ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50457

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას სესხად გაცემული ჰქონდა 3273 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრნი: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი ივლისისათვის ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას სალაროში ნაღდი ფულის სახით 315 მანეთი ჰქონდა. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები – დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს თბილისში დაიდგა კომედიური ჟანრის სპექტაკლი „ცოლის შერთვეინება“, რომელიც ქართულად დიმიტრი ყიფიანმა თარგმნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს პოლიკარპე ლორთქიფანიძე საწირის სკოლის პედაგოგი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს მეტეხის სკოლის პედაგოგი გ. წულუკიძე თავისი თხოვნით თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში გადაიყვანეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს გაზეთ „კავალის“ რედაქციამ მიიღო ილია ჭავჭავაძის იუბილესათვის მიძღვნილი ბიოგრაფიულ-კრიტიკული ეტიუდი „ილია ჭავჭავაძე“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 აგვისტოს სენაკის სკოლის ინსპექტორმა, სამსონ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ყურადღება არ გაემახვილებინათ თავის თანამშრომელთა საჩივარზე, რომლებიც მას შეთქმულებას უწყობდნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩილ ჯორჯაძემ აღნიშნა, რომ გაზეთი „ზაკ. რეჩი“ არჩევნებთან დაკავშირებით ცალმხრივ ცნობებს სტამბავდა, გაზეთის რედაქცია არ აღნიშნავდა, რომ იმერეთის არჩევნებში კიტა აბაშიძის მომხრეებიც მონაწილეობდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ცუცუნია ღოღობერიძესთან ინტიმური ურთიერთობის გამო სიმონ კიკალეიშვილს გიორგი ერმილეს ძე ღოღობერიძის მოკვლას აბრალებდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამაზრო კომისიის სხდომაზე 4 ოქტომბერს ქუთაისში გამართული არჩევნების გაუქმება და ევგენი გეგეჭკორის ამომრჩეველთა სიიდან ამორიცხვა გადაწყვიტეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კიტა აბაშიძის წიგნის „ეტიუდები მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ“ მეორე ტომი 14 შაურად იყიდებოდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს მ. გ. დეკანოსიძე სოფ. ლეღვნის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნიკოლოზ ჟორჟოლაძემ ხრესილის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოსთვის 18. 4 მანეთი შეაგროვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფილიპე ჭელიძის შამპანურები – „თამარ მეფე“ და „კოლხიდა“ – ერთი ოქროს და ხუთი ვერცხლის მედლით იყო დაჯილდოებული.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წელს მიხეილ ერისთავმა სოფელ კარალეთში საგვარეულო მიწას ნაყიდი მიუმატა და მეურნეობა დაიწყო. გააშენა 14 დესეტინა ხეხილი, მოაშენა საქონელი და ფრინველი, ინგლისიდან ღორები გამოიწერა, ახალი წესით მოაშენა ფუტკრის სკა, გააუმჯობესა პურისა და ბალახის მოყვანა.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წელს თბილისში დაარსდა სამმართველო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებდნენ. სამმართველოში უნდა აერჩიათ: სოფლის მამასახლისები, მათი თანაშემწეები და სოფლის მსაჯულები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „საქართველოს მოკლე ისტორია“ იყიდებოდა თბილისში ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ჭილაძის მაღაზიაში, თელავში – ვ. როსტომაშვილთან, სიღნაღში – ვ. ქიტიაშვილთან, სურამში – ა. ქარსიძესთან, ფოთში –ხუმარიძესთან (ხუმარაძესთან) და ყვირილაში – ღამბაშიძესთან. წიგნი 60 კაპიკი ღირდა და მთავრობის მიერ იყო მოწონებული.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილმა შეადგინა წიგნი „საქართველოს საეკლესიო ისტორია“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „საქართველოს საეკლესიო ისტორია“ იყიდებოდა თბილისში ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ჭილაძის მაღაზიაში, თელავში – ვ. როსტომაშვილთან, სიღნაღში – ვ. ქიტიაშვილთან, სურამში – ა. ქარსიძესთან, ფოთში – ხუმარიძესთან (ხუმარაძესთან) და ყვირილაში – ღამბაშიძესთან. წიგნი 45 კაპიკი ღირდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „მერცხალი“ იყიდებოდა თბილისში, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ძმებ ჭილაძეებთან, თელავში – ვ. როსტომაშვილთან, სიღნაღში – ვ. ქიტიაშვილთან, სურამში – ა. ქარსიძესთან, ფოთში – ხუმარაძესთან და ყვირილაში – ღამბაშიძესთან. წიგნი 7 კაპიკი ღირდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის სტატია, რომელშიც იგი ქართველებს ურჩევდა შეესწავლათ ძველი სომხური ენა, რათა ქართულ–სომხური ისტორიული წყაროები საფუძვლიანად ეკვლიათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის ვიცე–გუბერნატორს გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძეს მიანიჭეს კამერგერის წოდება.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის ვიცე–გუბერნატორი იყო გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 1-ლი სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით დავით გიორგის ძე ნანუკოვი ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიქუროვის მაღაზიებში კუკიის ხიდთან იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი ქართული ანბანი, რომლის ფასი 2 შაური იყო.