ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44961

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის პირველ დეკემბერს სოფელ მუხურის სკოლის მასწავლებელმა სამსონ თვალთვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის უფრო მეტად საჭირო იყო შემდეგი წიგნები: „ლოცვები, მცნებები და სიმვოლო სარწმუნოებისა განმარტებით“ (შედგენილი მარიამის სასახლის ეკლესიის დეკანოზ დ. სოკოლოვის მიერ და რუსულიდან ნათარგმნი გ. დიდებულიძისაგან) − 2 ეგზემპლარი, „როდნოე სლოვო“ I ნაწილი − 9, „დედაენა“ − 14, ასევე ნივთები: 9 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებით, 9 ფანქარი, თითოეულ მოსწავლეზე ათ-ათი ფურცელი საწერი ქაღალდი, სულ 90 ფურცელი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ დეკემბერს სოფ. ჩხირაულის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ ბრეგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წერილი გაუგზავნა სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ოყურეშის სკოლის მასწავლებელმა გიორგი თაგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1 დეკემბერს სოფელ დიმის სკოლის მასწავლებელმა ერმოლაოზ გუმბერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ქორეთის სკოლის მასწავლებელმა იასონ კაველაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ბუგეულის მასწავლებელმა მიხეილ სპირიდონის ძე გიორგობიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს ზუგდიდის მაზრის სოფ. მუხურის სასწავლებლის პედაგოგმა სამსონ იაკობის თვალთვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს ეწრის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ კოხრეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სპირიდონ ბრეგვაძის ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ ჩხირაულის სკოლაში სწავლობდა 13 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი, მათგან 7 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ჩხირაულის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ ბრეგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ არასდროს მიუღია სახელმძღვანელო წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ჩხირაულის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ ბრეგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა მოხსენება N6 სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს მასწავლებელი ერმალოზ გუმბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ სოფელ დიმის სკოლისთვის უფრო მეტად საჭირო იყო შემდეგი წიგნები: რამდენიმე ეგზემპლარი „ბუნების კარი“, კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი“, სკოლის რუკები, დ. სოკოლოვის „საღმრთო ისტორია“, „ლოცვანი“ და სხვა ქართული საკითხავი წიგნები, აგრეთვე ესაჭიროებოდათ ყველანაირი სასწავლო ნივთები: ფანქრები, კალმები, გრიფელები, სახაზავები, მელანი და სხვა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ერმალოზ გუმბერიძის ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ დიმის სკოლის 52 მოსწავლე ვაჟიდან მესამედზე მეტი ისეთი ღარიბი იყო, რომ სრულებით არ შეეძლოთ საკუთარი ხარჯით წიგნებისა და სასწავლო ნივთების შეძენა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ერმალოზ გუმბერიძის ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ დიმის სკოლაში სწავლობდა 52 მოსწავლე ვაჟი, არცერთი ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ დეკემბერს სოფელ დიმის სკოლის მასწავლებელი ერმოლაოზ გუმბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ მათგან შემოწირული წიგნები მოახმარეს სკოლას, ღარიბ და ბეჯით მოსწავლეებს დაურიგდათ უფასოდ, ხოლო დანარჩენებს− დროებით საკითხავად.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს მასწავლებელ სპირიდონ კოხრეიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის გაგზავნილ მოხსენებას სოფელ ეწერის სკოლის მდგომარეობის შესახებ ხელს აწერს ამავე სკოლის მზრუნველი მიხეილ ქართველიშვილი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის დეკემბერში სოფელ ამბროლაურის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი კანდელაკი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სკოლისთვის საჭიროა შემდეგი წიგნები და ნივთები: „როდნოე სლოვო“ I ნაწილი, „დედაენა“, დაფები, გრიფელები, კალმები, მელანი და რუსული პროპისი. ღარიბ მოსწავლეთათვის გამგეობას უნდა გამოეგზავნა ყველაფერი 10-10 ეგზემპლარი, მხოლოდ რუსული წერის დედანი (შემდგენელი გლავინსკი) – 2 ეგზემპლარი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ლავრენტი კანდელაკის ცნობით, 1881 წლის დეკემბერში სოფელ ამბროლაურის სკოლაში სწავლობდა 14 მოსწავლე ვაჟი და 6 ქალი, მათ რიცხვში 10 ქალ-ვაჟი ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის დეკემბერში სოფელ ამბროლაურის სკოლის მასწავლებელმა ლავრენტი კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად არასოდეს მიუღია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ქორეთის სკოლის მასწავლებელი იასონ კაველაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ 16 მოსწავლიდან თითქმის ყველა ღარიბი იყო და უჭირდა სასწავლო ნივთების ყიდვა. სიღარიბე იყო მთავარი მიზეზი, რომ ხალხს სკოლაში არ შეჰყავდა მოსწავლეები.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ იასონ კაველაშვილის ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ ქორეთის სკოლაში სწავლობდა 16 მოსწავლე ვაჟი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ქორეთის სკოლის მასწავლებელმა იასონ კაველაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ გასული წლის მარტში მიიღო წიგნები და უფასოდ დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სპირიდონ კოხრეიძის ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ ეწრის სკოლაში სწავლობდა 65 მოსწავლე ვაჟი, არცერთი ქალი. მათგან ღარიბი იყო ორი მესამედი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ დეკემბერს ეწერის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ კოხრეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1880 წლის იანვარში მიიღო წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად. გამგეობის შეწირული წიგნები დაურიგდათ მოსწავლეებს დროებით, ხოლო ნივთები გადასცეს საჩუქრად.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ გიორგი თაგვაძის ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ ოყურეშის სკოლაში სწავლობდა 44 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი, მათგან ზოგი ღარიბი იყო, მაგრამ 24 უღარიბესი.