რეგისტრირებული ფაქტები50191
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 სექტემბერს ლანჩხუთში წვრილ მემამულეთა არჩევნებზე 14 ადამიანი აირჩიეს – ორი კიტა აბაშიძის მომხრე, ოთხი დასელი და რვა გაურკვეველი მიმართულებისა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 19 სექტემბერს ყოფილი მასწავლებელი ემელიანე ლომთათიძე დააპატიმრეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 18 სექტემბერს ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელს, გიორგი მინას ძე აბაშიძეს კავკასიის ოლქის მზრუნველმა ნება დართო, რუსული ენა 1-ლ და მე-2 კლასებში ესწავლებინა, ისტორია კი – მე-2 კლასში.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 18 სექტემბერს გარდაიცვალა ეგნატე მამუკას (მაკარი) ძე ხრამელაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 სექტმბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ გუდაუთლებს ნება დართეს გაეხსნათ დაბა გუდაუთაში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება. გუდაუთის განყოფილების გამგეობა მთვარ გამგეოიბას სთხოვდა საქმის წარმოებისთვის საჭირო სადავთრე წიგნებისა და ლითონის ბეჭდის გამოგზავნას შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი და მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 სექტმბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ 1912 წლის 13 აგვისტოს ქუთაისის საგუბერნიო მმართველობამ ნება დართო გუდაუთელებს, გაეხსნათ დაბა გუდაუთაში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი და მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ 1912 წლის 5 სექტემბერს დაბა გუდაუთის ბოქაულმა ოფიციალურად გამოუცხადა გუდაუთელებს მათ დაბაში სკოლის გახსნის ნებართვის შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი და მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 სექტემბერს ვარლამ იმნაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წლიურ კრებაზე იაკობ გოგებაშვილისა და ალექსანდრე ხახანაშვილისთვის პანაშვიდის გადახდა გადაწყვიტეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 სექტემბერს ვარლამ იმნაძემ ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წლიური კრება გახსნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 სექტემბერს ვარლამ იმნაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წლიურ კრებაზე აღნიშნეს, რომ გასულ წელს საზოგადოების შემოსავალი 700 მანეთი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 სექტემბერს ვარლამ იმნაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წლიურ კრებაზე აღნიშნეს, რომ დაარსდა სალიტერატურო წრე, რომლის წევრებმაც ზაფხულში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ლექციების წაკითხვა და შემოსავლის სათვისტომოსთვის შეწირვა გადაწყვიტეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 16 სექტემბერს აკაკი პაპავა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 სექტემბერს ლეჩხუმში წვრილ მემამულეთა არჩევნებში გედევან გაბუნიას მონაწილეობაზე საზოგადოების ნაწილმა უარი განაცხადა, რის გამოც ყუთი არ დაუდგეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 სექტემბერს ლეჩხუმში წვრილ მემამულეთა არჩევნებს სულ 19 პირი დაესწრო. არჩევნებში მონაწილეობდნენ ვარლამ ლევანის ძე გელოვანი, ნიკოლოზ ვლადიმერის ძე ჩიქოვანი, ალექსი ვახტანგის ძე გელოვანი, ტარასი გრიგოლის ძე ახვლედიანი და ნიკოლოზ მეთოდეს ძე ჩარკვიანი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ანნა კაპანაძემ, რომ მიეცათ მისთვის რამდენიმე ცალი „დედა ენა“ და ქართული რვეულები ახალქალაქში მცხოვრები გლეხებისთვის გადასაცემად. გამგეობამ ა. კაპანაძის თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთეს სოფელ შრომაში სკოლის გახსნის შესახებ, რასაც თან ერთვის ცნობა, რომ დირექციამ თანხმობა განაცხადა სკოლის გახსნის თაობაზე და ასევე მათივე გადმოცემით სკოლის შენობა მზად ყოფილა, მხოლოდ თანხა იყო საჭირო პედაგოგთა ხელფასისათვის და სკოლის ინვენტარისთვის. გამგეობამ სკოლების რევიზიის კომისიას დაავალა წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრება შრომაში სკოლის გახსნის შესახებ. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორმოცე სხდომა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ნესტორ ყუბანეიშვილს წიგნების ანგარიშში გადასცა 7 მან., ალექსანდრე ყიფშიძეს — 147 მან., სერგი გორგაძეს — 34.05 მან., მიხეილ გედევანიშვილს — 200 მან., ასევე გადაიხადეს საზოგადოების სკოლებისთვის გაგზავნილი წიგნებისა და ალექსანდრე ხახანაშვილის დაკრძალვის თანხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ატენის სკოლაში მასწავლებლის მიღების თაობაზე. გამგეობამ მოხსენების განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.