ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50191

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადარი გიორგი ქართველიშვილი თავისი თხოვნის საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1903

ტიპი: გარდაცვალება

1903 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა გამგე-კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე მუხრანბატონი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბერს ბანძაში კიტა აბაშიძის მომხრე 29 რწმუნებული აირჩიეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალის“ ცნობით 20 ივნისიდან კბილის ექიმი ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძე პაციენტებს ნიკოლოზის ქუჩაზე (№21), „ივერიის“ რედაქციის შენობაში მიიღებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს პიატიგორსკში მცხოვრებმა თ. აბაშიძემ იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის სახელზე სტიპენდიის დასაარსებლად 2 მანეთი გაიღო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ტრიფონ ჯაფარიძის „ახალი ათონის“ მოკლე აღწერა გაზეთ „კოლხიდაში“ დაისტამბა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გაზეთის რედაქციამ ტრიფონ ჯაფარიძის წიგნის „ახალი ათონი“ მოკლე აღწერა მიიღო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ოქტომბერის არჩევნებზე ბანძაში ევგენი გეგეჭკორი და მისი მომხრეები გააშავეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ხონის თეატრში აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის სურათების ჩვენება გაიმართა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს პიატიგორსკში მცხოვრებმა ქართველებმა – ალ. კაპანაძემ, ანტონ ჯაფარიძემ, ელ. თოიძისამ, სვიმონ თუმანოვმა, რაფ. ბედიანიძემ, სვიმონ თევდორაშვილმა, ნესტორ კორძაიამ და პავლე იაშვილმა – იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის სახელზე სტიპენდიის დასაარსებლად თითო მანეთი გაიღეს.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) „ნოვოე ობოზრენიეზე“ დაყრდნობით წერდა, რომ თბილისის საბებიო ინსტიტუტმა ქალაქის გამგეობას შემწეობა წელსაც სთხოვა, რაზეც გამგეობამ ინსტიტუტის დირექტორს უპასუხა, რომ მათთვის გაუგებარი იყო თუ როგორ იხარჯებოდა გამოყოფილი ფული.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N28, რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, თბილისის ებრაელები ღარიბი ბავშვებისთვის წერა-კითხვის შესასწავლად და დასახმარებლად პერიოდულად ფულს აგროვებდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, თბილისის ებრაელებმა 3000 მანეთი შეაგროვეს (2000 კიდევ იყო საჭირო) ძველი თორის გადასაკეთებლად. ეს თორა იმჟამად კათოლიკეთა ქუჩაზე ინახებოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „მოსკოვსკიე ვედმოსტის“ ცნობით, სამხედრო ბეგარას ქუთაისის გუბერნიაში, შავი ზღვის ოლქსა და ბათუმ-სოხუმის მხარეში, ოქუმის თემის გარდა (სოფელი გალის მუნიციპალიტეტში), 1889 წლამდე არ შემოიღებდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, 1886 წლის დეკემბერში ამიერკავკასიის რკინიგზამ სულ 879 746 მანეთი მიიღო, ხოლო წინა წლის იმავე დროს 723 337 მანეთი.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N28 რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ცნობით, 1886 წლის დეკემბერში ამიერკავკასიის რკინიგზით 9 601 994 ფუთი სხვადასხვა საქონელი გადაზიდეს, შემოსავალმა 756 852 მანეთი შეადგინა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, 1886 წლის დეკემბერში ამიერკავკასიის რკინიგზით 15 709 ტონა ბარგი და სამხედრო საგანი გადაზიდეს, შემოსავალმა 5 185 მანეთი შეადგინა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, 1886 წლის დეკემბერში ამიერკავკასიის რკინიგზით 32 826 ადამიანმა იმგზავრა. გზის გამგეობამ ბილეთების ფასი 112 425 მანეთი მიიღო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოთხშაბათს, 11 თებერვალს, ქართულ თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ბენეფისი უნდა გამართულიყო. თეატრალური დასი ივანე მაჩაბლის თარგმნილ „ჰამლეტს“ წარმოადგენდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ორშაბთს, 9 თებერვალს, გაიმართებოდა საქალაქო საბჭოს სხდომა, სადაც 1887 წლის ხარჯთაღრიცხვის საკითხი განიხილებოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N28 რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ცნობით, თბილისის განათლებულმა ახალგაზრდობამ დააარსა კლუბი, სადაც, წესდების მიხედვით, ქაღალდის თამაში იკრძალებოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ლაიპციგში ფრანც იოჰან ფრიდრიხმა ქართველ პოეტთა 160-გვერდიანი კრებული გამოსცა. მის პირველ გვერდზე დაიბეჭდა ავტორის ლექსი საქართველოზე.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N28, რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ლაიპციგში ფრანც იოჰან ფრიდრიხის მიერ გამოცემულ ქართველ პოეტთა კრებულში რაფიელ ერისთავის 3, მამია გურიელის 1, ვლადიმერ მიქელაძის 2 და ნიკოლოზ რაზიკაშვილის (ბაჩანას) 3 ლექსი დაიბეჭდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ლაიპციგში ფრანც იოჰან ფრიდრიხის მიერ გამოცემულ ქართველ პოეტთა კრებულში 10 ილია ჭავჭავაძის, 5 აკაკი წერეთლის, 1 გიორგი ერისთავის და 2 ვახტანგ ორბელიანის ლექსი დაიბეჭდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ლაიპციგში ფრანც იოჰან ფრიდრიხის მიერ გამოცემულ ქართველ პოეტთა კრებულში 16 გრიგოლ ორბელიანის, 7 ალექსანდრე ჭავჭავაძის და 6 ნიკოლზ ბარათაშვილის ლექსი დაიბეჭდა.