ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51866

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 6 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პოეტთა ჯგუფმა – რაჟდენ გვეტაძემ, ნიკოლო მიწიშვილმა, გრიგოლ ცეცხლაძემ და შალვა კარმელმა – ქუთაისში გამოსცეს ჟურნალი „აისი“. შემდეგ გვეტაძე, მიწიშვილი და კარმელი „ცისფერ ყანწებს“ შეუერთდნენ, გრიგოლ ცეცხლაძემ კი თბილისში დამოუკიდებლად დაიწყო ჟურნალის „თოლაბულისის სარტყელი“ გამოცემა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის მიერ თარგმნილი ვალერი ბრიუსოვის ლექსი „ქალაქს“.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 2 იანვრისთვის მსახიობთა კავშირი აპირებდა გამოეცა ჟურნალი „სახიობა“ აკაკი ფაღავას რედაქტორობით.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 1-ელი იანვრის „კომუნისტში“ გამოქვეყნდა არჩილ რუხაძის ცნობა, რომ ილარიონ გიორგაძე სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ხარაგაულში, რკინიგზაზე, სამუშაოდ წასვლას აპირებდა.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაპატიმრებულ გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძეს ჰყავდა მამა, სპირიდონ ჭელიძე – 80 წლის; მეუღლე, დომნა – 24 წლის; შვილი, სახელი უცნობია – 7 თვის; და, მარია ჭელიძე – 18 წლის; ძმები: სიმონ ჭელიძე, ბერი – 50 წლის, ; გალაქტიონ ჭელიძე, მუსიკოსი – 35 წლის.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის იანვარში ნიკოლოზ კვერნაძის დაპატიმრების გადაწყვეტილება საქართველოს ჩეკას N1 საიდუმლო განყოფილების რწმუნებულის თანაშემწემ, ბესარიონ მელიქაძემ მიიღო.

1924

ტიპი: მფლობელობა

1924 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძეს სამტრედიაში ჰქონდა საკუთარი სახლი და მიწა.

1924

ტიპი: ავტორობა

ივანე ცომაიას საქმეში დევს ნოე რამიშვილის წერილი მის სახელზე. რამიშვილი დაპატიმრებული ბოლშევიკების შეწყალებას შეუძლებლად მიიჩნევს და ბრძანების შეუსრულებლობის გამო ცომაიას პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს დაპატიმრებულ გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაიას დამთავრებული ჰქონდა 1-ელი ტექნიკუმის 7 კლასი.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, თევდორე იოსების ძე ასათიანი იყო წერა-კითხვის მცოდნე, განათლება მიიღო ოჯახში, პროფესიით კი ნოქარი გახლდათ.

1924

ტიპი: თანამდებობა

პირადი საქმის მიხედვით, თევდორე იოსების ძე ასათიანი იყო მიწის მუშა.

1924

ტიპი: სტატუსი

პირადი საქმის მიხედვით, თევდორე იოსების ძე ასათიანი სოციალური წარმოშობით იყო აზნაური.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს ჩეკას ცნობით სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი წარმოშობით იყო გლეხი, სოციალური სტატუსით – მიწის მუშა.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ისიდორე სამსონის ძე ჯაშმა დაასრულა გიმნაზიის 5 კლასი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის ჩეკას ცნობით ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძე სოციალური წარმოშობით იყო გლეხი, სოციალური სტატუსით – მუშა.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, რაფიელ ივანეს ძე ჩხაიძეს ჰქონდა უმაღლესი განათლება, პროფესიით იყო მასწავლებელი.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ივანე ბეგლარის ძე ღლონტმა დაამთავრა 4 კლასი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილი, საქართველოს ცეკაში მასზე წარმოებული საქმის მიხედვით, წარმოშობით იყო გლეხი, სოციალური სტატუსით – სტუდენტი.

1924

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების მიხედვით, 1924 წელს დავით ჭავჭავაძემ სამეგრელოში გაჭირვებით მოაგროვა ასიოდე ცხენოსანი, რომელთაც სამეგრელოდან მოულოდნელად უკანდახეულ სხვა ნაწილებთან ერთად საჯავახოს სადგურზე მოუხდათ ბრძოლა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი თბილისში რამდენჯერმე შეხვდა გენერალ კოტე აფხაზს.

1924

ტიპი: ავტორობა

1924-1934 წლებში სიმონ ქვარიანმა დაწერა პოემა „ბუმბერაზები“ (ლენინ-სტალინი) და ორი ისტორიული რომანი: „დიდი მოურავი“ და „შოთა რუსთაველი“.

1924

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე სულხანიშვილი მოგონებებში წერს, რომ 1924 წელს მან ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეუღლესთან, ნინო მეღვინეთუხუცესთან გაგზავნა მეგობარი ჩოლოყაშვილის ადგილსამყოფელი გასაგებად. გზად მას ქაქუცას ძმა სიკო ჩოლოყაშვილი შეხვდა, რომელმაც უამბო, რომ ქაქუცა 6 კაცთან ერთად ალვანის ტყეებში იმყოფებოდა. იმ დროისთვის კი ვაზნების წასაღებად თელავში წასულიყვნენ.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1925 წლებში ქრისტინე შარაშიძე მასწავლებელთა სახლში ქართული ენის კაბინეტის ხელმძღვანელად იყო მიწვეული.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს განათლების კომისარიატი ოლღა ჭავჭავაძეს ყოველთვიურად აძლევდა დახმარებას,39 მანეთს. ამ თანხით ირჩენდა თავს მისი მომვლელიც.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს მწერალი და დრამატურგი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე ცხოვრობდა თბილისში, მესანგრეთა (საპიორების) ქუჩის N27-ში.