რეგისტრირებული ფაქტები50191
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საგურამოს სკოლის პედაგოგის არისტოკლე რამინიშვილის თხოვნა, რომ ავადმყოფობის გამო 1 თვით გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან და დახმარების სახით გაეგზავნათ 10 თუმანი. გამგეობამ დააკმაყოფილა ა. რამინიშვილის თხოვნა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გორის ქალთა სახელოსნოს გამგე ელენე თარხნიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას ბიბლიოთეკისთვის გადაეცა 165 მანეთის წიგნები, რომლის საფასურსაც ნაწილ-ნაწილ გადიხდიდნენ. გამგეობამ დაადგინა, მიეწერათ გორის განყოფილებისთვის ელენე თარხნიშვილის თხოვნის შესახებ და ეთხოვათ წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრება ამ ფაქტთან დაკავშირებით.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა საქველმოქმედო სკოლის პედაგოგმა ევგენია ეგაძემ, რომ სკოლისთვის ესაჭიროებოდათ საყმაწვილო წიგნები საკითხავად და ასევე მომავალი წლიდან საყმაწვილო ჟურნალის გამოწერაც. გამგეობამ სკოლას 8 მანეთის წიგნები გაუგზავნა და ასევე დაადგინა, რომ მომავალი წლიდან მათთვის გამოეწერათ ჟურნალი „ნაკადული“.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს აწყურის სამრევლო სკოლის გამგე, მღვდელ ეფრემ ინასარიძის თხოვნა, რომ ესაჭიროებოდათ 23.70 მანეთის სახელმძღვანელოები, სკოლის ქართველ მაჰმადიანთა მოსწავლეებისათვის დასარიგებლად. გამგეობამ ე. ინასარიძის თხოვნა დააკმაყოფილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების სახელზე მიღებული ყოველი შემოწირულობის გამგებლობა დაევალებინათ ალექსანდრე ყიფშიძისთვის.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, წარმოადგინეს ზუგდიდის უფასო სამკითხველოს გამგეობის თხოვნა, რომ ესაჭიროებოდათ წიგნებით დახმარება. გამგეობამ 25 მანეთის წიგნები გაუგზავნა ზუგდიდის სამკითხველოს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ცნობა, რომ 2 წლის წინ გამგეობამ ყვირილის განყოფილებას 300 მანეთის კრედიტი გაუხსნა და პლატონ კიკნაველიძეს გადასცა. მას წიგნის მაღაზია არ ჰქონდა, მიღებული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა და მხოლოდ 150 მანეთის დაბრუნება შეძლო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო არაგვისპირელი, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე მოხსენება გააკეთა სასკოლო სექციამ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების შესახებ. გამგეობამ სასკოლო სექციას დაავალა „რუსკოე სლოვოს“ მეორე ტომში გაეკეთებინა შესწორებები და დასაბეჭდად გაემზადებინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ბურჭულაძემ გააკეთა მოხსენება ყალამშის სკოლის შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა: ყალამშის სკოლის შენობისთვის გადაედოთ 512.20 მანეთი, ხოლო ნივთების შესაძენად 91 მანეთი, ასევე სკოლის მოსაწყობად თანხა დაეხარჯათ თავადაზნაურების შემოწირული თანხიდან და ინსპექტორის ჯამაგირიდანაც.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, „სახალხო გაზეთის“ რედაქტორმა ნიკო კურდღელაშვილმა თანამდებობის არისტო ჭუმბაძისთვის გადაცემის შესახებ გუბერნატორთან შეიტანა განცხადება.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუარსაბ მიხეილის ძე ყრუაშვილი გარდაცვალებამდე ფოთის გამგეობის წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ტიხონ ალექსის ძე ასათიანი და პავლე მეფისაშვილი ეფროსინე ბობოხიძის ქვრივსა და ობლებს 40 მანეთით დაეხმარნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელმა ფილიმონ დეკანოსიძემ ერმალოზ ვეფხვაძის წინააღმდეგ საჩივარი აღძრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელი ი. გველესიანი ერმალოზ ვეფხვაძის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამოსაძიებლად ხარაგაულში ჩავიდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 28 ნოემბერს ეკატერინე ვასილის ასული ბახტაძისა ხონის ქალთა წრის გამგეობის წევრად აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბერს ხონის კლუბის დარბაზში გაიმართა ქალთა წრის საზოგადო კრება, რომელზეც წრის თავმჯდომარედ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა აირჩიეს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 28 ნოემბერს ემილია და ეკატერინე ქუთათელაძეები ხონის ქალთა წრის გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე ყანჩელმა აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავი“ რუსულად თარგმნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, „სახალხო გაზეთის“ რედაქტორმა ნიკო კურდღელაშვილმა შუამდგომლობა აღძრა სამხატვრო ჟურნალ „სიმების“ გამოსაცემად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ჯიმშელეიშვილმა ხონისა და კუხის მოსახლეობას საავადმყოფოს ასაგებად 4 000 მანეთი უანდერძა, ხოლო ამ საავადმყოფოსთვის ექიმებისა და ფერშლების დასაქირავებლად – 40 000 მან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პავლე თუმანიშვილმა აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავის“ გამოცემა გადაწყვიტა.