რეგისტრირებული ფაქტები47965
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს აწყურის სამრევლო სკოლის გამგე, მღვდელ ეფრემ ინასარიძის თხოვნა, რომ ესაჭიროებოდათ 23.70 მანეთის სახელმძღვანელოები, სკოლის ქართველ მაჰმადიანთა მოსწავლეებისათვის დასარიგებლად. გამგეობამ ე. ინასარიძის თხოვნა დააკმაყოფილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების სახელზე მიღებული ყოველი შემოწირულობის გამგებლობა დაევალებინათ ალექსანდრე ყიფშიძისთვის.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, წარმოადგინეს ზუგდიდის უფასო სამკითხველოს გამგეობის თხოვნა, რომ ესაჭიროებოდათ წიგნებით დახმარება. გამგეობამ 25 მანეთის წიგნები გაუგზავნა ზუგდიდის სამკითხველოს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ცნობა, რომ 2 წლის წინ გამგეობამ ყვირილის განყოფილებას 300 მანეთის კრედიტი გაუხსნა და პლატონ კიკნაველიძეს გადასცა. მას წიგნის მაღაზია არ ჰქონდა, მიღებული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა და მხოლოდ 150 მანეთის დაბრუნება შეძლო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო არაგვისპირელი, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე მოხსენება გააკეთა სასკოლო სექციამ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების შესახებ. გამგეობამ სასკოლო სექციას დაავალა „რუსკოე სლოვოს“ მეორე ტომში გაეკეთებინა შესწორებები და დასაბეჭდად გაემზადებინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ბურჭულაძემ გააკეთა მოხსენება ყალამშის სკოლის შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა: ყალამშის სკოლის შენობისთვის გადაედოთ 512.20 მანეთი, ხოლო ნივთების შესაძენად 91 მანეთი, ასევე სკოლის მოსაწყობად თანხა დაეხარჯათ თავადაზნაურების შემოწირული თანხიდან და ინსპექტორის ჯამაგირიდანაც.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, „სახალხო გაზეთის“ რედაქტორმა ნიკო კურდღელაშვილმა თანამდებობის არისტო ჭუმბაძისთვის გადაცემის შესახებ გუბერნატორთან შეიტანა განცხადება.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუარსაბ მიხეილის ძე ყრუაშვილი გარდაცვალებამდე ფოთის გამგეობის წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ტიხონ ალექსის ძე ასათიანი და პავლე მეფისაშვილი ეფროსინე ბობოხიძის ქვრივსა და ობლებს 40 მანეთით დაეხმარნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელმა ფილიმონ დეკანოსიძემ ერმალოზ ვეფხვაძის წინააღმდეგ საჩივარი აღძრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელი ი. გველესიანი ერმალოზ ვეფხვაძის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამოსაძიებლად ხარაგაულში ჩავიდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 28 ნოემბერს ეკატერინე ვასილის ასული ბახტაძისა ხონის ქალთა წრის გამგეობის წევრად აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბერს ხონის კლუბის დარბაზში გაიმართა ქალთა წრის საზოგადო კრება, რომელზეც წრის თავმჯდომარედ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა აირჩიეს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 28 ნოემბერს ემილია და ეკატერინე ქუთათელაძეები ხონის ქალთა წრის გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე ყანჩელმა აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავი“ რუსულად თარგმნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, „სახალხო გაზეთის“ რედაქტორმა ნიკო კურდღელაშვილმა შუამდგომლობა აღძრა სამხატვრო ჟურნალ „სიმების“ გამოსაცემად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ჯიმშელეიშვილმა ხონისა და კუხის მოსახლეობას საავადმყოფოს ასაგებად 4 000 მანეთი უანდერძა, ხოლო ამ საავადმყოფოსთვის ექიმებისა და ფერშლების დასაქირავებლად – 40 000 მან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პავლე თუმანიშვილმა აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავის“ გამოცემა გადაწყვიტა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 ნოემბერს ქუთაისში თბილისის სამოსამართლო პალატის სესიას უნდა განეხილა პავლე სურმავას საქმე. იგი თბილისის ნაფიც ვექილს, გიორგი გვაზავას უნდა დაეცვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 ნოემბერს ქუთაისში თბილისის სამოსამართლო პალატის სესიას არტემ გვაზავას საქმე უნდა განეხილა. იგი თბილისის ნაფიც ვექილს, გიორგი გვაზავას უნდა დაეცვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 ნოემბერს ცაგერის საკრებულოს ტაძარში ლეჩხუმის თავადაზნაურობამ გადაიხადა ლუარსაბ მიხეილის ძე ყრუაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელზეც თავადაზნაურობის წინამძღოლი იასონ გელოვანი სიტყვით გამოვიდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისში ვლადიმერ მესხიშვილის იუბილეს მომწყობი კომისია აირჩიეს, რომელსაც წარმოდგენის გამართვა დაავალეს.