ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44577

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელმა ზაქარია აქუაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ გომის სკოლისთვის საჭირო იყო შემდეგი სასწავლო წიგნებისა და ნივთების გამოგზავნა: 1 ეგზემპლარი ჩუბინიშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონი, კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო – 5, გრიფელის დაფები – 5, მიხ. ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“ მე-2 ნაწილი – 2, ევტუშევსკის „მათემატიკის გამოცანათა კრებული“, პირველი ნაწილი – 1 ეგზემპლარი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს დაბა ვანის სკოლის მასწავლებელი ფელიპე ტეტუნაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ წიგნები მიიღეს და სკოლაშია, მაგრამ არ არის დაფიქსირებული მიღების დრო და თითოეული სახელმძღვანელოს რაოდენობა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს დაბა ვანის სკოლის მასწავლებელმა ფელიპე ტეტუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 30 უღარიბესი მოსწავლისათვის სჭირდებოდათ ყველა სახელმძღვანელო და სასწავლო ნივთი და გაგზავნა სთხოვა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიიღო ვანის სკოლის მასწავლებელ ფელიპე მიხაილის ძე ტეტუნაშვილის მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ფელიპე ტეტუნაშვილის ცნობით, 1881 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით დაბა ვანის სკოლის ყველა მოსწავლე ღარიბი იყო, მათგან უკიდურესად ღარიბი იყო 30.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ ნაესაკაოს სკოლის მასწავლებელმა ივლიანე ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ მარნის სკოლის მასწავლებელმა იასონ კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ კონდოლის მასწავლებელმა რაჟდენ თარხანოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ იასონ კაპანაძის ცნობით, 1881 წლის 26 ნოემბრისთვის სოფელ მარნის სკოლაში 80 მოსწავლე ვაჟი სწავლობდა, ქალებს არ ღებულობდნენ, რადგან დასაჯდომი ადგილი ვაჟებსაც არ ჰყოფნიდათ. ამასთანავე დამაარსებლებს ის სკოლა ვაჟების სასწავლებლად ჰქონდათ ჩაფიქრებული.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ მარნის სკოლის მასწავლებელი იასონ კაპანაძე სწერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ 40 მოსწავლე ვაჟი ისეთი ღარიბი იყო, არა თუ სასწავლო ნივთები მოეპოვებოდათ, არამედ ფეხსაცმელებიც არ ეცვათ სიცივეში.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს მასწავლებელმა იასონ კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ მარნის სკოლისთვის არ მიუღია სასწავლო წიგნები და ნივთები.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ივლიანე ჭეიშვილის ცნობით, 1881 წლის 26 ნოემბრისთვის სოფელ ნაესაკაოს სკოლაში სწავლობდა 92 მოსწავლე ვაჟი და ქალი, მათგან 32 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ ნაესაკაოს სკოლის მასწავლებელმა ივლიანე ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ გასული წლის აგვისტოში მიიღო წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები, რომლებიც უფასოდ დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ხვანჭკარის სკოლის მასწავლებელ ონისიმე ძოწენიძეს კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ შესავსებად გაუგზავნა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ ნაესაკაოს სკოლის მასწავლებელი ივლიანე ჭეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სკოლისთვის საჭიროა შემდეგი წიგნები და ნივთები: 16 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, 56 ეგზემპლარი ქართული და რუსული წერის დედნები, ქაღალდი, მელანი, ფანქრები, გრიფელები, კალმები, კალმისტრები, ცარცი, აგრეთვე მასწავლებლისთვის – ქართული სახელმძღვანელოები: არითმეტიკის, ისტორიის და სხვანი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ მარნის სკოლის მასწავლებელი იასონ კაპანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობებს, რომ სჭირდებათ შემდეგი წიგნები: „დედა ენა“ – 18 ცალი, „ბუნების კარი“ – 10, კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო – 20, „როდნოე სლოვო“ I ნაწილი – 20, „როდნოე სლოვო“ II ნაწილი – 10, ნივთები: 30 ფანქარი, 1 კოლოფი კალმები, 30 კალმისტარი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ კონდოლის მასწავლებელმა რაჟდენ თარხანოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ გამგეობისგან გამოგზავნილი წიგნები და ნივთების ნაწილი დაურიგა მოსწავლეებს, რომელთაც ხელი მოაწერეს აღრიცხვის ჟურნალში, ზოგი კი დაცული იყო სკოლის ბიბლიოთეკაში და აღრიცხული ბიბლიოთეკის კატალოგში, აგრეთვე ბიბლიოთეკაში ინახებოდა და თავისუფალ დროს მოსწავლეები სარგებლობდნენ თავისუფალ საკითხავად 19 ეგზემპლარ სხვადასხვა წიგნს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს მასწავლებელმა რაჟდენ თარხანოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ კონდოლის სკოლას სჭირდებოდა ასპიდის დაფები, რამდენიმე ეგზემპლარი „დედა ენა“ და „ბუნების კარი“, აგრეთვე თავისუფალ დროს საკითხავი წიგნები.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ რაჟდენ თარხანოვის ცნობით, 1881 წლის 26 ნოემბრისთვის სოფელ კონდოლის სკოლაში სწავლობდა 27 მოსწავლე – 3 ქალი და 24 ვაჟი, მათგან 6-7 იყო ცოტა შეძლებული, ხოლო დანარჩენი ღარიბი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა განხილვა რაფიელ ერისთავის მიერ თარგმნილი იგავ-არაკებისა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ბაქრაძის ლექსები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „ნეტა რას ტირი, დედილო?“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ყიფიანის მიერ თარგმნილი ხუთმოქმედებიანი დრამის „მერიმა ანუ ბოსნიელები“ დასასრული.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ნოემბერს სოფელ პერევისის სკოლის მასწავლებელმა ბ. ბახტაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.