რეგისტრირებული ფაქტები50348
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. კრებამ საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად აირჩია: ქეთევან მარგველაშვილი, გრიგოლ მჟავანაძე, ალექსი ბახვას ძე ნოდია, გაბრიელ დავითის ძე ოგანეზოვი და ბიქტორ მუხრანის ძე პაჭკორია.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. კრებამ საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად აირჩია: დოროთე ნიკოლოზის ძე კიტია, ანტონ შამილის ძე ალანია, თენგიზ სტეფანეს ძე კორტავა, ილარიონ გიორგის ძე კუხალაშვილი და ვასილ ზურაბის ძე კუტალია.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. კრებამ საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად აირჩია: მიხა გიორგის ძე იოსავა, პეტრე კალანდია, ყარამან ნიკოლოზის ძე კვარაცხელია, პარმენ კიბორძანიძე და პელაგია გრიგოლის ასული ლორთქიფანიძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. კრებამ საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად აირჩია: გრიგორი გვაზავა, დავით ნიკოლოზის ძე დადიანი, დავით გიორგის ძე დავითაია, სამსონ იაკობის ძე თვალთვაძე და თეოდოსია აქვსენტის ასული თვალთვაძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. კრებამ საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად აირჩია: ალექსი ნიკოლოზის ძე ბერიძე, ივანე ანტონის ძე ბერიძე, თევდორე ზიგვავა, ჩაგუ ლუკას ძე ბოჯგუა და ევეგენი გამრეკელი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს წევრობის მსურველთა სია. კრებამ წევრებად აირჩია: ლავრენტი თეიმურაზის საბახტარიშვილი, ქეთევან ხერხეულიძისა, ნადეჟდა ერეკლეს ასული ტყეშელაშვილი, ნინა სტეფანეს ასული მღებრიშვილი და იოსებ მანუჩარის ძე კედია.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს წევრობის მსურველთა სია. კრებამ წევრებად აირჩია: ივანე ქავთარაძე, ნესტორ სიკოს ძე ცანავა, სამსონ ეგნატეს ძე თათარაშვილი, ევგენი შენგელაია და ბაგრატ კონსტანტინეს ძე უგულავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ გამოთქვა სურვილი, რომ განყოფილებას ჰქონოდა თავისი ხელუხლებელი ძირითადი თანხა. დამსწრეთ გადაწყვიტეს, იმ წლისთვის შეენახათ განყოფილების შემოსავლის 20%, რომელიც წესით მთავარი გამგეობისთვის უნდა გაეგზავნათ, ხოლო შემდეგი წლებისთვის ყოველწლიურად გადაედოთ წლიური შემოსავლის 10%.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე დახურული კენჭისყრით აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრი ივანე ქავთარაძე.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე დახურული კენჭისყრით აირჩიეს გამგეობის ორი ახალი წევრი: ექიმი ანდრია პატარაია და მასწავლებელი ბაგრატ უგულავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ სთხოვა, აერჩიათ დახურული კენჭისყრით გამგეობის ორი ახალი წევრი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ოქმიდან ირკვევა, რომ სარევიზიო კომისიის წევრი ფარნაოზ ფიჩხაია სამსახურის გამო დაბა ოჩამჩირეში გადაიყვანეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ სთხოვა, აერჩიათ დახურული კენჭისყრით სარევიზიო კომისიის ერთი წევრი ნაცვლად ფარნაოზ ფიჩხაიასი, რომელიც სამსახურის გამო გადაყვანილ იქნა დაბა ოჩამჩირეში.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრებამ დაადგინა, დაბა ზუგდიდში მომავალი სექტემბრისთვის ქართული სკოლის გახსნის აუცილებლობის გამო, ეთხოვა მთავარი გამგეობისთვის, რომ იმ წელს მას არ გამოერთმია ზუგდიდელებისთვის განყოფილების შემოსავლის 20% და საჭირო დახმარება აღმოეჩინა მათთვის ქართული სკოლის გახსნის საქმეში. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრებამ დაბა ზუგდიდში მომავალი სექტემბრისთვის ქართული სკოლის გახსნის საქმე მიანდო განყოფილების გამგეობას და დამხმარედ მიუჩინა ორი ახალი წევრი. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს წევრობის მსურველთა სია. კრებამ წევრებად აირჩია: გრიგოლ შანავა, პავლე მიხეილის ძე შელია, ჰუსეინ დურსუნ აღა შირინ-ოღლი, გვანჯი ალექსის ძე ჩიქოვანი და ვლადიმერ მოსეს ძე ცინდავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. ოქმის ასლი დედანთან შეადარა და მისი სისწორე დაამტკიცა განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე იულონის ძე ოსიძემ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტის ასლი განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე იულონის ძე ოსიძემ გაუგზავნა მთავარ გამგეობას.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოჩამჩირის განყოფილების მდივანმა, ბიქტორ გიორგის ძე ჟორჟოლიანმა, საზოგადოების მთავარ გამგეობას გაუგზავნა შემოსავალ-გასავლის წიგნი, სამოქმედო გეგმა და თხოვნა ოჩამჩირეში ქართული სკოლის გახსნის თაობაზე.
1914
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობისთვის 1914 წლის 16 მარტს წარდგენილი ანგარიშის თანახმად, მაჩხაანის ფილიალის 1913 წლის შემოსავალი 403 მანეთსა და 55 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 377 მანეთსა და 88 კაპიკს, მონარჩენი თანხა (25 მან.,67კაპ.) წიგნების საწყობში იყო დაბანდებული (ხელს აწერენ: თავმჯდომარე,მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი სოლომონ კურცხალია).
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარის, ექვთიმე თაყაიშვილის მოხსენება 570 მანეთის განაღდების შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ბიბლიოთეკებისა და სახალხო სამკითხველოების მომწყობმა სექციამ ნაძალადევის სამკითხველოს 20 მანეთის წიგნები გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ბიბლიოთეკებისა და სახალხო სამკითხველოების მომწყობმა სექციამ საგარეჯოს სამკითხველოს საზოგადოების მაღაზიიდან 10 მანეთის წიგნები გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საპრემიო თხზულებების განსახილველ საისტორიო კომისიის წევრობაზე უარი განაცხადა.