რეგისტრირებული ფაქტები50191
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვერის ბიბლიოთეკის გამგემ წიგნებით დახმარება ითხოვა. გამგეობამ 15 მანეთის წიგნები გაუგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დასვეს „დედა ენის“ გამოცემის საკითხი. გამგეობამ მოითხოვა, წიგნის დაბეჭდვის პირობები წარედგინათ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 22 აგვისტოს ილია ქუთათელაძე დიდი ჯიხაიშის წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგედ დაინიშნა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სტამბის მფლობელმა მიხეილ გაჩეჩილაძემ, რომ მიეცათ მისთვის 250 მანეთის კრედიტი. გამგეობამ დაადგინა, რომ ჯერ უნდა შეეგროვებინათ ინფორმაცია, თუ რისთვის სჭირდებოდა წიგნები.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქუთაისის განყოფილების გამგეობამ მიმართა მთავარ გამგეობას კითხვით, თუ რა მონაწილეობა უნდა მიეღოთ მათ სტიპენდიების განაწილების პროცესში. გამგეობამ განაცხადა, რომ სტიპენდიების განაწილება მთავარი გამგეობის პრივილეგია იყო და გარეშე განყოფილებებს მხოლოდ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება შეეძლოთ. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე მდივანი, წარმოადგინეს ცნობა, რა თანხა მიიღო საზოგადოებამ ძმები ზუბალაშვილებისგან, რამდენი დახარჯეს და რამდენი დარჩათ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ვლადიმერ ორჯონიკიძის თხოვნა სტიპენდიის გაგრძელების თაობაზე. ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ მას სწავლა იმ წელს უნდა დაესრულებინა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ დაუსრულებია. გამგეობამ ვ. ორჯონიკიძეს თხოვნაზე უარი განუცხადა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს აკაკი ფაღავას თხოვნა სტიპენდიის გაგრძელების თაობაზე. ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ მას სტიპენდია ეძლეოდა 4 წლის განმავლობაში და იმ წელს სწავლაც უნდა დაემთავრებინა, მაგრამ ბერძნული ენის უცოდინრობის გამო ერთი წელიწადი დაუკარგავს. გამგეობამ ა. ფაღავას თხოვნაზე უარი განუცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე შიო დედაბრიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და ლუარსაბ ბოცვაძემ მოხსენება გააკეთეს წიგნების ღია ანგარიშით გაცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ უნდა შეემუშავებინათ წიგნების გაცემის ინსტრუქციები.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ იმნაძისთვის სტიპენდიის მიცემის საკითხი განიხილეს, მან ავადმყოფობისა და სხვა მიზეზების გამო სწავლის დროულად დამთავრება ვერ შეძლო. გამგეობამ იმნაძისთვის სტიპენდიის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 36-ე სხდომას ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, შიო დედაბრიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 აგვისტოს ვახო დურგლიშვილმა პეტრე მამარაძეს აცნობა, რომ მთლიანად მიიღო სადურგლო სამუშაოებისთვის თავისი კუთვნილი 19 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ნაფიცმა ვექილმა გრიგოლ რცხილაძემ ხელწერილით დაადასტურა, რომ 10 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო განსვენებული იაკობ გოგებაშვილის ორი ანდერძის წერილი, რათა ოლქის სასამართლოში დასამტკიცებლად წარედგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სტიპენდიის თხოვნები, რომელთა განხილვა და მოხსენების გაკეთება დაევალათ შიო დედაბრიშვილს, ალექსანდრე მდივანსა და არჩილ ჯაჯანაშვილს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის ნების ამსრულებლებმა – შიო დედაბრიშვილმა, ფილიპე გოგიჩაიშვილმა და სოფრომ მგალობლიშვილმა – წარადგინეს გოგებაშვილის დასაფლავების ანგარიში, რომელიც გამგეობამ მიიღო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 35-ე სხდომას დაესწრნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, შიო დედაბრიშვილი, გრიგოლ რცხილაძე და სოფრომ მგალობლიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ინჟინერ პეტრე მამრაძის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გადაკეთება და ღობის (მოაჯირის) დასრულება 1065 მანეთი ჯდებოდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ხონის განყოფილების თხოვნა, რომ სასწრაფოდ ეცნობებინათ მათთვის დაეთმობოდათ თუ არა „საზოგადოების“ გამოცემანი საკომისიოდ. გამგეობამ დაადგინა, რომ თანხმობა ეცნობებინათ ხონის განყოფილებისათვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ შექმნა კომისია, რომლის წევრები იყვნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი და შიო დედაბრიშვილი. მათ საზოგადოების განყოფილებათა მაღაზიებში წიგნით ვაჭრობის შესახებ წესების შედგენა დაევალათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ კომისიამ ივანე ჯავახიშვილის, ანატოლი კალგინის, ჰენრიკ გრინევსკის, სიმონ კლდიაშვილისა და პეტრე მამრაძის შემადგენლობით, შეიმუშავა ილიას ძეგლის გადაკეთების პროექტი, რომლისთვისაც საჭირო იყო 1065 მანეთი. გამგეობამ დაამტკიცა მათი პროექტი და ითხოვა ძეგლი აგვისტოში მზად ყოფილიყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და სხვ. სხდომაზე გამგეობამ დავით კარიჭაშვილს წიგნების ანგარიშში 13.18 გადასცა, ვასილ ყიფიანს — 70.40, თეოფილე ბოლქვაძეს — 10.70, ბეგლარ ფიღინოვს — 2.76, დიმიტრი არაყიშვილს კი — 17.25 მან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე და ალექსანდრე ყიფშიძე; სხდომაზე წარადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 21 იანვრიდან 7 აგვისტომდე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 34-ე სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და ლუარსაბ ბოცვაძე.