რეგისტრირებული ფაქტები47965
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ივდითი გელოვანისამ 2 მანეთი შესწირა, დავით ჟღენტმა და ნადია დადიანისამ – 3-3 მან., სალომე გურიელისამ და ცუცაკი მკურნალისამ – 10-10, ფეოდოსია მიქელაძისამ კი – 5 მან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ა. კვიტაშვილმა, კოწია ფაღავამ და მანია ანჩაბაძისამ 3-3 მანეთი შესწირეს, კ. დადიანისამ, მიხა მასხულიამ და ბესარიონ ჩაჩიბაიამ – თითო მანეთი, მატა ანჩაბაძისამ – 5 მან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ალექსანდრე შენგელიამ და სოფიო გვასალიამ თითო მანეთი შესწირეს, ფარნა ფიჩხაიამ – 1. 10 მან., ვერა შავგულიძემ და კაკო ზაქარაიამ – 2-2 მან., მანანა მაღლაკელიძემ და ალექსანდრე ღონაძემ – 10-10 შაური.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ქიონია კედიამ, ლევან ჩიჩუამ, მატრონა კედიამ და მადიკო ჯიქიამ თითო მანეთი შესწირეს, მაგდანა ეხვაიამ, სოლომონ მიქაძემ და თეიმურაზ კაკაბაძემ – 10-10 შაური.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს მარკოზ მაღლაკელიძემ 1. 10 მანეთი შესწირა, პელაგია შელიასამ – 1 მან., ე. ლოლუასამ და ნატალია შელიასამ – 10-10 შაური.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს პეტრე კედიამ და ანტონ გეგელიამ 10-10 შაური შესწირეს, კოსტა კალანდიამ – 3 შაური, სოლომონ დგებუაძემ – 3 აბაზი, ნესტორ ცხონდიამ – 2 მანეთი, თეოფანე შენგელაიამ – 3 მან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ტრიფონ თოხაძემ 1. 10 მანეთი შესწირა, მიხა მესხიამ, ლევან მხეიძემ და არტემ მიქელაძემ – 10-10 შაური, თომა ხვიტიამ და დავით კარტოზიამ – თითო მან.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 7 ნოემბერს აკაკი წერეთლის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უტოვებდა სამოსახლო ადგილს შენობით შორაპნის მაზრის სოფელ სხვიტორში.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბუდუ მდივანი მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს. იგი ორი კვირის შემდეგ კავკასიის საზღვრებს უნდა გასცლოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ჟურნალ-გაზეთების კანტორა „იმერეთი“ აკაკი წერეთლის ძველი და ახალი ნაწერების (წინასწარი ხელის მოწერით) გამოცემას შეუდგა. მეორე წიგნში უნდა დაბეჭდილიყო აკაკის ახალი ისტორიული პოემა „ვორონცოვი და მისი დრო“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე სიმონის ძე შარაშიძის თაოსნობით ხონში სამოსწავლო სემინარია, ვაჟთა გიმნაზია და სახელოსნო სკოლა დაარსდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე სიმონის ძე შარაშიძის თაოსნობით ხონში დაარსდა მარინეს ქალთა სასწავლებელი, საქალაქო სკოლა და ღარიბებისთვის უფასო დაწყებითი სასწავლებელი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძემ ნიკო ნიკოლაძესთან ერთად სარწყავი არხები გააყვანინა, რითაც დიდად დაეხმარა ხონსა და მის ახლომდებარე სოფლებს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბაქოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შენობაში გამართულ საკვირაო სკოლაში 28 ოქტომბერს დაიწყო სწავლა. პირველ და მეორე ჯგუფებში ალ. წულუკიძისა და მარიამ ჩიხლაძე ასწავლიდნენ.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 5 ნოემბერს ხონის მოვაჭრეებმა ივანე სიმონის ძე შარაშიძის გარდაცვალების გამო ორი საათით მუშაობა შეაჩერეს.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 5 ნოემბერს ხონში საზოგადო მოღვაწე ივანე სიმონის ძე შარაშიძე გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ნოემბერს სახალხო უნივერსიტეტში სერგო ისიდორეს ძე რობაქიძეს საქართველოს გეოგრაფიის შესახებ ლექცია უნდა წაეკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ნოემბერს სახალხო უნივერსიტეტში გრიგოლ დავითის ძე ნასარიძეს უნდა წაეკითხა ლექცია ნიადაგის ქიმიური თვისებების შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ნოემბერს იასონ გაბილაიას რედაქციით ყოველკვირეული ჟურნალი „შრომის კავშირი“ გამოვიდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ეკატერინე გაბაშვილის პატივსაცემად ნადიმის გამართვას აპირებდნენ.