ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44993

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალალო თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო, თუ ფული?“ თელავში, იოსებ კუზმანაშვილის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალალო თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო, თუ ფული?“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ზარგაროვს თბილისის გამგეობამ ქუჩებიდან მკვდარი საქონლის მოგროვება და ქალაქგარეთ დამარხვა დაავალა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 7 თებერვლის „დროების“ ცნობით, მიხეილ ლორის-მელიქოვი სომხეთის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „მორიგების პირობათა შესახებ. აი რა პირობები დაუდვია...“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ჯორჯ ლეთროპის ნოველის „გარიყული“ მესამე ნაწილი გამოქვეყნდა. ნოველა შეცვლილი სათაურით „უბინაო კაცი ნიუ-იორკში“, ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 თებერვლის „დროებაში“ ილია ალხაზიშვილის სტატია „დუხაბორიიდან“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის თებერვალში ილია ჭავჭავაძემ ჟურნალიდან ''Пчела'' სერბი მწერლის, ჯურა იაკშიჩის მოთხრობა „შვილი მოხუცებულის გამზისა“ თარგმნა. ჟურნალში ტექსტი უავტოროდ იყო დაბეჭდილი, ამიტომ ილიამაც არ მიუთითა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 31 იანვრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შეგროვილი და გამოცემული ქართული ხალხური სიმღერების კრებული შაური ღირდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 31 იანვრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძეს ძველი ქართული წიგნების სიის დაბეჭდვა სურდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 30 იანვარს გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს წესდების პროექტი, რომლის წარდგენა მეფისნაცვლის კანცელარიაში დიმიტრი ყიფიანს, ილია ჭავჭავაძესა და ბესარიონ ღოღობერიძეს დაევალათ. ამ წესდებით საზოგადოება 1907 წლის მარტამდე მოქმედებდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 30 იანვარს გრიგოლ ორბელიანის სახლში გამართულ სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პროექტი განიხილეს. პროექტი დასამტკიცებლად მთავრობაში ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანსა და ბესარიონ ღოღობერიძეს უნდა წარედგინათ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 29 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე საგინაშვილი 30 იანვარს გრიგოლ ორბელიანის სახლში დანიშნულ კრებაზე მიიწვია.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 29 იანვრის „დროების“ ცნობით, ვასილ პეტრიაშვილი ოდესის უნივერიტეტის ქიმიის პროფესორად აირჩიეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 27 იანვრის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „თამადა და ტოლუმბაში“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „შერიგების თაობაზედ“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 26 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის თარგმნილი ჯორჯ ლეთროპის ნოველის „გარიყული“ მეორე ნაწილი გამოქვეყნდა. ნოველა შეცვლილი სათაურით „უბინაო კაცი ნიუ-იორკში“, ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 იანვრის „დროების“ ცნობით, ექვთიმე ხელაძის სტამბაში ქართული წიგნი „სალამური“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „შერიგების თაობაზედ ხმები“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 19 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ჯორჯ ლეთროპის ნოველის „გარიყული“ პირველი ნაწილი გამოქვეყნდა. ნოველა შეცვლილი სათაურით „უბინაო კაცი ნიუ-იორკში“, ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც ასე იწყებოდა: „დაიწყებს კაცი თუ არა ლაპარაკს ეხლანდელს პოლიტიკაზე...“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 იანვრის „დროებაში“ ზ. მთაწმინდელის (ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის) სტატია „წმ. ნინო და მისი დღესასწაული 14 იანვარს“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 იანვრის „დროების“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილმა გაზეთ „დროების" სტამბას საჩუქრად „ალმანახი“ გადასცა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 იანვრის „დროების“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილის წიგნი „ალმანახი“ ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 16 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის ცხოველთა დაცვის საზოგადოების წევრად აირჩიეს.