ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე ს. ბოდაევმა საქმისმწარმოებელ მიხეილ ხელაევის უარის შემდეგ თავად შეადგინა ახალი განჩინება, რომლის თანახმად სასწავლებლის სახლების გასამართად სასულიერო პირებს თანხის შეწირვა აღარ ევალებოდათ.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 6 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი მოსკოველი მეგობრისადმი. ავტორი აღნიშნავს, რომ კოლეგიის რეგისტრატორ დავით გრიგოლის ძე ერისთავთან უნახავს ძველი საბუთი, ქსნის ერისთავებს რომ ეკუთვნოდა, რომლის მიხედვითაც ოსეთის მიწები ქსნის ერისთავებისთვის გადაუციათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 1-ელ სექტემბერს გენერალ ლორის მელიქოვს მუხტარ ფაშას ადგილმდებარეობის თვალთვალის დროს მცირე შეტაკება მოსვლია ოსმალებთან, რომლის დროს ჩვენი ერთი ჯარისკაცი მოუკლავთ და 23 დაუჭრიათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ჭიჩოელის სტატია „დიდოელების არეულობა და კახეთი“.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის პირველი დეკემბრის „სახალხო საქმის“ მიხედვით ეკატერინე და ანასტასია იაკობის ასული ნიკოლაძეები იყვნენ დები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ივანე ციციშვილის წერილი „სომეხ ლტოლვილთა კოლონიზაცია“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „თბილისის გაქართულება“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „თავდადებული მამულიშვილნი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ილია ჭყონიას წერილი „საინგილოს გასაჭირი“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს გიორგი ვეშაპელმა პარლამენტში ჯარზე კამათის დროს წარმოთქვა სიტყვა ირაკლი წერეთლის საპასუხოდ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „სიტყვა ირაკლი წერეთლის საპასუხო“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ჯიხაიშში სკოლის მასწავლებელი ს. შენგელია იმის მაგიერ, რომ მოსწავლეებისა და მათი მამებისთვის საჭირო წიგნების ყიდვა გაეადვილებინა 6 შაურიან წიგნებში 13 შაურს ახდევინებდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ჯიხაიშში სკოლის მასწავლებელი ს. შენგელია მოსწავლეებს ბამბის დამპალი ძაფით მაგიდის ან სკამის ფეხზე აბამდა და თუ ძაფი გაწყდებოდა შემდეგ ლობიოს ან სიმინდის მარცვლებზე აჩოქებდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ზავის პერსპექტივები“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ოქტომბერში მიხეილ მაჩაბელი სიტყვით გამოვიდა მიწის საკითხის შესახებ ეროვნული საბჭოს სხდომაზე პარლამენტში მთავრობის დეკლარაციის განხილვისას. ამ სიტყვას ინტერესი ჰქონდა იმ ახალი რეფორმების გამო, რომელსაც მიწათმოქედების სამინისტრო ამზადებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძე ბერლინიდან თბილისში დაბრუნდა და საგანგებო მოხსენებით წარუდგა საქართველოს პარლამენტს გერმანიასთან დადებულ ეკონომიკურ ხელშეკრულებათა შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 1-ლი ოქტომბრიდან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას წარუდგა ქუთაისის ქართველ ებრაელთა დეპუტაცია და განუცხადა, რომ ისინი ქართველებად მიიჩნევენ თავს და ამის გამო თავის წარმომადგენელს არ ირჩევენ საბჭოში, ვინაიდან სრულ ნდობას უცხადებენ საბჭოს ქართველ წევრებს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ჭიჩოელის სტატია, რომ ასახოელებთან დაპირისპირების შემდეგ გიორგი ჯორჯაძემ ლეკებს ჩამოართვა 4600 სული ცხვარი, რომლებიც მათ კახელებს მოპარეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „ჯეჯილის“ რედაქტორის ანასტასია წერეთლის მოხსენება: ის საზოგადოებას გამოსაცემად უთმობდა გ. წერეთლის თხზულებებს – „ჩვენი ძველი გმირები“ და „ლომკაცი“. გამგეობის გადაწყვეტილებით საკითხის მოგვარება წიგნების გამომცემელ სექციას მიენდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მაღაზიისა და კანცელარიის მომსახურეთა თხოვნა ანაზღაურების 50%-ით გაზრდის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით თითოეულ მომსახურეს უნდა მომატებოდა თვეში 150 მანეთი. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა თხოვნა, რომ საზოგადოების ყველა გამოცემა მხოლოდ ამ კავშირის ბიუროსთვის გაეგზავნათ. აღნიშნული კავშირი აპირებდა საზოგადოების გამოცემების მონოპოლიას. გამგეობამ საკითხის გადაწყვეტა საზოგადო კრების დაუკითხავად არ ისურვა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილმა საზოგადოებას წარმოუდგინა 105 სხვადასხვა წიგნის სია, რომელსაც ის საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმს სწირავდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით უნდა შემოწმებულიყო მაღაზიის ქონება და წიგნთა საწყობები. შემოწმება შიო დედაბრიშვილს მიენდო. ის ჰონორარის სახით დღეში 15 მანეთს მიიღებდა.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წელს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა გაყიდული 600 დღიური საღალე მამულისა შეიძინა 200 დღიური სახნავი მიწა, მიუმატა 100 დღიური მიწა, რომელიც მის კარმიდამოს ესაზღვრებოდა სოფელ სატივეში და დაიწყო მაღალი კულტურების (მარცვლეული, ხეხილი და სხვ,) მეურნეობა. მან გაახარა ნამყენი ვენახი, ევროპული ხეხილი, შავი მოცხარი, ხორბალი, დადგა ძრავიანი წისქვილი. მეურნეობას დიდი შემოსავალი მოჰქონდა.