ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50834

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასული წლის დეკემბერში პანსიონის ერთი მოსწავლე მძიმედ ავად გახდა სახადით (ტიფით) და ძალიან გაუჭირდა მდგომარეობიდან გამოსვლა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ იმავე წლის მარტში პანსიონში ერთი მოსწავლე ტვინის ანთებით დაავადდა და ვერ გაუძლო, გარდაიცვალა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ გასულ წელს პანსიონში მოსწავლეების ფულადი დახმარების ხარჯი შეადგენდა 305 მანეთს, რომელიც იმ წელს ფინანსების სიმცირის გამო გამგე-კომიტეტმა შეამცირა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ იმ წელს პანსიონში მოსწავლეებს, ვისაც ფულადი დახმარება თუმანი ეძლეოდა შეუმცირდა 5 მანეთამდე, 6 მანეთიანი დახმარება – 3 მანეთამდე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ იმავე სასწავლო წელს გამგე-კომიტეტი პანსიონის 18 მოსწავლეს უწევდა ფულად დახმარებას თვეში ხუთ-ხუთ მანეთს, 29-ს – სამ-სამ მანეთს, ერთს – ორ მანეთს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის ანგარიში, რომ იმავე სასწავლო წელს გამგე-კომიტეტი პანსიონის მოსწავლეებისთვის ფულად დახმარებას ყოველთვიურად ჯამში გასცემდა 179 მანეთს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის განცხადება, რომ სკოლაში ინსპექტორის სამუშაო გართულდა ბოლო პერიოდში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის განცხადება, რომ სკოლაში ინსპექტორი განაგებდა ოთხ მოსამზადებელ და ოთხ პროგიმნაზიულ კლასს, რომლებსაც სექტემბრიდან შეიძლებოდა მეხუთე კლასიც დამატებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის განცხადება, რომ სკოლაში ინსპექტორს პროგიმნაზიული და მოსამზადებელი კლასების გარდა სამეთვალყურეოდ ჩაბარებული ჰქონდა პანსიონიც, სადაც 63 მოსწავლე სწავლობდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდო“, მე-4 და მე-5 თავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მღვდელმა დიმიტრი ჯანაშვილმა, რომელიც ქალაქ ნუხაში (შაქი) მოღვაწეობდა შეადგინა ვრცელი წერილი ქრისტიანობის მდგომარეობის შესახებ საინგილოში და დაბეჭდვის ნებართვის ასაღებად წარუდგინა ეგზარქოსს, რომელმაც ნება დართო მას ზოგიერთი ადგილების გამოკლებით დაებეჭდა ეს წერილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის მიერ კრებაზე განცხადებული მოსაზრება, რომ ამავე წელს პროგიმნაზიულ მეოთხე კლასში სწავლობდა 10-მდე მოსწავლე, რომელთაგან 7 მაინც მეხუთე კლასში უნდა გადასულიყო, რადგან თავისუფლად შეეძლოთ მაღალი კლასის პროგრამის ათვისება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა სათავადაზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის კრებაზე განცხადებული მოსაზრება, რომ რამდენიმე წლის გამოცდილებით სკოლაში სწავლის პროცესის უკეთ წარმართვისათვის უმჯობესი იყო მუდმივი მასწავლებლის დანიშვნა პროგიმნაზიულ კლასებშიც კი და თუ ყველა საგნებისთვის არა ზოგიერთისთვის მაინც.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 სექტემბერს დანიშნული იყო მომრიგებელი სასამართლოს პროცესი, სადაც უნდა განეხილათ გაზეთ „დროების“ კორესპონდენტის ქაიხოსრო გელოვანისა და რედაქტორის ივანე გიორგის ძე მაჩაბლის მიერ რაჭის ბოქაულისთვის ალექსანდრე წულუკიძისთვის ცილისწამების საკითხი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 10 იანვარს, 21 საათზე ქართული კლუბის თეატრში გაიმართებოდა ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავას საოჯახო საღამო, სადაც რუსული დრამის თეატრი „ტარტო“ წარმოადგენდა ფარსს და კონცერტს, მონაწილეობდნენ: ალეშკო, ზალიპსკი, ისეცკი, ილჩენკო და სხვა. ბოშათა რომანსებს წარმოადგენდა ანა ორლოვა, დეკლამაციას – სატინა, მოთხრობებს – იბ. ნიროვი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის ხევსურული ლექსები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდო“, მე-7 თავი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 მაისს მუშტაიდის ბაღში დანიშნული იყო „ლატარია-ალეგრი“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასახმარებლად. მათ, ვისაც სურდათ ამ ლატარიისთვის ნივთების შეწირვა, უნდა გაეგზავნათ ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისთვის ან საზოგადოების წიგნის მაღაზიაში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 მაისს აკურთხეს ახალი სამხედრო საკათედრო ტაძარი, რომელიც თბილისში, კავკასიის მთავარმართებლის სასახლის გვერდით მდებარეობდა. კურთხევას დაესწრნენ გრიგორ გოლიცინი და ივანე ამილახვარი. აგრეთვე სხვა სამხედრო დაწესებულებათა უფროსები და მოხელეები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 მაისს პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა გამოჩენილი გინეკოლოგი ბაცევიჩი და სამსონ თოფურიას საავადმყოფოში იღებდა ქალებს, რომლებსაც საშვილოსნოს ავადმყოფობები ჰქონდათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 მაისს ფოთის საქალაქო ბაღში ქალთა სასწავლებლის დასახმარებლად გაიმართა ლატარია-ალეგრი. საქველმოქმედო კომიტეტი მადლობას უხდიდა თბილისელ ვაჭრებს: სტანისლავ ჩარახჩიანს, ფორაქოვს, ლისინოვს, კაჭკაჭოვს, მიასნიკოვს, ბარამოვს, ს. ეზოვს, ნავტიკოვსა და სუმბათოვს ქალთა სასწავლებლის სასარგებლოდ შემოწირულობის გაღებისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 თებერვალს შტაბის შენობაში ივანე ამილხვარის თავმჯდომარეობით გაიმართა სამხედრო დაწესებულების კრება, რომელზეც იმსჯელეს შავი ჭირის შესახებ. კრებას დაესწრნენ ჯარის უფროსი გენერლები, გუბერნატორი და სამხედრო ექიმები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 იანვრიდან ა. ტერ-აკოფოვის სასწავლებელი და პანსიონი იღებდა მოსწავლეებს, როგორც სასწავლებელში მოსამზადებლად, ისე საცხოვრებლად. ქართველებს ქართულ ენას სიონის ტაძრის მღვდელი ანტონ თოთიბაძე ასწავლიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში იაკობ გოგებაშვილი მძიმედ იყო ავად ინფლუენციით. მას მიხეილ გედევანიშვილი მკურნალობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი ქართული კლუბის მამასახლისი იყო.