ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45138

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ პეტრე მესხის ცნობით, 1881 წლის 10 დეკემბრისთვის სოფელ ნაკურალეშის სკოლის 10 შეგირდი ვაჟიდან არცერთი იყო ისეთი ღარიბი, რომ წიგნები ვერ შეეძინათ. მოსწავლეებს ჰქონდათ ყველა საჭირო სახელმძღვანელო და სხვა სასწავლო ნივთებიც.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ პეტრე მესხის ცნობით, 1881 წლის 10 დეკემბრისთვის სოფელ ნაკურალეშის სკოლაში სწავლობდა 10 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის დეკემბერში რაჭის მაზრის სოფელ ამბროლაურის სკოლის მასწავლებელმა ლავრენტი კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ, რომელიც გამგეობამ 9 დეკემბერს მიიღო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „დროებაში“ სტატია „გლეხთაგან მამულების გამოსყიდვა“ ხელმოწერის გარეშე გამოაქვეყნა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 დეკემბერს სოფელ ამაშუკეთის სკოლის მასწავლებელმა ლეონტი პეტრიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 7 დეკემბრისთვის სოფელ გურჯაანის სკოლაში 42 ვაჟი და 6 ქალი სწავლობდა, მათგან 11 ღარიბი იყო. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის საქმისმწარმოებელს, გრიგოლ ყიფშიძეს ეს ინფორმაცია სკოლის მასწავლებელმა მიაწოდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 დეკემბერს სოფელ გურჯაანის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს მისწერა, რომ სკოლას საჭირდებოდა „დედა ენა“ და რომელიმე პედაგოგიური ჟურნალი რუსულ ენაზე. მთავარ გამგეობას ღარიბთათვის დასარიგებლად უნდა გაეგზავნა თითოეული სახელმძღვანელოსა და წიგნის 15-15 ეგზემპლარიც.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ლეონტი პეტრიაშვილის ცნობით, 1881 წლის 7 დეკემბრისთვის სოფელ ამაშუკეთის სკოლაში სწავლობდა 10 ვაჟი, 6 შეგირდი ძალიან ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 დეკემბერს სოფელ ამაშუკეთის სკოლის მასწავლებელმა ლეონტი პეტრიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1881 წლის მარტში მხოლოდ ერთხელ მიიღო წიგნები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 დეკემბერს მასწავლებელმა ლეონტი პეტრიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ ამაშუკეთის სკოლისთვის საჭირო იყო: „დედაენა“, საწერი დედნები, კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, სთხოვდა, გამოეგზავნათ 7-7 ეგზემპლარი, ასევე გრიფელები და ფანქრები.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 7 დეკემბერს სოფელ გურჯაანის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწაროებელ გრიგოლ ყიფშიძეს გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 7 დეკემბერს გურჯაანის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს აუწყა, რომ გამგეობისგან გამოგზავნილი წიგნების თითო ეგზემპლარი დაცული იყო სკოლის ბიბლიოთეკაში, ხოლო დანარჩენი ზოგი დაურიგდა მოსწავლეებს, ზოგი კი დასარიგებელი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 7 დეკემბერს გურჯაანის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს აცნობა, რომ გურჯაანის სკოლამ გამგეობისგან წიგნები ერთხელ, 1881 წლის მაისში, წინა მოადგილე კარმელოვის დროს, მიიღო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს სოფელ ხეთის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ხაბურძანიამ სკოლის მდგომარეობის შესახებ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოხსენება გაუგზავნა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს სოფელ საჯიქაოს სკოლის მასწავლებელმა მაქსიმე შენგელაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს მასწავლებელმა მაქსიმე შენგელაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ საჯიქაოს სკოლას სჭირდებოდა: 15 ცალი „დედა ენა“, 10 „როდნოე სლოვო“ და 25 ანთიმოზ ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს სოფელ საჯიქაოს სკოლის მასწავლებელმა მაქსიმე შენგელაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად არასდროს მიუღია.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ მაქსიმე შენგელაიას ცნობით, 1881 წლის 6 დეკემბრისთვის სოფელ საჯიქაოს სკოლაში სწავლობდა 25 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი, მათგან 15 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს მასწავლებელმა ბესარიონ ხაბურძანიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ ხეთის სკოლისთვის საჭირო იყო შემდეგი წიგნები: „ბუნების კარი“ და „როდნოე სლოვო“, თითოეული 11-11 ეგზემპლარად.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ბესარიონ ხაბურძანიას ცნობით, 1881 წლის 6 დეკემბრისთვის სოფელ ხეთის სკოლაში სწავლობდა 29 მოსწავლე ვაჟი და ჯერჯერობით არცერთი ქალი, მათგან ღარიბი იყო 15, რომელთაც არ შეეძლოთ საკუთარი სახსრებით სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების შეძენა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს სოფ. ხეთის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ხაბურძანიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მის იქ ყოფნაში (1881 წლის მარტიდან) ერთხელაც არ მიუღიათ. მისი აზრით, შესაძლოა, მისი წინა მოადგილეების დროს მიიღეს წიგნები, რომლებიც ახლაც ჰქონდა სკოლას და იყენებდნენ მოსწავლეებისთვის.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 5 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიიღო მასწავლებელ ფ. მატკავას წერილი, რომ დაბა სუჯუნის სკოლას ესაჭიროებოდა 20 ც. „დედა ენა“, 10 ც. „ბუნების კარი“, 10 ც. გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა“ და 30 ც. ქართული წერის დედანი, სულ 70 წიგნი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბერში სენაკის მაზრის დაბა სუჯუნის სკოლის მასწავლებელმა ფ. მატკავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ წერილი მიიღო 5 დეკემბერს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 5 დეკემბერს სიღნაღის მაზრის სოფლების, ვაქირისა და ანაგის სასწავლებლის პედაგოგმა დავით ბაზიეროვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება N30 სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 5 დეკემბერს სოფელ ორბელის სკოლის მასწავლებელმა კალისტრატე მ. გაბიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.