ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50477

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ექიმი დავით ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა. 

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მეან-გინეკოლოგი იოსებ ნიკოლოზის ძე თუმანიშვილი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ოქტომბერს თეატრ „რადიუმში“ იასონ გაბილაიას უნდა წაეკითხა ლექცია „დანია, როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების სამეფო“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ეპისკოპოსმა დავითმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ სრული მოხსენება დაბეჭდა რუსულ ენაზე.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ევსევი ბარნაბას ძე ნიკოლაძემ პეტერბურგის აკადემია დაამთავრა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ევსევი ნიკოლაძე ქუთაისის საეპარქიო ქალთა სასწავლებელში მასწავლებლად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ლევან ეგნატაშვილი, ამბერკი ელიავა და ვლადიმერ ეჯოშვილი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში ექიმისგან დანიშნულების მიღება 50 კაპიკი ღირდა, დღე-ღამეში საწოლი – 4 მანეთი. ღარიბებისთვის კი ერთი საწოლი უფასო იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს პედიატრი მარიამ ბაქრაძე მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა. 

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს არსენ მამულაიშვილს ოლგას ქუჩა №13-ში კერძო სკოლა-პანსიონი ჰქონდა. 

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს მიხეილ გედევანიშვილს კერძო კლინიკა ჰქონდა კუკიაზე, ნიკოლოზის ქუჩა №21-ში.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სტომატოლოგი ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძე მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა. 

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მიხეილ გედევანიშვილი თავისი კლინიკაში ნევროპათოლოგად და რადიოლოგად მუშაობდა. 

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თერაპევტი გრიგოლ გრიგოლის ძე მაღალაშვილი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ოფთალმოლოგი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე შატილოვი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა. 

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სტომატოლოგი ივანე პავლეს ძე ახალშენიშვილი მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა. 

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – ივანე სვიანაიძემ, ივანე შავთვალოვმა, ალექსი ხითაროვმა, სვიმონ ჩანადირმა, მიხეილ ჩოფიკაშვილმა, ლუკა ჩიკვილაძემ – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – ალექსანდრე ჩითაევმა, ივანე ქავთაროვმა, იოსებ ქუთათელაძემ, გიორგი ქუმსიევმა, სვიმონ ქენქაძემ, ესტატე ღუდუშაურმა, დავით თათარაშვილმა, ივანე ფიცხელაურმა, პეტრე ფრიდონაშვილმა – საწევრო, 6 მანეთი, გადაიხადეს.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – ანდრეა ჩერნიავსკიმ, კოტე წიკლაურმა, ირაკლი ღვინებაძემ, მოსე ღარიბაშვილმა, ყაზიბეგ თხოსტოვმა, ისაია ფილაშვილმა – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – იოსებ შვილიევმა, იოსებ ხოლოევმა, გიორგი ჩოხელაშვილმა, მაგომეტ ჯაბაგიევმა და ადამ ფორაქიშვილმა – საწევრო, 10 მანეთი, გადაიხადეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ჩხარში პლატონ ლეჟავას მეთაურობით სამომხმარებლო საზოგადოების დაარსება გადაწყვიტეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ნოემბერს ქუთაისში თბილისის სამოსამართლო პალატის სესიას უნდა განეხილა პავლე სურმავას საქმე. იგი თბილისის ნაფიც ვექილს, გიორგი გვაზავას უნდა დაეცვა.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – ნიკო რამაზაშვილმა, ივანე როსტიაშვილმა, მინა კბილაძემ, ივანე კახაძემ, ივანე მელაშვილმა, ეკატერინე სარაჯიშვილისამ და გიორგი სხირტლაძემ – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს. 

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაბეჭდილ სტატიაში „ქართული საერო პოეზია“ ავტორი, ივანე გომართელი, აკრიტიკებს რაფიელ ერისთავის პოეზიას.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ელიავას წერილი „პასუხად ს. ქვარიანს“.