ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ ივნისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სიო ჭანტურიშვილი, აპოლონ ჩაჩავა და გრიგოლ ქებაძე სარევიზიო კომისიის კანდიდატებად აირჩიეს.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის პირველ ივნისს თამარ დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების საპატიო წევრად აირჩიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ კრებაზე მეთოდე კაკაბაძემ და ვლადიმერ ახობაძემ ქართულ სკოლაში სწავლების ახლებური სტილის შემუშავებაზე უარი განაცხადეს. ამ საკითხის შესწავლა გამგეობას დაევალა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ კრებაზე სვიმონ კვიტაშვილმა და ილია აგლაძემ ბაქოელი ქართველებისთვის კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამგეობამ წარმოდგენათა სისტემატურად მოსაწყობად ბიუჯეტიდან საჭირო თანხა გამოყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის პირველ ივნისს ვასილ ქოჩიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ კრებაზე ლევან მამულაიშვილმა და ილია აგლაძემ ქართულ სკოლაში სწავლების ახლებური სტილის შემუშავება მოითხოვეს. მათი თქმით, სკოლა კურსდამთავრებულებს გიმნაზიასა და რეალურ სასწავლებელში მოსახვედრად ცუდად ამზადებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში ალაგირის ქართული სცენისმოყვარეთა წრის წევრებმა ნატალია ლობჟანიძემ, სერგო იოსების ძე ჭეიშვილმა და ოქრო ლობჟანიძემ მსახიობ ვიქტორ მატარაძის დასახმარებლად ათ-ათი შაური გაიღეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ვოდევილის „იასონის ოინები“ I ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა თევდორე კიკვაძის სტატია „შენიშვნები ეგ. ნინოშვილის ბიოგრაფიის შესახებ“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის თხზულება „დღეს ის არა ხარ!“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ი. გედევანიშვილის სტატიის „ქართველი მსახიობის თანდათან გაპროფესიონალება“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი „სათეატრო ხელოვნება ქართლში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვალერიან შალიკაშვილის თხზულება „კრება“.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის 1-ელ ივნისს გარდაიცვალა ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში ცალკე წიგნად გამოიცა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს ალექსანდრე ძოწენიძემ ქართველ ფარმაცევტთა მიერ შეწირული თანხა გადასცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ფარმაცევტებმა: მ. არაზოვმა, ალ. ძოწენიძემ, ონ. ახვლედიანმა, ალ. მეძმარიაშვილმა, გრ. მგალობლიშვილმა, ს. ნადარეიშვილმა და სხვ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს ფარმაცევტმა გვანცელაძემ 3 მანეთი შესწირა, ხოლო ფარმაცევტმა რ. ანდრონიკაშვილმა – 2 მანეთი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 1-ელ ივნისს ოზურგეთის თეატრი აკურთხეს და საღამოს ვლადიმერ მესხიშვილისა და იუზა ზარდალიშვილის მონაწილეობით „კრიჩენსკის ქორწინება“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში გამოვიდა ახალი სიმღერა „დავრდომილი სნეული“, სიმღერის ტექსტი კოტე მაყაშვილს ეკუთვნოდა, მელოდია – ანდრია ყარაშვილს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში ანდრია ყარაშვილმა დაასრულა ოპერა „რუსთაველის“ მეოთხე მოქმედება „ფატმანის წვეულება ავთანდილის პატივსაცემად“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში კოკი აბაშიძე ამზადებდა ლექციას „არჩილ ჯორჯაძე, როგორც სიცოცხლის აზრის მაძიებელი“.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის ივნისში „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციამ კოტე მესხის გარდაცვალების გამო გრიგოლ რობაქიძის დეპეშა მიიღო. მას გვიან გაეგო მესხის სიკვდილის ამბავი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ფარმაცევტებმა: კ. ავალიანმა, ი. ობოლაძემ, ა. კანდელაკმა, კ. ჩარგეიშვილმა, ნ. ჩიკვაიძემ, ა. გოგორიშვილმა და სხვ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს ათ-ათი შაური შესწირეს ფარმაცევტებმა: კორძახიამ, ი. ბადარეიშვილმა, შ. კვინიკაძემ, ეპ. ნარუაშვილმა, არ. მშვიდობაძემ, მ. ბერიძემ და ივ. შერმადინმა.