რეგისტრირებული ფაქტები47965
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნების დაწყებამდე გამართულ თათბირზე ექიმმა კაპიტონ მეუნარგიამ აღნიშნა, რომ კიტა აბაშიძის რუსეთის პარლამენტში ყოფნა საქართველოსთვის სასარგებლო იქნებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დიმიტრი ჟვანიამ ზუგდიდის წვრილ და მსხვილ მემამულეთა კრებაზე პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნების დაწყებამდე გამართულ თათბირზე პახვალა ლიფონავამ აღნიშნა, რომ ევგენი გეგეჭჯორს ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია, რადგან პარტიული წესი მას ამის საშუალებას არ აძლევდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნების დაწყებამდე გამართულ თათბირზე პეტრე ანჩაბაძემ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ მიქელაძის მომხრე იყო, რის გამოც მას ყუთი არ დაუდგეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე დეპუტატთა ამომრჩევლებად კიტი მხეიძე, დეისმა ჩიჩუა და კალისტრატე კობახიძე დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რაჟდენ ჩხეიძემ ვლადიმერ მიქელაძის ნაწარმოები „შიკრიკი“ ზესტაფონში მოსახლეობას უფასოდ დაურიგა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სათათბიროში ყოფნის დროს ევგენი გეგეჭკორის მიზანი დაქირავებული მუშების მდგომარეობის გაუმჯობესება იყო, საგლეხო საკითხი მეორეხარისხოვან საქმედ მიაჩნდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი სოციალ-დემოკრატი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი საქარხნო და სამრეწველო მუშების წარმომადგენელი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მემამულეთა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე თანასწორად დაიცავდა ქართველი მუშებისა და გლეხების ინტერესებს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მემამულეთა არჩევნებზე კიტა აბაშიძესა და ევგენი გეგეჭკორს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი ქართულ ენაზე სწავლებას მხოლოდ დაბალი საფეხურის სკოლებისთვის მოითხოვდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი ხუთი წელი სახელმწიფოს სათათბიროს წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორმა რუსეთის მუშების მდგომარეობის შესწავლასა და დაცვას დიდი დრო დაუთმო, ქართველი მუშების შესახებ კი არაფერი უთქვამს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბერს გაზეთ „იმერეთის“ საშუალებით ქუთაისელმა ებრაელებმა მოსახლეობას მემამულეთა არჩევნებში კიტა აბაშიძის არჩევისკენ მოუწოდეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზემო იმერეთის სოფელ დიმში გენერალ მიხეილ ჩხეიძის დახმარებით წიგნსაცავ-სამკითხველო და შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოება დაარსდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზემო იმერეთის სოფელ დიმის სამკითხველოში მიხეილ ჩხეიძის წყალობით ბევრი ჟურნალ-გაზეთი ჰქონდათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ნიკო ლორთქიფანიძემ გამოაქვეყნა ლეგენდა „ჭეშმარიტების მაძიებელი“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზემო იმერეთის სოფელ დიმში ორკლასიანი სამინისტრო სასწავლებელი გენერალ მიხეილ ჩხეიძის თანადგომით განაგრძობდა ფუნქციონირებას.
1912
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის პირველ ოქტომბერს ბარბარე ეგნატეს ასული კასრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების მიერ გახსნილ სოფ. ნაბადის ერთკლასიან სასწავლებელში პედაგოგად დაინიშნა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის ოქტომბერში ვლადიმერ გიტას ძე ნაცვალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების მდივანი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის ოქტომბრამდე ლექვინაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოს სკოლის მასწავლებელი და სამკითხველოს გამგე იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ოქტომბერში ფოთში მასწავლებელ პეტრე ქუთათელაძის თაოსნობით აირჩიეს კომისია, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა უნდა დაეარსებინა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის ოქტომბერში ივანე ჯავახიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტთან არსებული სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი იყო.