ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50834

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელს ბესარიონ ჭილაძეს ჯილდო 25 მანეთი გადასცეს.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის 1-ლ ოქტომბერს დაარსდა ხელთუბნის სკოლა და ამავე პერიოდიდან მასწავლებლად მუშაობდა სეით გამრეკელი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სეით გამრეკელმა სწავლა დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წლის 28 ნოემბერს დაარსდა თონეთის სკოლა და ამ დროიდან იქ ასწავლიდა ბესარიონ ჭილაძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი პროფესორი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა სოფელ ხელთუბანში მამულს ფლობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გოგოლის შესახებ“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი იყო ქართული დრამატული საზოგადოების წევრი.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილის ფსევდონიმი იყო დონ იაგო.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბესარიონ ნიჟარაძის ფსევდონიმი იყო თავისუფალი სვანი.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თომა აბრამის ძე მთავრიშვილის ფსევდონიმი იყო კახელი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 23 ნოემბერს საქალაქო არჩევნებზე მესამე რიგის ხმოსნად აირჩიეს ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 23 ნოემბერს საქალაქო არჩევნებზე მესამე რიგის ხმოსნად აირჩიეს მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 სექტემბერს ქართულ თეატრში წარმოადგენდნენ ოთხმოქმედებიან კომედიას „ხანუმას“, „თამარ ბატონიშვილსა“ და „ლეკურს“, რომელშიც კონსტანტინე დიმიტრის ყიფიანი უკანასკნელად იღებდა მონაწილეობას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 სექტემბერს ქართულ თეატრში წარმოადგენდნენ ოთხმოქმედებიან კომედიებს „ხანუმას“, „თამარ ბატონიშვილსა“ და „ლეკურს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ლეონიძე, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი. წარმოდგენა 8-ის ნახევარზე დაიწყებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 სექტემბერს ქართულ თეატრში ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა და დავით მერაბის ძე გამყრელიძის (აწყურელის) მონაწილეობით წარმოადგენდნენ „ლეკურს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დაიბეჭდა და უახლოეს დღეებში გამოვიდოდა გასაყიდად ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის მიერ შედგენილი რუსული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძემ რუსებისთვის შექმნა ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის მიერ შედგენილ ქართული წერის პალეოგრაფიულ რუკაში მოცემული იყო სხვადასხვა საუკუნეში გამოყენებული ანბანი, რისთვისაც ისტორიული საბუთები და იადგრები ჰქონდა ავტორს გამოყენებული.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის მიერ შედგენილ ქართული წერის პალეოგრაფიულ რუკაში მოცემული იყო უძველესი, მეათე საუკუნეში გამოყენებული მხედრული ანბანი, რომელიც რთულად იკითხებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკში კრედიტის გასაიაფებლად უნდა დაეკლოთ პროცენტი ორი ტიპის შენატანზე: სარგებელ სამატსა და ბანკის სარგებელზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს თავისი შედგენილი ქართული წერის პალეოგრაფიული რუკა უნდა გაეგზავნა მოსკოვში, რათა იქ ლიტოგრაფიით დაებეჭდათ მოსკოვის არქეოლოგიურ გამოცემაში.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ს. აბესალომოვი იყო არქიტექტორი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ს. აბესალომოვმა მამის სახსოვრად თბილისის სახელოსნო სასწავლებელს 5000 მანეთი შესწირა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 სექტემბერს წმ. ნინოს სასწავლებლის აქტის წაკითხვის დროს ივანე ალექსის ძე ჩითახოვმა სასწავლებლის საქველმოქმედო საზოგადოების რჩევის განყოფილების თავმჯდომარეს განუცხადა, რომ ყოველწლიურად სასწავლებელს 100 მანეთს შესწირავდა, რისთვისაც ჩითახოვს მადლობა გადაუხადეს რჩევის წევრებმა.