ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51310

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი ხახუტაშვილი იყო დეკანოზი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა უგო ოიეტის ნოველა „ქაჯი“, რომელიც იტალიურიდან თარგმნა ივანე ზურაბიშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობამ პენსიები დაუნიშნა მსახიობებს: ვასო აბაშიძეს, კოტე ყიფიანს, მარიამ საფაროვ-აბაშიძეს და ელისაბედ ჩერქეზიშვილს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომა გახსნა თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა სიტყვა წარმოსთქვა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე. მან დამფუძნებელ კრებას, მთავრობასა და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და აღნიშნა მისი საღი და ფრთხილი პოლიტიკა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე წინადადება მისცა მთავრობას, რომ შესაბამისი დეპეშები გაეგზავნათ საზავო კონფერენციის თავმჯდომარისათვის და ლორდ კერზონისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე აღნიშნა ხალხთა შორის ლიგის მნიშვნელობა, ევროპის მუშათა კლასის მეთაურები და მათ შორის ჰენდერსონი, რომელთაც დახმარება გაუწიეს საქართველოს საკითხის პოპულარიზაციაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე ვრცლად ისაუბრა დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპისა და მისი განსვენებული დის, მარჯორი უორდროპის საქართველოს სასარგებლოდ მოღვაწეობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციის წარმომადგენელი სამსონ ფირცხალავა აკაკი ჩხენკელის შემდეგ სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი გვაზავა სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა იყო სოციალისტ-ფედერალისტების ფრაქციის წარმომადგენელი.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „გ. გვაზავას სიტყვა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს ნაციონალისტების ფრაქციის წარმომადგენელი გრიგოლ ვეშაპელი (გიორგი გვაზავას შემდეგ) სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპელი იყო ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარ ოლივერ უორდროპს აცნობეს, რომ სომხეთის წრეები შეწუხებულნი იყვნენ სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარების დაგვიანებით.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ევსეი უშვერიძე იყო საქართველოს კონსული ოდესაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პოლონეთის სახელით მადლობას უხდიდა ოდესაში საქართველოს კონსულ ევსეი უშვერიძეს მისი დაუფასებელი სამსახურისთვის პოლონელი ემიგრანტების მიმართ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრ ნოე რამიშვილის განკარგულებაში ყოველთვიურად გადადებულიყო 15 900 მანეთი სახელმწიფო თეატრში ჯარისა და გვარდიისთვის უფასო წარმოდგენების მოსაწყობად, ინსპექციის ხარჯებისათვის – 18 994 მანეთი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ გენერალი ილია ოდიშელიძე დაენიშნათ სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძის მოადგილედ სამხედრო საბჭოში მინისტრის ადგილის თანამდებობაზე დაჭერით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდნენ მევენახეთა და მეღვინეთა კონგრესის საბჭოს წევრი ივანე ანდრონიკაშვილი თავის მოადგილე ირ. ფორაქიშვილთან ერთად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდნენ მთიელთა რწმუნებული ბ. ჯაბაღიევი და საფრანგეთის მისიის წევრი პუადებუარი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა განკარგულება გასცა ოპერის დირიჟორ სტოლერმანის მიერ ცოლის მკვლელობის საქმის გამოძიებამდე ხელი არ ეხლოთ მისთვის.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქტორის დროებითი აღმსრულებელი გრიგოლ მაჭავარიანი ლაგოდეხის ერობის თავმჯდომარედ დაინიშნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 იანვარს, 19 საათზე თბილისის სასამართლო პალატის შენობაში ქართული იურიდიული საზოგადოების საერთო კრებაზე სენატორი დემიდოვი წაიკითხავდა მოხსენებას „პასუხისგებაში მიმცემი კამერის დაარსების შესახებ“.