რეგისტრირებული ფაქტები47944
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ ნამდვილ წევრთა სია: დეკანოზი იოანე შიუკაშვილი, მღვდელი იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი, ივანე დიმიტრის ძე მაყაშვილი, ნინო ალექსანდრეს ასული ჩოლოყაშვილი, თამარა ამბროსის ასული ხელაშვილი და ნინო დავითის ასული ვახვახიშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: შუამთის მონასტრის იღუმენი ნიკოლოზი, შუამთის მონასტრის მღვდელ-მონაზონი იოსები, ნიკიფორე იასეს ძე მამინაიშვილი, ვლადიმერ ანდრიას ძე ედილაშვილი და დავით მარკოზის ძე აბაშიძე.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ლაზარე ვასილის ძე მურთაზაშვილი, სანდრო სუხიტაშვილი, მიხეილ ესტატეს ძე საყვარელიძე, მღვდელი ეპიფანე ჯიოშვილი, მარიამ მერაბის ასული რცხილაძისა და ვლადიმერ დავითის ძე გოგიაშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ანა იაგორის ასული ჩოლოყაშვილისა, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი, ათანასე ზურაბის ძე ლეჟავა, დავით პეტრიაშვილი, ესტატე მიხეილის ძე პაატაშვილი და თამარა ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი, დავით ივანეს ძე ძაძამიძე, ონისიმე მკერვალიშვილი, მღვდელი დავით იოანეს ძე გიუნაშვილი, სვიმონ ანდრიას ძე პასკო და მღვდელი მიხეილ პეტრეს ძე ელიზბარაშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ნინო ლუკას ასული კიკვიძისა, მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი, გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი, მიხეილ ამონაშვილი და ვლადიმერ აგაფონის ძე სვიმონიშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძისა, ელენე მიხეილის ასული შიუკაშვილი, ოლღა ზაქარიას ასული პაატაშვილი და მღვდელი გიორგი ტატიშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: სვიმონ ბესარიონის ძე აბელაშვილი, სოლომონ გიორგის ძე არჩუაშვილი, დიმიტრი იაკობის ძე გაგუნაშვილი, სოფიო ალექსანდრეს ასული მაჭავარიანისა და მღვდელი იოანე დიმიტრის ძე აღნიაშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ალექსანდრე სუხიტაშვილი, ალექსანდრე ციციშვილი, სიმონ ალექსანდრეს ძე მაღრაძე, თამარ ნიკოლოზის ასული მაჩაბელი და მღვდელი სარდიონ ნიკოლოზის ძე ალადაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დელეგატთა კრებაზე დასასწრებად საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძე გაგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 მარტს გრიგოლ მაისურაძემ ოლივერ უორდროპს მისწერა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ გამოცემას მიაკვლია, მაგრამ უფულობის გამო ვერ ყიდულობდა. სთხოვა, დაინტერესების შემთხვევაში სწრაფად მიეწერა მისთვის, რომ წიგნი არ დაეკარგა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 მარტს გრიგოლ მაისურაძემ ოლივერ უორდროპს გაუგზავნა „ყარამნიანი“ და მისწერა, რომ იყო სხვა ძველი წიგნებიც, რომელთა შეძენასა და მასთან გაგზავნას უსახსრობის გამო ვერ ახერხებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს წლის 15 მარტს გრიგოლ მაისურაძემ ოლივერ უორდროპს მისწერა, რომ მის მაღაზიაში ბევრი ძვირფასი ნივთი მიჰქონდათ, რომელთა შეძენასაც უფულობის გამო ვერ ახერხებდა, რომ სიძველეების მოსაპოვებლად თვითონაც დადიოდა სოფლებში.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომაზე დაადგინეს, რომ საქალაქო გამგეობაში შეეტანათ თხოვნა, რათა მუზეუმის შენობის ასაშენებელი ადგილი საქალაქო გადასახადისგან გაეთავისუფლებინათ. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომაზე გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1910 წელს მისი შუამდგომლობით მაშინდელმა გუბერნატორმა ნება დართო ერთი წლის განმავლობაში ქართული მუზეუმის ასაშენებლად თბილისის გუბერნიაში თანხა შეეგროვებინა, მაგრამ საზოგადოებამ ამ ნებართვით მაშინ ვერ ისარგებლა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტს გამართულ სამუზეუმო კომისიის სხდომაზე დაადგინეს, რომ თბილისის თავადაზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს წინაშე კვლავ აღეძრათ შუამდგომლობა ქართული მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად 50000 მანეთის გადადების შესახებ. სამუზეუმო ადგილი ბანკში იყო დაგირავებული და აღნიშნული თანხა მის გასასტუმრებლად სჭირდებოდათ. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 14 მარტს გაიმართა სამუზეუმო კომისიის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 მარტს გაიმართა სამუზეუმო კომისიის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ სამუზეუმო კომისიის წევრები: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი და სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას მგელაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამუზეუმო კომისიამ დაადგინა, თავის წევრებად მოეწვიათ დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი, ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი და ვასილ ზურაბის ძე ბერელაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 მარტს სამუზეუმო კომისიის სხდომაზე განიხილეს ქართული მუზეუმის საკითხი. სხდომას თავმჯდომარეობდა ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ სამუზეუმო კომისიის წევრები: ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი. წევრები: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა დატოვა ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მის ჭირისუფლებს ანდერძში დასახელებული მამულები უნდა გაეყიდათ და შემოსავლის ნახევარი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გადაეცათ, რომელიც ქართული მუზეუმის აშენებას უნდა მოხმარებოდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის იხედვით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ჭირისუფლები ერთ-ერთი მამულის გაყიდვას აპირებდნენ, რომლის ნაწილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა გადაეცათ. საზოგადოება ამ თანხით სამუზეუმო ადგილის ვალის გადახდას აპირებდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, მუზეუმის შენობის ასაშენებლად ხელის მოწერით თანხის შეგროვება უხერხული იქნებოდა და საკმარისი თანხა მაინც ვერ შეგროვდებოდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.