ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50191

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობას რევოლუციურმა კომისარიატმა თებერვლამდე დაწყებული წიგნების ბეჭდვის გაგრძელების უფლება მისცა და ზოგიერთი დაბეჭდა, მაგ.: დუტუ მეგრელის თხზულება „ბუნება სკოლაში“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრების ოქმის მიხედვით, მთავარგამგეობამ დაბეჭდა დიმიტრი თომას ძე ხოშტარიას თხზულება „ბუნება სკოლაში“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობას რევოლუციურმა კომისარიატმა თებერვლამდე დაწყებული წიგნების ბეჭდვის გაგრძელების უფლება მისცა, მაგრამ ზოგიერთი წიგნის ბეჭდვა შეჩერდა სტამბის დაკეტვის გამო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობა რევოლუციურ კომისარიატს განუწყევტლივ სთხოვდა საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ რევოლუციურმა კომიტეტმა მთავარგამგეობის წევრები დაიბარა შეხვედრაზე სასაუბროდ იმის შესახებ თუ როგორი ურთიერთობა უნდა დამყარებულიყო საზოგადოებასა და კომისარიატს შორის.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა მთავარგამგეობის წევრებს თათბირზე სთხოვა წარედგინათ მოხსნება და განეცხადებინათ რისი გაკეთება სურდათ. მთავარგაბმგეობამ მოხსენება წარუდგინა მათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დახურეს საზოგადოების მაღაზია და კანცელარია, რაც მთავარგამგეობამ შეატყობინა რევოლუციურ კომიტეტს, სთხოვა გაეცა განკარგულება გახნის შესახებ და კომისარიატის განკარგულებით კვლავ გახსნეს მაღაზია და კანცელარია.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც რევოლუციურმა კომიტეტმა გამოსცა დეკრეტი წიგნების თავისუფლად გამოცემისა და საქმიანობის შესახებ, მთავარგამგეობა შეუდგა ახალი საგამომცემლო გეგმის შედგენას და აპირებდნენ კომისარიატში წარდგენას, მაგრამ მოულოდნელად შეიტყვეს, რომ საზოგადოება დაკეტილი იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ რევოლუციური კომისარიატის კომისარს ქუთაისის განყოფილების წარმომადგენლისთვის უცნობებია საზოგადოების დახურვის შესახებ ინფორმაცია.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რევოლუციური კომისარიატის კომისრის ინფორმაციით, საზოგადოება იმიტომ დახურეს, რომ თავისუფლად წიგნის გამოცემისა და საქმიანობის შესახებ დეკრეტის გამოსვლიდან დიდი ხანი იყო გასული და საზოგადოებისთვის სახელი არ ჰქონდათ შეცვლილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა გამგეობის მიერ შემუშავებული და მიღებული საზოგადოების ახალი წესდების პროექტი, რომელიც კრებამ ერთხმად დაამტკიცა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ მთავარგამგეობა რევოლუციურ კომისარიატს დაჰპირდა კრებაზე საზოგადოებისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხის წარდგენას.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრება დაიხურა 3 საათსა და 20 წუთზე. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობას რევოლუციურმა კომისარიატმა თებერვლამდე დაწყებული წიგნების ბეჭდვის გაგრძელების უფლება მისცა, მაგრამ ზოგიერთი წიგნის დაბეჭდვა ბოლომდე ვერ მოხერხდა სტამბაში წიგნის ამწყობების არ ყოლის გამო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებას დაესწრნენ ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ მთავარგამგეობამ რევოლუციური კომისარიატის თავმჯდომარეს სთხოვა საზოგადოების დახურვის დადგენილება არ შესულიყო ძალაში კრების გამართვამდე და მათი ორგანიზაციისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხის განხილვამდე.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რევოლუციური კომისარიატის თავმჯდომარე მთავარგამგეობას დაჰპირდა დახმარებას, რომ საზოგადოების დახურვის დადგენილება არ შესულიყო ძალაში კრების გამართვამდე და მათი ორგანიზაციისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხის განხილვამდე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრები ერთხმად დასთანხმდნენ დავით კარიჭაშვილის წინადადებას წიგნსაცავ–მუზეუმების საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის გადაცემის შესახებ იმ შემთხვევაში თუკი დახურავდნენ საზოგადოებას.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილის წინადადებით, მთავარგამგეობას უფლება მისცეს სათანადო უწყების მიერ ახალი წესდების დამტკიცების დროს თუკი საჭიროება მოითხოვდა დათმობაზე წასულიყვნენ თუ, რასაკვირველია, მათ მიერ წესდებაში შეტანილი ცვლილებები არ იქნებოდა წინააღმდეგი საზოგადოების მიერ დასახული მთავარი მიზნისა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, პეტრე დავითის ძე საყვარელიძე და იაკობ თომას ძე ციცნაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებას დაესწრნენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა „პროვინციალური წერილების“ მეორე ნაწილი, რომლის ავტორის ფსევდონიმია წაკოლა-ც. წერილის მეშვეობით შეგვიძლია შევიტყოთ თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ვაჭრებს გლეხების მიმართ, რომლებიც დიდი შრომითა და წვალებით მოყვანილ მოსავალს ჰყიდნენ.