ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტერბურგიდან გრიგოლ აბაშიძის გადმოსასვენებელი თანხის შეგროვება თბილისში ანასტასია ალექსანდრეს ასულ მაჩაბლისას და პავლე იოსების ძე თუმანიშვილს დაავალეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტერბურგიდან გრიგოლ აბაშიძის გადმოსასვენებელი თანხის შეგროვება სოხუმში ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძეს დაავალეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტერბურგიდან გრიგოლ აბაშიძის გადმოსასვენებელი თანხის შეგროვება ბაქოში პლატონ ლევანის ძე გელოვანს დაავალეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა სილოვან თომას ძე ხუნდაძის ლექსი „შეკითხვები სამშობლოსადმი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ვასილ წერეთელმა არისტო ქუთათელაძის ხსოვნის პატივსაცემად სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 18 ნოემბერს ხონში არისტო ქუთათელაძის დასაფლავებას ბევრი ხალხი დაესწრო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის თეატრში ქალაქის სამომხმარებლო საზოგადოების კრება იყო დანიშნული. გამგეობის სახელით იასონ გაბილაიას უნდა წაეკითხა მოხსენება საზოგადოების 12 უპირატესობის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ნოემბრიდან ქუთაისში პეტრე წულუკიძისა და ალექსანდრე შარაშიძის რედაქტორობით ყოველკვირეული სამეურნეო და საზოგადო ჟურნალი „სასოფლო გაზეთი“ უნდა გამოსულიყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ იოსებ ფანცულიას მიერ ივანე შარაშიძის დასაფლავებაზე წარმოთქმული სიტყვა გამოქვეყნდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილ იოსებ ფანცულიას მიერ ივანე შარაშიძის დასაფლავებაზე წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნული იყო, რომ 1872 წელს ხონში ორკლასიანი სამინისტრო სკოლა დაარსდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძე ხონში ბევრი სასწავლებლის დაარსებაში მონაწილეობდა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 17 ნოემბერს ნიკოლოზ დავითის ძე მაჭავარიანი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძემ ხონში ცხენისწყალი გაიყვანა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ნოემბერს ქართულ დასს ბათუმში უნდა წარმოედგინა ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 15 და 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჯორჯიკიას სტატია „იაფეტური თეორია და მესხ-აფხაზთა ვინაობა“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ჯაჯუ ჯორჯიკიას სტატია „ნეტავი რასა გრძნობს?“.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ რუხაძეს სამწერლო ასპარეზზე გამოსვლის 20 წელი შეუსრულდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ყალამშის სკოლის მასწავლებლის თხოვნა, რომ სკოლის შენობისთვის გადაედოთ კიდევ 10 თუმანი. გამგეობამ გრიგოლ ბურჭულაძეს დაავალა წასულიყო ყალამშაში და გომარეთში სკოლების დასათვალიერებლად.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეცხრე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე მგელაძე, სერგი გორგაძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის რევიზიის შესახებ ალექსანდრე მდივნის მოხსენების პასუხად გამგეობამ დაადგინა, მოხსენებიდან ამოეღოთ ის ნაწილი, რომელიც სკოლის ნაკლოვანებებს ეხებოდა და ისე გაეგზავნათ ბათუმის განყოფილებისათვის.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე მგელაძე, სერგი გორგაძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ რადგან გამგეობა საჭიროდ არ თვლიდა საზოგადოების განყოფილებებისთვის დაერიგებინა წესები წიგნებით ვაჭრობის შესახებ, ამიტომ მათ ევალებოდათ კერძო პირების საშუალებით გაევრცელებინათ წიგნები, რომლებიც გადაეცემოდათ მთავარი გამგეობისგან.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ნინო სვიმონის ასულმა ორბელიანმა, რომ ავადმყოფობის გამო ესაჭიროებოდა ფულადი დახმარება. გამგეობამ უსახსრობის გამო ნ. ორბელიანს დახმარებაზე უარი განუცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ნინო სვიმონის ასულმა ორბელიანმა, რომ ავადმყოფობის გამო ესაჭიროებოდა ფულადი დახმარება. გამგეობამ უსახსრობის გამო ნ. ორბელიანს დახმარებაზე უარი განუცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ავლაბრის ბიბლიოთეკის თხოვნა, რომ ესაჭიროებოდათ წიგნებით დახმარება. გამგეობამ მათ 15 მანეთის წიგნები გაუგზავნა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი საქველმოქმედო საზოგადოების სკოლის ქართული ენის მასწავლებლისათვის ხელფასის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა: სკოლის პედაგოგ ევგენია ეგაძესთვის 1-ელი ნოემბრიდან 15 მანეთი დაენიშნათ და მოეთხოვათ გაკვეთილების განაწილების ცხრილი, რათა საზოგადოების წევრებს გაკვეთილებზე დასწრება შეძლებოდათ.