ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51310

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ გაიმართა დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის კრება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნასიბ იუსიფბეილის მაჰმადიან და ქრისტიან ქართველთა ეროვნული საბჭოს სახელით საბჭოს თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძემ და გრიგოლ ელიავამ გაუგზავნეს მისალოცი დეპეშა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს გრიგოლ ელიავა იყო მაჰმადიან და ქრისტიან ქართველთა ეროვნული საბჭოს წევრი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სწერდა ოდესაში საქართველოს კონსულ ევსეი უშვერიძეს, რომ მან შეიტყო კონსულის ენერგიული და დაუღალავი მუშაობის შესახებ პოლონეთის მოქალაქეების მიმართ ბოლშევიკური ტერორის დროს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს სწერდა, რომ მოკავშირე სახელმწიფოთა მიერ სომხეთის უფლება დამოუკიდებლობაზე ცნობილი იყო, მხოლოდ გარკვეული ფორმულა იყო საჭირო, რომლითაც გამოცხადდებოდა მისი აღიარება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი სომხეთის პრემიერს, ალექსანდრე ხატისოვს სწერდა, რომ თუ საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა ოფიციალურად დე ფაქტოდ ცნეს, ესე იგი სომხეთს შიშის არავითარი საფუძველი არ უნდა ჰქონოდა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი სომხეთის პრემიერ ალექსანდრე ხატისოვს სწერდა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის საკითხი დაკავშირებულია ოსმალეთის საკითხთან და გადაწყდება მაშინ, როცა ოსმალეთთან საბაჟო ხელშეკრულება მოგვარდება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა წერილი გაუგზავნა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ ალექსანდრე ხატისოვს, რომელშიც სწერდა, რომ შეიტყო სომხეთში მღელვარების შესახებ საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დე ფაქტო აღიარებასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოლომონ (სანო) ივანეს ძე თაქთაქიშვილი იყო პოლკოვნიკ ივანე (იაშა) სოლომონის ძე ყანჩელის ნათესავი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში კერძო სასწავლებელს ფლობდა ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძის განცხადება, რომ ქუთაისის კერძო სასწავლებელში კიდევ ერთი განყოფილება გაიხსნებოდა ყმაწვილებისთვის, რომლებიც სამწლიან კურსს გაივლიდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძის განცხადება, რომ ქუთაისის კერძო სასწავლებლის პირველ განყოფილებაში უგამოცდოდ მიიღებდნენ შვიდი წლის მოსწავლეებს, მეორე და მესამე განყოფილებაში კი – გამოცდებით რვა-ცხრა წლის მოსწავლეებს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძის განცხადება, რიმ ქუთაისის კერძო სასწავლებელში სწავლის საფასური ორმოცდახუთი მანეთი იყო, რომელსაც სამ ეტაპად შეიტანდნენ მოსწავლეები: 1-ლ სექტემბერს, 1-ლ დეკემბერს და 1-ლ მარტს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძის განცხადება, რომ ქუთაისის კერძო სასწავლებელში მოსწავლეებს მიიღებდნენ 20 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პლატონ გიორგის ძე წულუკიძის მეუღლე იყო ნადია თომას ასული წულუკიძისა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოლგა თომას ასული დიდია იყო ნინა თომას ასული შერვაშიძისას და.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძის ფელეტონი „ცოდვა სიყვარულისა“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თომას ძე დიდია იყო ნინა თომას ასული შერვაშიძისას ძმა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე იყო თავადი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დესპინე ანტონის ასული დიდია და ეკატერინე ესტატეს ასული დიდია იყვნენ ნინა თომას ასული შერვაშიძისას ნათესავები.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე სამხედრო პირი იყო.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 5 აგვისტოს თელავში გარდაიცვალა დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე. მის დაკრძალვას სოფ. ურიათუბანში დაესწრო თელავის მაზრის სამღვდელოება, ასევე თავადაზნაურობა და გლეხები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი და ნათესავები, ნინა თომას ასული შერვაშიძისა, ნადია თომას ასული წულუკიძისა, პლატონ გიორგის ძე წულუკიძე, ოლღა თომას ასული, მიხეილ თომას ძე, დესპინე ანტონის ასული და ეკატერინე ესტატეს ასული დიდიები იუწყებოდნენ, რომ პოლკოვნიკ მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძის წლისთავის პანაშვიდები გაიმართებოდა 18 იანვარს, 13 საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ თომა აბრამის ძე მთავრიშვილი თავის გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავდა, რომ დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძის ანდერძის თანახმად ქონებით უნდა ესარგებლათ მის ნათესავებს და მოხმარებოდა კეთილ საქმეებს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი თომა აბრამის ძე მთავრიშვილის წერილის ცნობით, დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძის ანდერძის თანახმად ეკლესიისთვის, სადაც იგი დაიკრძალებოდა, ყოველ წელს ოცი თუმანი უნდა გადაეცათ.