ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბრის დასაწყისში ვალერიან გუნია თეატრის საქმეების გამო თბილისში ჩამოვიდა და 14 სექტემბერს ქუთაისში გაემგზავრა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის სექტემბერში ექიმი ივანე გომართელი თბილისში დაბრუნდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის სექტემბერში ექიმი ივანე გომართელი პაციენტებს იღებდა ანასტასიევის ქ. №8-ში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის სექტემბერში გიორგი კონსტანტინეს ძე ერისთავმა შექმნა ალექსანდრე შანშიაშვილის „ივერიკოსა“ და შალვა შარაშიძის „ავგაროზის“ ილუსტრაციები.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის სექტემბერში სანდრო შანშიაშვილის ფილოსოფიური წერილები გაზეთ „ხმა კახეთისაში“ იბეჭდებოდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ექიმმა ნიკოლოზ მელიქიშვილმა ომიანობისგან დაზარალებულთა კომიტეტს თავის კლინიკაში დაჭრილებისთვის 3 საწოლი გამოყო და კიდევ 15 საწოლის გამოყოფას დაჰპირდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში თბილისის საადგილმამულო ბანკის დამაფასებელი კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჩერქეზიშვილმა დრამატული საზოგადოების გამგეობას ქართული თეატრის აღსადგენად 200 მანეთი გადასცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ექიმმა ვახტანგ მუსხელიშვილმა 25 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ექიმმა ნიკოლოზ მელიქიშვილმა 100 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას გრიგოლ დიასამიძემ 100 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ივანე პურადაშვილმა და ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილმა 25-25 მანეთი შესწირეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ევგენი გეგეჭკორმა 25 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას მარიამ საფაროვამ 3 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში თბილისის საადგილმამულო ბანკის დამაფასებელი კომისიის წევრებმა ივანე დავითის ძე ავალიშვილმა და ზაქარია ზაალის ძე მაჭავარიანმა ქართული თეატრის აღსადგენად დრამატული საზოგადოების გამგეობას 100-100 მანეთი გადასცეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში რომან ბებიაშვილმა ქართული თეატრის გადაწვის შესახებ თავის წერილებში აღებული თანხა, 11 მანეთი, თეატრის ასაშენებელ ფონდს შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში დრამატული საზოგადოების გამგეობას ქართული თეატრის აღსადგენად თბილისის საადგილმამულო ბანკის დამაფასებელი კომისიის წევრებმა – ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავმა, სერგო ნიკოლოზის ძე ყაზახიშვილმა, კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილმა, ივანე პაატას ძე მგალობლიშვილმა, ლევან ანტონის ძე ფურცელაძემ და სვიმონ ვასილის ძე ყიფიანმა – 150-150 მანეთი გადასცეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას მიხეილ ლიმაროვმა 2 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის სექტემბერში პარმენ ჭანიშვილი ჭიათურის საბჭომ მასწავლებლად მიიწვია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მესამე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კატალოგების მოწესრიგების შემდეგ წიგნსაცავი შეემოწმებინათ. ოქმს ხელს აწერენ თაბმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მესამე სხდომაზე თავმჯდომარის, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის წინადადება განიხილეს, რომ თეიმურაზის „სარკე თქმულთას“ ნაცვლად XVI საუკუნის ხელნაწერი „იოსებ ზილიხანიანი“ დაებეჭდათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 31 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას თხზულება „რკალები“ (მოწყვეტილი ხმალი).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 31 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მნაცაკან ველისციხელის ლექსი „ქალო საწყალო...“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 31 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილის სტატიის „ჩვენი თეატრი გადასაკეთებელია“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 31 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „ქართ. დრ. საზ.გამგეობისა და დასის შეკრების 1-ელი დღე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 31 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსადრე მირიანაშვილის სტატიის „ლადო აღნიაშვილი“ II ნაწილი.