საღამოების მოსაწყობად — 9300 მანეთი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებას მასწავლებელთა ჯამაგირისთვის გაღებული ჰქონდა 3420 მანეთი, გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად — 66.82 მან., მსახურთა ჯამაგირისთვის კი — 567.50 მანეთი.